“სამეფო კარის თამაშები” თუ გიყვართ, ისლანდიას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ამ სიურეალისტურ ლოკაციაზე HBO-ს სერიალში ბევრი კადრია გადაღებული.
Kirkjufell
ცნობილი როგორც “ეკლესიის მთა”, ეს ადგილი რამდენჯერმეა ნაჩვენები მე-6 და მე-7 სეზონებში. ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჯონ სნოუსთვის. დალაშქრეთ მთა, ჩანჩქერები და მდელოები.
Höfði
თუ გაინტერესებთ სად ცხოვრობდნენ ველურები, ჰოფოიში წადით. სწორედ აქ დასცა გადამღებმა ჯგუფმა კარავი, რომ მესამე სეზონის მეხუთე სერია გადაეღოთ. ის ცნობილია უცნაური ვულკანური ფორმაციებით. სწორედ ჰოფოის ლანდშაფტია გამოყენებული სერიალის გამხსნელ სცენებშიც.
Þingvellir National Park
ეს ეროვნული პარკი სერიალ Game of Thrones-ს იმ შემთხვევაშიც მოგაგონებთ, თუ ის ნაყურები არ გაქვთ. ეს ულამაზესი კანიონი ჩანჩქერით და ციხესიმაგრით, მეოთხე სეზონიდანაა.
Þórufoss
ეს ცნობილი ჩანჩქერი ბევრი ტურისტის თავშეყრის ადგილია. ის პინგველირის ეროვნული ტბის სიახლოვეს მდებარეობს. აქ დეინერის ტარგარიენის ერთ-ერთი დრაკონის – დროგონის სცენებია გადაღებული მეოთხე სეზონში.
Þjórsárdalur Valley
ეს ქვეყნის დიდი ტერიტორიაა, სადაც ბევრი რამაა სანახავი. მათ შორისაა Þjóðveldisbærinn Stöng – სტრუქტურა, რომელიც ვიკინგების პერიოდის დროინდელი სახლია. მეოთხე სეზონის მესამე სერიაში ის ოლის სოფელს წარმოადგენს.
Hengilssvæðið
დედაქალაქიდან 30 წუთის სავალ გზაზე, ისლანდიის აქტიური ვულკანის სიახლოვეს მოხვდებით. ზაფხულობით აქ ხშირად ეწყობა ლაშქრობები. პოპულარულია ტურისტებშიც და ადგილობრივებშიც. მას მეოთხე სეზონის მეათე სერიაში აღმოაჩენთ.
Reynisfjara
ისლანდიის ულამაზესი შავი ქვიშის სანაპირო რეიკივიკსა და Glacier Lagoon-ს შორის მდებარეობს. ის ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. ზღვის მოქცევის დროს აქ ყოფნა საკმაოდ საშიშია. თუმცა, კარგ ამინდში საოცარი ხედებით დატკბებით. ლოკაცია მეშვიდე სეზონშია გამოყენებული როცა ჯონ სნოუ თავის ჯგუფთან ერთად ჩერდება, სანამ გზას ჩრდილოეთით გააგრძელებს.
Svínafellsjökull
ეს არის ადგილი, სადაც იწყება იგრიტის და ჯონ სნოუს ისტორია მეორე სეზონში. ის ასევე აღმოჩნდა ლოკაცია, სადაც თეთრ მოსიარულე მკვდრებთან ბრძოლა გადაიღეს. აქ ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტი ყინულითაა დაფარული.
Dimmuborgir
თუ ლავა ქვების ფორმაციები გაინტერესებთ და გხიბლავთ, ისლანდიაში ამ ადგილს უნდა ეწვიოთ. აქ იმდენი მათგანი დაგხვდებათ, რომ ფანტაზიებშიც კი ვერ წარმოიდგენთ. დიმუბორგირში მოსახვედრად, რეიკიავიკიდან 6 საათის სავალი გზის გავლა მოგიწევთ. ის ჩანს მესამე სეზონში.