მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ მდინარედ დასახელებული – სენა, პარიზში ბევრ ღია ცის ქვეშ არსებულ საცურაო ლოკაციას ქმნის. ჩვენ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ:

1. იცურავეთ უფასოდ ადგილობრივებთან ერთად

Bassin de la Villette

2017 წლიდან მოყოლებული, პარიზის სანაპიროების ღირსეული ნაწილი: Bassin de la Villette – ღია უფასო აუზია ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. აქ სამი ზონაა გამოყოფილი, საბავშვო ჩასაჯდომი აუზი, 1 მ. სიღრმის საშუალო აუზი და 2 მ. სიღრმის აუზი ცურვის მცოდნეებისათვის. წყლის ხარისხი ყოველდღიურად მოწმდება. აქ უფრო მეტ ადგილობრივს შევხდებით ვიდერ ტურისტს, რადგანაც ეს ადგილი ცენტრისგან მოშორებითაა. უბრალოდ დღეში 500 ვიზიტორზე მეტი არ დაიშვება. წყლის აქტივობებიდან შეგიძლიათ დაკავდეთ კაიაკით, კანოეთი სეირნობით და სერფინგის დაფებით. იქირავებთ ასევე ელექტრო ნავებსაც.

2. პარიზის ყველაზე ლამაზი და ისტორიული აუზი

Butte-aux-Cailles

პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აუზი უძველესი საზოგადოებრივი აუზია პარიზში. ის არტ-ნუვოს არქიტექტურას წარმოგვიდგენს. ულამაზესია ამავე სახელწოდების უბანიც მის გარშემო: სოფლის მსგავსი რაიონი ქვაფენილიანი ხეივნებით, ქუჩის ხელოვნებით და წყნარი კაფე-ბარებით.

3. იგრძენით თითქოს მდინარე სენაში ხართ

Josephine Baker pool

ეს საზაფხულო აუზი მე-13 რაიონში მორიგი ღია ცის ქვეშა აუზია მდინარე სენაზე და ამ საკულტო მდინარეზე ბრწყინვალე ხედებს გვთავაზობს როგორც დღისით, ასევე ღამით. დაახლოებით 2 მ. სიღრმის აუზი სიგრძეში 25 მეტრს არწევს. თუ არ გსურთ ცურვა და მხოლოდ რუჯის მიღება გინდათ, წამოწექით ღია ტერასაზე.

4. ოლიმპიური აუზი

Josephine Baker pool

ეს აუზი ფრანგი მეორე მსოფლიო ომის გმირის სახელს ატარებს. ის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მე-12 რაიონში და ორ აუზს აერთიანებს: ოლიმპიური ზომის აუზს, რომელიც ღიაა საჯაროდ მოცურავეებისათვის და პატარა ზომის აუზს, რომელიც სპორტ კლუბების აუზის სტილს წარმოადგენს. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევ საღამოს აუზი ღიაა ნუდისტური ცურვის მსურველთათვის.

5. პარიზის ყველაზე მდიდრული აუზი

Hôtel Molitor Paris

საზაფხულო სეზონზე, როდესაც, ღია აუზი იხსნება, ამ ძვირადღირებულ სასტუმროში მისით სარგებლობა მათაც შეუძლიათ, ვინც ამ სასტუმროში არ ისვენებს. თუმცა, ქალაქის ყველაზე ექსკლუზიურ აუზზე დღიური შესვლის საფასური 200 ევროა.