ესტონეთის დედაქალაქს 24 საათში ადვილად დაათვალიერებთ. ჩვენ ტალინში 1 საუკეთესო დღეს დაგიგემავთ.

დილა – ტური ძველ ქალაქში

ტალინის ძველ ქალაქში შებიჯება ზღაპარში შებიჯებას ჰგავს. ამიტომაც, ისინი, ვისაც ამ ქალაქში ცოტა დრო აქვს, სწორედ ქალაქის კედლების მონახულებით უნდა დაიწყოს. გაიარეთ ვირუს კარიბჭეში და დაათვალიერეთ ტალინის ხელნაკეთი ბაზრობა.

ქალაქის მთავარი მოედანი და მერია, ტალინის შუასაუკუნოვანი ძველი უბნის მორიგი ღირსშესანიშნაობებია. აქვე მიირთმევთ გემრიელ ყავას და ტკბილეულს. ტალინის ქალაქის კედელი მე-14 საუკუნეში 2.4 კმ სიგრძის იყო, დღეს კი მისგან 1.9 კილომეტრია შემორჩენილი. კედლებზე არსებული ფანჯრებიდან ქალაქის სხვადასხვაგვარ ხედებს შეხვდებით.

შუადღე – ეწვიეთ ისტორიულ ტაძრებს

წმ. ოლაფის ეკლესია (მისამართი: Lai 50) 1200 წელს აშენდა და ქალაქის თავზე დღემდე თავს იწონებს. მხოლოდ ზაფხულში შეგიძლიათ ახვიდეთ მის გუმბათზე და ტალინის ძველი ქალაქის ხედებით დატკბეთ. მეორე აუცილებლად სანახავი ეკლესია ალექსანდრე ნევსკის კათედრალია (მისამართი: Lossi plats 10), ტომპეას მთაზე. მის ბრწყინვალე გუმბათს ყველა წერტილიდან დაინახავთ.

მიირთვით ლანჩი რომელიმე რესტორანში: აქ ბევრი გემრიელი და ბიუჯეტური კაფე-ბარია. დააგემოვნეთ ესტონური კერძები ავთენტურ ატმოსფეროში.

საღამო: გადმოხედეთ ტალინს ზევიდან

გაუყევით ქუჩებს კოჰტუოსას გადმოსახედ პლატფორმამდე. ის ტომპეას მთაზე მდებარეობს და ვიზიტი უფასოა. დაასრულეთ ტალინში გატარებული ერთი მშვენიერი ჩიტის სიმაღლეზე. ქვაფენილიანი ქუჩების და კოშკების გასწვრივ სეირნობისას სასიამოვნო მუსიკის ჰანგებსაც გაიგონებთ.

ესტუმრეთ Telliskivi-ის კრეატიულ ჰაბს. ეს თანამედროვე კომპლექსი ადრე საწყობი იყო, დღეს კი დიზაინ სტუდიოებს, მაღაზიებს, რესტორნებს და კაფეებს აერთიანებს. მიიღეთ რელაქსაცია ქალაქის დატოვებამდე.

თუ ღამის ცხოვრების მოყვარული ხართ და ტალინში მოგზაურობის გვიან ღამით დასრულებას გეგმავთ, ჩვენ აქ საუკეთესო კლუბებს გირჩევთ. თითოეულ მათგანს უნიკალური ატმოსფერო აქვს და დაუვიწყარ წვეულებებს გპირდებათ.

  • Rockclub Tapper – მათთვის, ვისაც მძიმე როკი უყვარს და ექსტრაორდინალური ლაივებისთვის მზადაა. (მისამართი: Pärnu maantee 158)
  • Cafe Amigo – ამ კაფის სლოგანია: “გართობა წმინდაა”. თუ ცნობილ სიმღერებზე ცეკვის ხასიათზე ხართ, ბარ ამიგოს მიაკითხეთ. (მისამართი: Viru väljak 4)
  • Kultuuriklubi Kelm – ეს კლუბი სტუდენტებში ძალიან პოპულარულია. დალევის და ცეკვის გარდა, აქ სხვადასხვა აქტივობებიც ტარდება: ქვიზები, კარაოკე და ა.შ. მოემზადეთ ტალინის საუკეთესო ლუდის დასაგემოვნებლად. (მისამართი: Vene 33)
  • Venus Club – ეს კი ზრდასრულებშია საკმაოდ პოპულარული. აქ კვირის ნებისმიერ დღეს შეძლებთ გართობას და თავს საოცრად კომფორტულად იგრძნობთ. (მისამართი: Vana-Viru 14)
  • Vabank – ტალინის ყველაზე ელიტურ კლუბში თავი ჰოლივუდში გეგონებათ. აქ შესვლა 21 წლამდეა შეზღუდული. 3 სხვადასხვა საცეკვაო მოედანზე სხვადასხვა ტიპის მუსიკას მოისმენთ. (მისამართი: Harju 13)