რა ვნახოთ

12 საუკეთესო აქტივობა ნუსა დუაში, ბალიზე

ნუსა დუაში საუკეთესო აქტივობა სუფთა სანაპიროებზე დასვენება, ცურვა და სნორკელინგია. ბალის ეს კურორტი წარმოგვიდგენს გალერეებსაც ხელოვნების ნიმუშებით აზიიდან და წყნარი ოკეანის კუნძულებიდან. ბალიზე მოგზაურობის დასაგეგმად მოგვმართეთ:

შენი მეგზური:

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
*✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა
*✆ 514 895 895 – სოფი

დევდანის შოუ ნუსა დუას თეატრში

ბალის ნუსა დუას თეატრში დევდანის შოუ წარმოგვიდგენს 90 წუთიან თავგადასავალს ინდონეზიის არქიპელაგის შესახებ. გასაოცარი ქორეოგრაფია და მოცეკვავეების ოსტატობა ინდონეზიის მრავალმხრივ კულტურას ასახავს.

პანდავას სანაპირო

ეს 1 კმ სიგრძის სანაპირო კლდეებს მიღმაა ჩამალული. ცენტრალური ნუსა დუადან ის 8 კილომეტრში მდებარეობს და ხალხმრავლობისგან კარგ გასაქცევს წარმოადგენს. პანდავა გვთავაზობს ოკეანის შთამბეჭდავ პანორამებს და უზარმაზარ თაღოვან კლდეებს. მიუხედავად იმისა, რომ მოწყვეტილი სანაპიროა, აქ მაინცაა რესტორნები და წყლის სპორტის ინვენტარი.

“წყლის აფეთქება”

Water blow site – ნუსა დუას გამორჩეული ადგილია, სადაც კლდოვან ქანებს უზარმაზარი ტალღები ეხეთქება და ჰაერში 30 მ. სიმაღლეზე იშხეფება. შთამბეჭდავი ფოტოების გადასაღებად ეს ადგილი ნამდვილად გამოგადგებათ, მაგრამ იქონიეთ კამერის და აპარატურის დამცავი.

პანტაი მენგიატის სანაპირო

Pantai Mengiat Beach – სუფთა თეთრი ქვიშით, მშვიდი ტალღებით და ნაკლები ხალხმრავლობით გამოირჩევა. 500 მეტრიანი კლდის ბარიერი ნაპირს დიდი ტალღებისგან იცავს. აქ აღმოაჩენთ ბალის პოპულარულ მდიდრულ კურორტებს.
Photo credits: LillaGreen Travel Magazine – https://lillagreen.com/visit-nusa-dua-bali/

პურა გეგერის საყდარი

Pura Geger Temple – ნუსა დუას მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია. ის კლდიდან გეგერის სანაპიროს გადმოჰყურებს. შეგიძლიათ დატკბეთ პანორამული ხედებით მთით ჰორიზონტზე.

გარუდას პარკი

Garuda Wisnu Kencana – კულტურული პარკია ნუსა დუა სანაპიროდან 12 კილომეტრში. აქ ჰინდუს ღმერთის, ვიშნუს გიგანტური ქანდაკება მდებარეობს. 121 მ სიმაღლის მონუმენტი სამხრეთ აზიის უმაღლესი ძეგლია.

Museum Pasifika

ამ მუზეუმში ისტორიული არტეფაქტები და ხელოვნების ნიმუშებია დაახლოებით 25 ქვეყნის 200 არტისტის შემოქმედება. აქ ინდონეზიური ხელოვნების მნიშვნელოვან ფიგურებს შეაფასებთ. 11 ოთახში სხვადასხვა თემატიკის გამოფენებია.

პუჯა მანდალა

Puja Mandala – კომპლექსია, რომელიც ინდონეზიის მთავარი რელიგიების თაყვანისცემის ადგილებს აერთიანებს. აქ ბუდისტური და ჰინდუს საყდრები, კათოლიკური და პროტესტანული ეკლესია და მეჩეთი მდებარეობს.

სპა რელაქსაცია

ნუსა დუაში ბევრი სპა დაგხვდებათ, სადაც სრული რელაქსაციის მიღებას შეძლებთ. მაგალითად, ვესტინის სპა ორთქლის ოთახს, ჰიმალაიური მარილის საუნას, ჰიდრო და ცივ აუზებს გვთავაზობს.

სერფინგი

ნუსა დუაში შეგიძლიათ სერფინგითაც დაკავდეთ. აქ ტალღების სიმაღლე 4 მეტრსაც აღწევს. საუკეთესო თვეები სერფინგისთვის ოქტომბრიდან აპრილამდეა.

ფიესტა

ნუსა დუას ფიესტა ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება და ამ დროს აქ ბევრი გამოფენა თუ სპორტული ღონისძიება ტარდება. შეგიძლიათ შეუერთდეთ აღლუმებს და მოუსმინოთ ლაივ ბენდებს.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ინდონეზიაინდონეზია
ინდონეზია22 ივლ 2026

ულუვატუ, ბალი: 9 დაუვიწყარი აქტივობა

რა გავაკეთოთ ულუვატუში, ბალიზე: ულუვატუს ტაძარი, სანაპიროები და სანაპირო კლუბები, მზის ჩასვლა კლდეებიდან, სერფინგი და პარაპლანით ფრენა.

ინდონეზიაინდონეზია
ინდონეზია21 ივლ 2026

ტაილანდის ალტერნატივა: ხალხმრავლობისგან თავისუფალი ტაივანის საოცარი კუნძულები

ტაივანის კუნძულები ტაილანდის მშვიდი ალტერნატივაა: ქიმეი, ლანიუ, ლუდაო, ბაიშა და სიაოლოჩო, სნორკელინგით, დაივინგით და ბორნით მისვლის რჩევებით.

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი13 ივლ 2026

აზიის 10 საუკეთესო მიმართულება ისტორიის მოყვარულებისთვის

კიოტო, აგრა, ლუანგ პრაბანგი, ჰოი ანი, ბუხარა და ლჰასა: აზიის 10 ქალაქი ისტორიის მოყვარულთათვის, უძველესი ტაძრებით, სასახლეებით და იუნესკოს ძეგლებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე