პოსტდამი ბერლინიდან 40 კილომეტრში მდებარეობს და ულამაზესი ტბებით გამოირჩევა. მას “პოსტდამ როკოკოსაც” უწოდებდნენ. ამ ისტორიულ გერმანულ ქალაქში იუნესკოს დაცული ძეგლის სტატუსის მქონე სასახლე მდებარეობს. აქ უამრავი აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ, ჩვენ საუკეთესო სანახაობებს გირჩევთ:
ეწვიეთ გერმანიის სამეფო ოჯახების ისტორიულ სახლს
Sanssouci Palace
ეს სასახლე გერმანიის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ის მე-18 საუკუნეში ააშენეს და როკოკოს მდიდრული დეკორაციებით და კორინთული თაღებით გამოირჩევა. შეგიძლიათ შეუერთდეთ ტურებს ბერლინიდან. სასახლეს თავისი ულამაზესი ბაღები აქვს, რომელიც ცალკე ხელოვნების ნიმუშია.
იხილეთ ცნობილი ოსტატების ნამუშევრები მუზეუმში
Museum Barberini
ამ ძველ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ახალი ღირსშესანიშნაობა ეს მუზეუმია, რომელიც ძველი ბაზრის მოედანზე მდებარეობს და 2017 წელს გაიხსნა. გერმანიის ერთ-ერთ ტოპ მუზეუმად ცნობილი ბარბერინი, ქვეყნის წამყვანი მხატვრების უდიდეს კოლექციებს აერთიანებს. აქ ნახავთ მონეს, როდენს, მუნკს.
მისამართი: Humboldtstraße 5-6
გამოიკვლიეთ დანიური კვარტალი
Holländisches Viertel
ეს უბანი 134 ლამაზი წითელი აგურის სახლით გამოირჩევა, რომლებიც მე-18 საუკუნეში ააშენეს. ის პოპულარული ადგილია ადგილობრივებსა და ტურისტებში. აქ ბევრი მაღაზია, კაფე და რესტორანია.
მისამართი: Holländisches Viertel 1
მოინახულეთ ტრადიციულ სახლები
Neuer Garten
ინგლისურ სტილში აშენებული ეს სახლები დღეს მუზეუმია ორიგინალი არტეფაქტებით. გაისეირნეთ მის მყუდრო ბაღებშიც.
აღმოაჩინეთ ახალი ბაღი
Marmorpalais
პოსტდამის ეს მორიგი უზარმაზარი პარკი წყლის ნაპირებზე მდებარეობს და მარმარილოს სასახლით იწოდენბს თავს. ორანჟერეაში მოწყობილ კაფეში შეგიძლიათ ცოტა ხნით დასხდეთ.
იხილეთ ჩინური სახლი სანსუჩის პარკში
Chinesisches Haus
ეს ელეგანტური ჩინური სახლი საოცარი პავილიონია, რომლის მონახულებასაც პარკში ვიზიტისას გირჩევთ. ის აზიურ დიზაინს წარმოგვიდგენს, რომელიც როკოკოთია შთაგონებული. ინტერიერში დაგხვდებათ ფაიფურის კოლექცია.
მოინახულეთ წმ. ნიკოლასის ეკლესია
Nikolaikirche
პოსტდამის ძველი ქალაქის მერიის მოპირდაპირე მხარეს ეს განსაკუთრებული დიზაინის ეკლესია შემოგეგებებათ, რომელიც მე-19 საუკუნეშია აშენებული და 77 მ. სიმაღლის გუმბათით გამოირჩევა.
შეისწავლეთ გერმანული კინო მუზეუმში
Filmmuseum
მე-17 საუკუნის ბაროკოს შენობაში მდებარე ფილმის მუზეუმი კინომოყვარულებს ნამდვილად ასიამოვნებს. აქ ხშირად ეწყობა კინო ჩვენებებიც და გამოფენებიც.
მისამართი: Breite Straße 1 A
ისიამოვნეთ თემატურ ატრაქციონებზე
Filmpark Babelsberg
ეს მსოფლიოში უძველესი კინოსტუდიაა და დღეს თემატურ გასართობ პარკს მასპინძლობს. აქ ატრაქციონების გარდა, ნახავთ ფილმების გადასაღებ მოედნებს და კოსტიუმებს.
მისამართი: Großbeerenstraße 200
დატკბით სასახლის დიდებულებით
Charlottenhof Palace
პოსტდამის მთავარი სასახლისგან განსხვავებით, ეს უფრო პატარა სასახლეა, მაგრამ ნამდვილად ღირს მისი მოსანახულებელ ძეგლთა სიაში შეყვანა. 10 სამეფო ოთახი ღიაა ვიზიტორებისთვის.
მისამართი: Geschwister-Scholl-Straße 34A
გაისეირნეთ მწვანე სივრცეში
Biosphäre Potsdam
თუ მწვანე სივრცეები გიყვართ, არც ეს ადგილი გამოგრჩეთ. ეს უზარმაზარი დახურული ტროპიკული ბაღი 350-ზე მეტი სახეობის მცენარეს აერთიანებს. ნახავთ ორქიდეებს, ველურ პეპლებს და ობობათა ჯიშებს.
მისამართი: Georg-Hermann-Allee 99