ტალინი ევროპის ფარული მარგალიტია, რომელიც ნამდვილად ღირს რამდენიმედღიან გამოკვლევად. ძველი ქალაქის მშვიდი ქუჩებით, საყვარელი როტერმანის უბნით და ულამაზესი კადრიორგის პარკით, ესტონეთის დედაქალაქი მშვენიერ ღირსშესანიშნაობებს და უნიკალურ არქიტექტურას გვთავაზობს. ისტორიული ძეგლების მიღმა, ტალინს თანამედროვე 21-ე საუკუნის ატმოსფერო აქვს. ჩვენ გირჩევთ ქალაქის დათვალიერების შემდეგ, მის გარშემო ფანტასტიკური ერთდღიანი მოგზაურობებითაც დატკბეთ.
1. ლაჰემას ეროვნული პარკი / Lahemaa National Park
ტალინიდან 50 კმ-ში მდებარე ეს პარკი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ეროვნული პარკია. თუ ესტონურ კულტურაზე მეტის გაგება გსურთ სწორედ მას უნდა ეწვიოთ. დალაშქრეთ ტყის ბილიკები, იპიკნიკეთ, დაისვენეთ ქვიშიან სანაპიროზე და იცურავეთ.

2. რუმუს წყალქვეშა ციხე / Rummu Quarry & Underwater Prison
ტალინში ხშირად გადააწყდებით ტურების შემოთავაზებებს, რომლებიც ამ ადგილის მონახულებას მოიცავენ. რუმუს ციხე საკუთარი თვალით აუცილებლად უნდა იხილოთ. ის ესტონეთის გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, მიტოვებული ნაგებობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ციხეს წარმოადგენდა.

3. ტარტუ
მორიგი ფანტასტიკური ადგილია ტარტუ. აქ ესტონეთის უძველესი უნივერსიტეტი მდებარეობს. დატკბით ტრადიციული ხის არქიტექტურით სუპილინის უბანში. ტარტუ ცნობილია რესტორნებითაც, სადაც უგემრიელეს ესტონურ კერძებს შემოგთავაზებენ. ტალინის ავტობუსის სადგურიდან ტარტუში 2 საათსა და 30 წუთში მოხვდებით.

4. ჰელსინკი, ფინეთი
იცოდით, რომ ტალინიდან ბორნით ჰელსინკიში სულ რაღაც 2 საათში გადახვალთ? დატკბით ფინური საუნათი, ეწვიეთ ანტიკურ მუზეუმებს, დალიეთ ბარებში ან უბრალოდ გაისეირნეთ ფინეთის დედაქალაქში. ორმხრივი გზის ბილეთის ფასია 32 ევრო.

5. სომას ეროვნული პარკი / Soomaa National Park
ეს ეროვნული პარკი მთელი წელი ღიაა და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. აქ უამრავი სალაშქრო ბილიკი დაგხვდებათ. ის ასევე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია კანოეთი და კაიაკით სასეირნოდ.

6. კუნძული პრანგლი / Prangli Island
ტალინის უახლოესი კუნძული პრანგლი ესტონური სამოთხეა, დედაქალაქიდან 30 კილომეტრში. აქ სასიამოვნო ქვიშიანი სანაპიროები და გემრიელი ზღვის პროდუქტებია. დატკბით კუნძულის სილამაზით ტურისტების გარეშე. დაათვალიერეთ მეთევზეების სოფლები და ლამაზი ტყეები. აქ ტალინიდან 9 საათიან ტურებს შემოგთავაზებენ.

7. ჰაფსალუ / Haapsalu
ქვეყნის დასავლეთ ნაპირზე მდებარე ჰაფსალუ საყვარელი საკურორტო ქალაქია, სადაც მზეს მიეფიცხებით და თეთრქვიშიან ნაპირებზე წამოწვებით. აქ მდებარეობს ესტონური მატარებლის მუზეუმი. ეწვიეთ ჰაფსალუს ციხესიმაგრესაც. აქ ტალინიდან მატარებლით მოხვდებით.

8. პარნუ / Pärnu
ზაფხულში პარნუ ტალინიდან პოპულარული გასაქცევია. როგორც კი მზიანი ამინდები იწყება, ეს ქალაქი განსაკუთრებით ცოცხლდება. ის გთავაზობთ სანაპიროებს. გემრიელ საკვებს, ბულვარს, ველოსიპედით სეირნობას და რელაქსაციას. ტალინიდან აქ ავტობუსები 2 საათში ჩადიან.

9. ოტეპა / Otepää
ეს კი უფრო ზამთრის სეზონის ქალაქია, რომელიც აუცილებლად შეგაყვარებთ თავს. აქ ძირითადად თხილამურებით სასრიალოდ ჩამოდიან და გაყინულ ტბაზეც სრიალებენ. ტყეებითა და ველებით გარშემორტყმული ოტეპა ზაფხულში სულ მწვანეა და ამ დროსაც სასიამოვნო დასვენებას გპირდებათ.

10. ჯაგალას ჩანჩქერი / Jägala Waterfall
ეს ესტონეთის კიდევ ერთი ფარული მარგალიტია, სადაც ანტიკურ ძეგლებს და შუასაუკუნეების ნაგებობებსაც გადააწყდებით. ტალინში შემოგთავაზებენ ნახევარ და ერთ სრულ დღიან ტურებს, რომლის დროსაც ჩანჩქერის და მის გარშემო არსებული ბუნების აღმოჩენას შეძლებთ.

11. კუნძული კიჰნუ / Kihnu Island
ეს იუნესკოს სიაში შესული კუნძული 4 სოფელს აერთიანებს. ისტორიულად, ამ კუნძულზე ქალები ცხოვრობდნენ და ყველანაირ საქმეს ისინი უძღვებოდნენ, მაშინ როცა კაცები სამუშაოდ კუნძულს მიღმა მიემგზავრებოდნენ.











