რა ვნახოთ

9 საუკეთესო აქტივობა დენპასარში, ბალიზე

ბალის პროვინციულ დედაქალაქში, დენპასარში რამდენიმე ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლი მდებარეობს. ეს მოიცავს ანტიკურ საყდრებს, მუზეუმებს საუკუნოვანი უნიკალური ხელოვნების ნიმუშებით, პოპულარულ სანაპირო არეალს და სხვ. ქალაქის გარეთ აღმოაჩენთ ბრინჯის მინდვრებსა და ტყეებს. და მაინც, რა უნდა გააკეთოთ დენპასარში?

კუების კონსერვაციის საგანმანათლებლო ცენტრი

TCEC – ეს ცენტრი წყლის კუების მოვლისთვისაა შექმნილი, რომლებიც შემთხვევით დაიჭირეს მეთევზეებმა დენპასარში. აქ იმაზეც ზრუნავენ, რომ ზოგიერთი ჯიში არ გადაშენდეს. ცენტრი ბავშვებს წყლის კუებს ახლოდან გააცნობს. აქ რამდენიმე აუზია, სადაც ისინი ზომის და ასაკის მიხედვით არიან განთავსებულნი.

საკენანის საყდარი

Sakenan Temple – სამხრეთ ბალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყდარია. ის სერანგანის კუნძულზე მდებარეობს და საყდრის 2 მთავარ კომპლექსს მოიცავს.

ნეგერის მუზეუმი

Museum Negeri Propinsi Bali – ბალის პროვინციული საჯარო მუზეუმი კუნძულის უძველესი მუზეუმია და 10000-ზე მეტ გამოფენას მასპინძლობს. მისი მთავარი ნაგებობა ბალის გასაოცარი არქიტექტურის შედევრია. აქ დაგხვდებათ ხელოვნება, ეთნოგრაფია, აგრიკულტურა, იარაღები და მხატვრობა.

ბარჯა სანდის მონუმენტი

Bajra Sandhi Monument – ეს მხოლოდ მონუმენტი არაა. ის წარმოგვიდგენს გალერეასაც, სადაც ბალის პრეისტორიულ ხანას გაეცნობით. მაღალი ხეებით და საუცხოო ბაღებით გარშემორტყმული ძეგლი ადგილობრივებისთვის მშვენიერ რეკრეაციულ ზონასაც წარმოადგენს.

ჯაგანთას საყდარი

Jagatnatha Temple – ისტორიული ძეგლია საოცრად შემონახული ჩუქურთმებით და ქვის მოტივებით, სადაც სხვადასხვა ეპიზოდებია აღწერილი.

მანგროს ტყეები

Ngurah Rai Mangrove Forest – ბალის უზარმაზარი მანგროს ტყეა და ერთგვარი ოაზისია, ხალხმრავლობისგან გასაქცევად. ტყეში დასასვენებელი სივრცეებიცაა შექმნილი და შეგიძლიათ გადმოიხედოთ 25 მ. სიმაღლის კოშკურიდან ხედებისთვის.

I AM Bali 3D ინტერაქციული ხელოვნების მუზეუმი

ეს მუზეუმი ერთ-ერთი გასართობი ადგილია, სადაც ნახევარ დღეს თავისუფლად გაიყვანთ. ინტერაქციული ხელოვნების მუზეუმი სხვადასხვა საბავშვო თემატიკებს წარმოგვიდგენს. აქ ნახავთ ჰარი პოტერის პლატფორმასაც.

სერანგანის სანაპირო

Serangan Beach – პატარა სანაპიროა სამხრეთ დენპასარში. ეს თეთრი ქვიშის სანაპირო ხშირად არაა ხალხმრავალი. აქ მოსული სტუმრები სარელაქსაციო და ეგზოტიკურ ატმოსფეროს პოულობენ.

ბალის ამოტრიალებული სამყარო

და ბოლოს, Upside Down World Bali – ექსცენტრიკული მუზეუმია, სადაც სახალისო ფოტოებს გადაიღებთ.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ინდონეზიაინდონეზია
ინდონეზია22 ივლ 2026

ულუვატუ, ბალი: 9 დაუვიწყარი აქტივობა

რა გავაკეთოთ ულუვატუში, ბალიზე: ულუვატუს ტაძარი, სანაპიროები და სანაპირო კლუბები, მზის ჩასვლა კლდეებიდან, სერფინგი და პარაპლანით ფრენა.

ინდონეზიაინდონეზია
ინდონეზია21 ივლ 2026

ტაილანდის ალტერნატივა: ხალხმრავლობისგან თავისუფალი ტაივანის საოცარი კუნძულები

ტაივანის კუნძულები ტაილანდის მშვიდი ალტერნატივაა: ქიმეი, ლანიუ, ლუდაო, ბაიშა და სიაოლოჩო, სნორკელინგით, დაივინგით და ბორნით მისვლის რჩევებით.

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი13 ივლ 2026

აზიის 10 საუკეთესო მიმართულება ისტორიის მოყვარულებისთვის

კიოტო, აგრა, ლუანგ პრაბანგი, ჰოი ანი, ბუხარა და ლჰასა: აზიის 10 ქალაქი ისტორიის მოყვარულთათვის, უძველესი ტაძრებით, სასახლეებით და იუნესკოს ძეგლებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე