ათენი, საბერძნეთის დედაქალაქი, საკმაოდ მრავალფეროვანია: ანტიკური მონუმენტები, ფოტოგენური ქუჩები, ოკეანის ხედები. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი ძალიან საინტერესო დასათვალიერებელია. ცენტრალური ტურისტული არეალი გვთავაზობს ღვინის და სანაპირო ბარებს, გარეუბნებში კი ადგილზე წარმოებულ ჩამოსასხმელ ლუდსაც დააგემოვნებთ. ჩვენ ამ ეკლექტური ქალაქის საუკეთესო ბარებს გირჩევთ.
six d.o.g.s.
მისამართი: Avramiotou 6-8
ქალაქის ცენტრში არსებული მალული ოაზისი, ურბანულ ატმოსფეროს და მწვანე ბაღს აერთიანებს, სადაც ვიზიტორებთან ერთად, ადგილობრივებსაც ძალიან უყვართ შეკრება და დროის გაყვანა. აქ უამრავი სახეობის კოქტეილი შეგიძლიათ დააგემოვნოთ, მოუსმინოთ დიჯეებს და დაესწროთ დროებით გამოფენებს.

The Clumsies
მისამართი: Praxitelous 30
ორი მსოფლიო დონის ბერძენმა ბარმენმა გადაწყვიტა საერთო ბარი გაეხსნა. დღისით აქ ფორმალური გარემოა, საღამოს კი განსაკუთრებით ცოცხლდება. აქ უგემრიელესი კოქტეილები დაგხვდებათ. შეგიძლიათ დაჯავშნოთ კერძო ოთახი ვინილებით, ბილიარდის მაგიდით და ბუხრით.

L’Audrion
მისამართი: Pl. Filomousou Eterias 3
პლასკას გამზირის გულში, აკროპოლისის ქვეშ, პატარა საფრანგეთია შექმნილი. ის ღვინის ბარია, რომელიც ტურისტებს და ადგილობრივებს საღამოს განსატვირთად ეპატიჟება. აქ აღმოაჩენთ ფრანგულ უნიკალურ ღვინოებს. ოთხშაბათობით ლაივ მუსიკაც დაგხვდებათ, საღამოს 8-ის ნახევრიდან.

The Art Foundation – T.A.F.
მისამართი: Normanou 5
მონასტირაკის ფლი მარკეტის გამზირზე, ქალაქის ცენტრში, ხის კარის მიღმა სახელოვნებო ფონდი TAF მდებარეობს. მისი შეღებისას დიდ ბაღში მოხვდებით, სადაც დღისით ყავას, ღამით კი კოქტეილებს, ლუდს და ღვინოს სვამენ. აქ ხშირად ეწყობა ხელოვნების გამოფენები.

Faust Theatre
მისამართი: Athinaidos 12
თუ გიყვართ ხელოვნება და თეატრი და დასალევად განსხვავებულ ადგილს ეძებთ, ფაუსტის თეატრს შემოგთავაზებთ. ის ბერძენ მსახიობს ეკუთვნის და ალტერენატიულ თეატრს და ბარს წარმოადგენს. აქ იდგმება წარმოდგენებიც და ეწყობა ჯაზის საღამოებიც. ორ სართულზე განაწილებული სივრცე ვინტაჟურ ატმოსფეროს ქმნის.

Bios
მისამართი: Pireos 84
ეს არაჩვეულებრივი ბარი კულტურული სივრცეა, სადაც ადგილობრივები ხშირად იკრიბებიან. აქ საღამოობით ტერასაზე, აკროპოლისის ფონზე მიირთმევთ გემრიელ სასმელს და მუსიკითაც ისიამოვნებთ.

O Babas
მისამართი: Falirou 53
ო ბაბასი კულაკის უბანში მდებარეობს, რომელიც AirBNB-ზე განთავსებული ბინებითაა ცნობილი. ის ერთ-ერთი საუკეთესო ბარია ლუდის მოყვარულთათვის, რაც საბერძნეთის, როგორც ღვინის მოყვარული ქვეყნისთვის, ცოტა უჩვეულოა.

Brettos Bar
მისამართი: Kidathineon 41
ტურისტულ პლაკას გამზირზე მდებარე ეს ბარი, აკროპოლისის ჩრდილში, ტურისტებს ძალიან იზიდავთ. აქ 35-ზე მეტი სახეობის ლიქიორის დაგემოვნებას შეძლებთ, რომლებიც უძველესი საგვარეულო რეცეპტებითაა მომზადებული. ფერადი ბოთლები ატმოსფეროს განსაკუთრებით მყუდროს ხდიან.

A for Athens
მისამართ: Miaouli 2
360 გრადუსიანი ხედითვის აკროპოლისზე და ქალაქზე, ამ ტერასულ ბარს უნდა მიაკითხოთ, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ეკუთვნის.

To Noel
მისამართი: Kolokotroni 59B
კოლოკოტრონის ქუჩა დედაქალაქის გულში მდებარეობს და ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო ბარს გვთავაზობს, გასანკუთრებული დიზაინით და დეკორაციებით. აქ დააგემოვნებთ საავტორო კოქტეილებსაც. განიტვირთეთ მთელი დღის სიარულის შემდეგ.

Black Duck Garden
მისამართი: 5, loannou Paparrigopoulou 7
ეს ეზოიანი ბარი მორიგი ფარული თავშეყრის ადგილია ქალაქის ცენტრში. ათენის მუზეუმის გვერდით მდებარე ისტორიით გაჟღენთილი ბაღი 180 წლის წინ, მუზეუმის ნაწილი იყო და საბერძნეთის პირველ მეფეს ოტოს და მის მეუღლეს, ამალიას ეკუთვნოდათ, რომელმაც დედაქალაქში პირველი საჯარო პარკი გააშენა. აქ ყავის, ღვინის, ლუდის თუ კოქტეილების დიდი არჩევანია.

By the Glass
მისამართი: Souri 3
აქ 250 სახეობის ღინო დაგხვდებათ, მათ შორის ვინტაჟური და იშვიათი კოლექციებიდან. დააგემოვნებთ როგორც ბერძნულ, ასევე საერთაშორისო ღვინოებს. ის სინტაგმას მოედნის სიახლოვეს მდებარეობს და ეროვნული ბაღების დათვალიერების შემდეგ, მეგობრებთან ერთად მშვენიერი მოსასხდომია.











