ოსაკა, იაპონია: ადგილი, სადაც ნეონის განათებები, საოცარი ნაგებობები, ავანგარდული საყდრები, ლამაზი ტყეები და წვრილი ფარნებით განათებული ხეივნებია. იაპონიაში ჩამოსული მოგზაურები ხშირად მხოლოდ ტოკიოს და კიოტოს სანახავად მიდიან და ოსაკას ტყუილუბრალოდ ტოვებენ მოსანახულებელი ქალაქების სიიდან. აქ ფანტასტიკური შოპინგის საშუალება, ქუჩის უგემრიელესი საჭმელი და გულთბილი ადგილობრივები შემოგეგებებიან. დაიწყეთ იაპონური თავგადასავალი აქ, რადგანაც ოსაკას ბრწყინვალე კავშირი აქვს ბუნებასთან და იაპონიის სხვა დიდ ქალაქებთან.

1. შოპინგი ოსაკაში
ამ ქალაქში ბევრი სხვადასხვა შოპინგ არეალია, უნიკალური მახასიათებლებით. აქ ნახავთ დიზაინერების მაღაზიებს, ტრაიდიცულ ბაზრობებს, მეორად ნივთებს… მოკლედ ყველაფერია ყველა ტიპის მოგზაურისათვის. არ გამოგრჩეთ – America Mura, ვინტაჟური მაღაზია ოსაკაში. კიდევ რამდენიმე საუკეთესო ადგილს გირჩევთ:
- Kuromon Market Osaka – ეს ქალაქის ყველაზე ცნობილი ბაზრობაა. აქ ქუჩის მოვაჭრეები საკვებ პროდუქტებს ყიდიან.
- Nipponbashi – თუ იაპონური ანიმეს და მანგას კულტურის მოყვარული ხართ, აქ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ და იაპონიის უნიკალური მხარე აღმოაჩინოთ.
- Orange Street – აქ ავეჯს და ანტიკურ ნივთებს დაათვალიერებთ.
- Shinsaibashisuji – ეს ოსაკას ყველაზე დატვირთული ქუჩაა, სადაც ნებისმიერი ტიპის მაღაზიას იპოვნით, მათ შორის ტრადიციულ კიმონოებსაც.

2. გადმოხედეთ ოსაკას მაღლიდან
ქალაქის ხილვა ჩიტის სიმაღლიდან ოსაკას მონუმენტებიდან და სახურავებიდან შეგიძლიათ. ჩვენ რამდენიმე ადგილს გირჩევთ:
- Harukas 300 – იაპონიის უმაღლესი შენობაა 360 გრადუსიანი ხედის მქონე გადმოსახედით. მე-16 სართულზე მდებარე ობსერვატორიაში უფასოდ შეხვალთ, მაგრამ გადმოსახედი დაახლოებით 9 $ ღირს.

- Umeda Sky Building Observatory – ამ ტყუპ შენობებზე მქოსფლიოში ყველაზე მაღალი ესკალატორით ახვალთ. შესვლის ღირებულებაა 10 $.
- Tsūtenkaku – ეს ოსაკას მორიგი საკულტო შენობაა. მისი გადმოსახედი შუშის იატაკს მოიცავს და საოცარ ადრენალინს მოგანიჭებთ. შეგიძლიათ ისარგებლოთ კოშკის სასრიალოთიც. შესვლის ღირებულება 6.50 $.

3. შინსეკეის უბანი/Shinsekai District
ამ უბანს ოსაკას “ახალ სამყაროს” უწოდებენ. ის გამორჩეული ქუჩაა თანამედროვე მაღაზიებით, საკვების დახლებით და გარე აქტივობების შესაძლებლობით.

4. შიტენო-ჯის საყდარი/Shitennō-ji Temple
ოსაკაში ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობა იაპონიის ამ უძველესი საყდრის მონახულებაა. ის ულამაზეს ბაღებში მდებარეობს და მშვენიერი ადგილია სარელაქსაციოდ – მშვიდი ოაზისი. კვირაობით საყდრის წინ ბაზრობაც ეწყობა.

5. ამერიკა-მურა/America-mura
ეს ოსაკას განსაკუთრებული უბანია მუსიკით, ფერადი ქუჩის აპარატებით, აბსტრაქტული კედლის მხატვრობით, ვინტაჟ მაღაზიებით, გემრიელი საკვები ობიექტებით და დეკორაციული ქუჩის ლამფებით. აქ აღმოაჩენთ ვინტაჟურ ნივთებს, საინტერესო ბარენს, საცეკვაო სივრცეებს და სრულ კონტრასტს. დასხედით, მიირთვით ყავა და დააკვირდით იაპონურ ტრენდებს.

6. დოტონბორის უბანი/Dōtonbori District
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოსაკას ყველაზე დატვირთულ და ატმოსფერულ ქუჩაზე. აქ ნეონის განათებები, შთამბეჭდავი ბილბორდები, იაპონური ნიშნები და უნიკალური რესტორნებია. ეწვიეთ უზარმაზარ მაღაზიას: Don Quijote, სადაც საოცარი ნივთები დაგხვდებათ. ქალაქის განსხვავებული პერსპექტივისთვის, გაიარეთ დოტონბორის არხთან, სადაც ქალაქის ცნობილ ძეგლებს იხილავთ.

7. ჰოზენჯი იოკოჩო/Hozenji Yokocho
აღმოაჩინეთ ეს წვრილი ქუჩა სავსე პატარა ტრადიციული რესტორნებით. საღამოობით, აქ გზას პატარა ფარნები გაგიკვალავენ. პატარა საყდარში, რომელიც ქუჩის სახელს ატარებს, ბუდისტი წმინდანის, ფუდოს ქანდაკება მდებარეობს, რომელიც მიჩნეულია, რომ სურვილებს ასრულებს. აქ ნახავთ ადამიანებს, რომლებიც მას იღბალს სთხოვენ და წყალს ასხავენ.

8. ოსაკას ციხესიმაგრე
ოსაკას ციხესიმაგრე ქალაქის სიმბოლოა, ისევე როგორც პარიზში ეიფელის კოშკი და რომში კოლიზეუმი. ის განცალკევებულ კუნძულზე მდებარეობს და ქალაქს გადმოჰყურებს. გარეშემო ლამაზი ბაღები და სხვადასხვა ტიპის ხეებია. გაზაფხულზე აქ საკურაც ყვავილობს. შესვლის ღირებულებაა 4 $. ღიაა დილის 9 საათიდან შუადღის 5-მდე. შეგიძლიათ იქირაოთ კიმონოც ფოტოებისთვის.

9. მოინახულეთ ირმები ნარაში/Nara
იაპონიის სავიზიტო ფოტოების თვალიერებისას, აუცილებლად შეგხვდებათ ირმების ფოტოები, რომლებიც ტურისტებთან ურთიერთობენ. ეს ულამაზესი ნარას დასახლებაა. აქ მდიდარი ფლორა, საყრდები, ბოტანიკური ბაღები და 1000-ზე მეტი მეგობრული ირემია. შემოდგომის პერიოდში ფერები აქ განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ნარას პარკში შესვლა უფასოა, ირმების გამოკვებისთვის შეიძინეთ 2 დოლარი ღირებულების კრეკერები. ნარაშ ოსაკას ნამბას სადგურიდან მოხვდებით მატარებლებით.

10. დარჩით კოიასანის საყდარში
ოსაკაში ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობაა წმინდა სოფლის, კოიასანის და მისი საყდრების მონახულება. ეს მშვენიერი ადგილია, განსხვავებული ატმოსფერო რომ შეიგრძნოთ და სიმშვიდეში ჩაიძიროთ. ეცადეთ დარჩეთ კოიასანის საყდრის კოტეჯებში. ეს ტრადიციულ იაპონურ გამოცდილებას შეგძენთ, ისეთს, როგორც მიაძაკის ანიმეებში გინახავთ. ოსაკადან აქაც მატარებლით მოხვდებით.

11. ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი ნაჩის ჩანჩქერებთან/Nachi Falls
ეს ულამაზესი ბუნების სანახაობა ოსაკაში მოგზაურობის კიდევ ერთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას შეგძენთ. გაყევით ტენოჯის სადგურიდან მატარებელს ნაჩიკატსურაში (Nachikatsuura). მატარებლის გზაც საკმაოდ შთამბეჭდავია. იქიდან გაყევით ავტობუსს და 30 წუთში ჩანჩქერთან იქნებით.

12. თიმლაბის ბოტანიკური ბაღები/TeamLab Botanical Gardens
განსაკუთრებული აქტივობისთვის, ეწვიეთ ამ ბოტანიკურ ბაღებს, რომელიც ტოკიოშიცაა და ოსაკაში. ეს საინტერესო კონცეფცია მოიცავს ბუნების და ხელოვნების კავშრის სინათლისა და ხმის ინსტალაციებით. დაჯავშნეთ ბილეთი ონლაინ. ღიაა დილის 6 საათიდან საღამოს 10-ის ნახევრამდე. შესვლის ღირებულება 12 $.

13. მინოს პარკი/Minoo Park
გაატარეთ ლამაზი დღე ბუნებაში ქალაქგარეთ. ეს ტყის არეალი პოპულარულია მოლაშქრებისთვის და ბუნების ენთუზიასტებისთვის, ვისაც სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა უნდათ. პარკი უფასოა. აქ ოსაკას უმედას სადგურიდან მოხვდებით მატარებლით.

14. უნივერსალ სტუდია/Universal Studios
ოსაკაში მსოფლიოში ცნობილი უნივერსალ სტუდია მდებარეობს. გაატარეთ 1 დღე ამ ტემატურ პარკში, მიღეთ ადრენალინი ატრაქციონებზე და ეწვიეთ ჰოგვარტსის სასახლეს.











