ისლანდია უამრავ ბუნების საოცრებას აერთიანებს. მისი ლანდშაფტი სავსეა ბუნებრივი ცხელი წყაროებით, ჩანჩქერებით, ვულკანებით და მყინვარებით. ისლანდიაში ორი კვირის გატარებით სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდებით.
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
დღე 1: თინგველირი (Thingvellir), გეისერი (Geysir) და ჩანჩქერები
ტინგველირში ულამაზესი სასეირნო ბილიკია, რომელსაც ჩანჩქერამდე (Öxarárfoss) მიყავხართ. გაუყევით გზას გეიზერამდე, ცნობილ ცხელ წყაროებამდე გეოთერმულ არეალში, სადაც 70 მ სიმაღლის ჩანჩქერი (Gullfoss) მდებარეობს. იქიდან გადახვალთ ცხელ წყაროებზე (Hrunalaug), შემდეგ კი ქვეებს შორის ჩამალულ ჩანჩქერთან (Gljúfrafoss).
დღე 2: ჩანჩქერები
მოინახულეთ ისლანდიის გამორჩეული ჩანჩქერი, რომელიც ყველა კუთხიდან უნიკალურია: Seljalandsfoss. მის ახლოსაა მორიგი ბუნების მშვენება ჩანჩქერი: Skogafoss. ისიც ერთ-ერთი ულამაზესია ისლანდიაში. მესამეს გირჩევთ – Kvernufoss-ს. ჩანჩქერების შემდეგ მოინახულეთ პატარა ქალაქი ვიკი (Vik).
დღე 3: კლდეები და გამოქვაბულები
არ გამოგრჩეთ ახლომდებარე გამოქვაბული: Loftsalahellir Cave და ქვის ფორმაციები: Reynisdrangar. ბოლო გაჩერება: Skaftafell, სადაც ბევრი სალაშქრო ბილიკია, რომლებსაც სვარტიფოსის ჩანჩქერამდე მივყავართ. პარკში დამონტაჟებულია შესაბამისი საცნობი ნიშნები.
დღე 4: მარგალიტები
პირველი გაჩერება: Diamond Beach. შავი ქვიშის ამ სანაპიროზე დიდი ზომის ყინულის ლოდები მდებარეობს. აქვე მდებარეობს ლაგუნა: Jökursálón Glacier Lagoon, რომელსაც შეგიძლიათ ნავის ტურით ეწვიოთ და მასიურ აისბერგებში გაიაროთ. ბოლო გაჩერებაა: Vestrahorn – სწორი ზედაპირის მქონე ლაგუნა და შავი დიუნები.
დღე 5: Seydisfjordur
პატარა ხელოვნების ქალაქი Seydisfjordur ისლანდიის ნამდვილი ფარული მარგალიტია. უზარმაზარი სანაპირო ზოლი და თოვლიანი მთები შთამბეჭდავი სანახავია. არ გამოტოვოთ გადასახედი: Útsýnispallur Grænafell.
დღე 6: ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ჩანჩქერი
დეტიფოსის ჩანჩქერი (The Dettifoss) ულამაზეს ფიორდებზე არსებული ჩანჩქერია. ახლოს ნახავთ მივატნის თერმულ აბანოებს, რომლებიც ისლანდიის საუკეთესო ცხელი წყაროებია.
დღე 7: ცხელი აუზი
მოინახულეთ აკურეირი (Akureyri), ჩრდილოეთ ისლანდიის დედაქალაქი. აქ ბევრი რესტორანი, ბარი და მაღაზიაა. ჰოფსოსში (Hofsos) სპეციალურ მოსასვენებელ კარვებში შეგიძლიათ დარჩენა და ბუნებრივ აუზში რელაქსაცია.
დღე 8: კანიონი
დაიწყეთ დღე ნახევარკუნძულით: Snaefellsnes. პირველი გაჩერებაა კოლუგლჯუფურის კანიონი (Kolugljúfur Canyon). ის გზიდან შეფარული ბუნების საოცრებაა. ასევე ეწვიეთ Hvítserkur-ს, 15 მ. სიმაღლის სპილოს ფორმის ქვას. აქ მაისიდან ივლისამდე თითქმის არასდროს ბნელდება.
დღე 9: ლენდბროტალაუგის ცხელი წყაროები
იცურავეთ Landbrotalaug-ის ბუნებრივ ცხელ წყაროებში ულამაზესი ხედით. მოინახულეთ Arnarstapi, და Londrangar. არ გამოგრჩეთ ფოტოგენური ეკლესია: Ingjaldshólskirkja.
დღე 10: ჩანჩქერები
ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ადგილია – Kirkjufell. ჩანჩქერი, რომელიც ყველა ამინდში და ყველა სეზონზე სხვადასხვანაირად შთამბეჭდავია. ერთმანეთის გვერდითაა კიდევ ორი ჩანჩქერი: Barnafoss და Hraunfossar. და დაასრულეთ გლიმურით (Glymur), რომელიც ისლანდიის სიდიდით რიგით მეორე ჩანჩქერია.
დღე 11 + 12: რეიკიავიკი
დაასრულეთ ისლანდიის დაუვიწყარი მოგზაურობა რეიკიავიკით. მოინახულეთ ფერადი სახლები, ჰალგრიმსკირკიას ეკლესია და იშოპინგეთ. ეწვიეთ ლურჯ ლაგუნას.
- ისლანდიაში ონკანის წყალი ისმევა.
- სამოგზაუროდ საუკეთესო დროა ივლისი-აგვისტო, როცა აქ შედარებით თბილა. თუმცა, ამ დროს ვერ ნახავთ ჩრდილოეთის ციალს.
- ბიუჯეტური სუპერმარკეტია: Bonus and Kronan.
- ბენზინგასამართ სადგურებზე ყველაფერი ორჯერ ძვირია.
- სასტუმროებზე იაფია გესთჰაუს კარვები და ტურისტული ბანაკები.