იაპონიაში ასეთი გამოთქმა არსებობს: “მიიღე განათლება კიოტოში, იმუშავე ოსაკაში და იცხოვრე კობეში”. მისი მეზობელი ქალაქების ჩრდილში მოქცეული კობე ცოცხალი ქალაქია ხელსაყრელი და კომფორტული ტრანსპორტით, ისტორიული უბნებით და ცოცხალი ღამის ცხოვრებით.
1. დალაშქრეთ მთა
კობეში ბევრი სალაშქრო ბილიკია, რომელიც ბუნებასთან დაგაკავშირებთ და ოსაკას სანაპიროზე ხედებს შემოგთავაზებთ. თუ ფეხით სიარული არ გსურთ, გადმოსახედებზე რამდენიმე საბაგირო და გონდოლა აგიყვანთ.

2. დააგემოვნეთ იაპონური საკე
ეს რეგიონი საუკუნეებია რაც მაღალი ხარისხის საკეს ამზადებს. დღეს აქ 25-ზე მეტი საკეს გამოსახარში ადგილია. მათი უმეტესობა ტურებს და დაგემოვნებას გთავაზობთ. ამასთან, თემატურ მუზეუმებსაც. ერთ-ერთი ფავორიტია ჰაკუტსურუს საკეს მუზეუმი.

3. ჩაიძირეთ კობეს, როგორც საერთაშორისო ქალაქის წარსულში
ერთ დროს კობე ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო იაპონიაში, სადაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს შეეძლოთ ცხოვრება. გაისეირნეთ კიტანო-ჩოზე (Kitano-chō), რომელიც ვაჭრებმა და ელჩებმა საკუთარ სახლად აქციეს. ამ სახლების უმეტესობა დღეს მუზემია. კაიგანდორიში მე-20 საუკუნის არტ დეკოს შენობებია, რომლებიც მანჰეტენს მოგაგონებენ.

4. დაათვალიერეთ კობეს ცნობილი წყლისპირა უბანი
კობეს პორტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პორტია და ის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულებაა ვიზიტორებისთვის. აქ ნახავთ მერიკენის პარკს, 180მ. კობეს პორტის კოშკს და საზღვაო მუზეუმს სადაც სხვადასხვა გემების მოდელებს და ინტერაქცულ გამოფენებს ნახავთ. საუკეთესო პანორამული ხედისთვის ადით პორტის კოშკზე, რომელიც ღიაა ღამის 11 საათამდე.

5. დატკბით ლაივ მუსიკით იაპონური ჯაზის დაბადების ადგილას
ორ საპორტო ქალაქს, კობესა და იოკოჰამას შორის ხშირად დაობენ, თუ რომელია იაპონიის ჯაზის დედაქალაქი. თუმცა, კობე ნამდვილად მისი დაბადების ადგილია. 1923 წელს იაპონიის პირველ ჯაზ ბენდს სწორედ აქ ჰქონდა დებიუტი. Sone Jazz Bar – უძველესი ჯაზის ბარია ქალაქში. აქ დაუკრავს ჯაზის ლეგენდას, ლუი არმსტრონგს.











