თუ ეგვიპტის დედაქალაქში გეგმავთ ვიზიტს, ჩვენ გეტყვით თუ რა უნდა იცოდეთ აქ მოგზაურობამდე:

1. გადმოწერეთ ეს აპლიკაციები კაიროში მოგზაურობის უკეთესი გამოცდილების მისაღებად

Uber, Careem და Didi აპლიკაციებია, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ მარტივ გადაადგილებას და თავს დააღწევთ ტაქსის მძღოლებთან ფასის შეთანხმების დავიდარაბას, განსაკუთრებით აეროპორტში. ალტერნატივაა მეტრო, როგორც სწრაფი და იაფი საშუალება. მრავაჯერად ბარათს ნებისმიერ სადგურზე შეიძენთ.

2. შეეჩვიეთ დროის ეგვიპტურ გაგებას

დრო კაიროში არც ისე ზუსტად განსაზღვრულია და იყავით მზად, რომ რაღაცეები დააგვიანებს ან ბოლო მომენტში შეიცვლებაა. იცოდეთ, რომ შესაძლოა აქ გეგმები მუდამ შეგეცვალოთ.

3. პირამიდების მსგავსად, საუკეთესო თურქული ყავა ქვიშაზე “შენდება”

ფრანგული სტილის კიოსკებს, რომლებიც ყავას ყიდიან, ყველა ქუჩის კუთხეში ნახავთ. კითხეთ თუ აქვთ რამალა (rammala), გაჯეტი, რომელიც ცხელ ქვიშას იყენებს იდეალური თურქული ყავის მოსამზადებლად. მიიღებთ ყავას ჭიქაში, რომელზეც შთამაგონებელი ფრაზა ეწერება და იმ დღის სასიამოვნო ინსპირაცია იქნება.

4. ეგვიპტელებს ყოველთვის აქვთ დრო სწრაფი სასმლისთვის

დეჰიდრატაცია კაიროში არ შეგაწუხებთ, იმიტომ არ აქ უამრავი ჯანსაღი წვენის მაღაზიაა. დააგემოვნეთ ენერგიის მომცემი კოქტეილები და სხვა ადგილობრივების საყვარელი სასმელები. შეუკვეთეთ წვენი ყინულის გარეშე და ზედმეტი შაქრის გარეშე.

5. შეგიძლიათ აკოცოთ სფინქს, მაგრამ არა თქვენს პარტნიორს

რომანტიკული მოგზაურებს გირჩევთ არ გამოავლინოთ სასიყვარულო ქმედებები საჯაროდ, რადგანაც ეგვიპტეში “მორალური კანონი” მოქმედებს და ეს რეკომენდირებული არაა. რეალური კოცნებისგან განსხვავებით, კოცნის სიმულაცია დაშვებულია და შეგიძლიათ “აკოცოთ” სფინქსს ფოტოების გადაღებისას.

6. შოპინგის რჩევები

გახსოვდეთ, არ შეიძინოთ პირველივე მაღაზიაში. კითხეთ ერთი და იგივე ნივთების ფასი პირველ სამ გამყიდველს. ასე საშუალო ფასის შესახებ შეიწყობთ. თუ რაღაც ძალიან მოგეწონებათ, სჯობს, რომ სახეზე არ შეიმჩნიოთ და არ აღელდეთ. ფასი რომც გაკმაყოფილებდეთ, კითხეთ საბოლოოა თუ არა ის. თუ ფასს არ აკლებს, დაინტერესდით რაიმე სიმბოლურს თუ გაჩუქებთ მასთან ერთად.

7. პატივი ეცით ყველას გარშემო

თქვით ასლამუ ალაიკუ (asslamu alayku) იქამდე, სანამ ვინმეს გაესუბრებით. ეს ნიშნავს “მშვიდობა გქონდეთ”. ნუ გადააწყობთ ფეხს ფეხზე სხვების წინაშე.

8. მოერიდეთ თაღლითებს პირამიდებთან

კაიროში ვიზიტი ვერ იქნება სრულყოფილი პირამიდების ნახვის გარეშე. აქლემების გიდები, რომლებიც ტურებს გთავაზობენ, შესაძლოა თქვენი მოტყუება სცადონ და მეტი გადაგახდევინონ. გაარკვიეთ ფასები, სწორად დაითვალეთ და გადაუხადეთ გასეირნების შემდეგ. ალტერნატივაა წყლის წაღება და ფეხით გამოკვლევა.

9. იაფი ქუჩის კვება კარგი ჰიგიენით არ გამოირჩევა

ეგვიპტური ქუჩის კვების დაბალი ფასები საკვების არაჰიგიენურობაზე მეტყველებს. დაძებნეთ რეკომენდაციები და აუცილებლად იპოვნით იგივე საკვებს მომზადებს მაღალი სტანდარტებით.

10. რჩევები წყალზე

ეგვიპტეში ონკანის წყლის დალევა რეკომენდირებული არაა. იყიდეთ 10 ან 20 ლიტრიალი წყლის ბოთლი და შეავსეთ სატარებელი პატარა ბოთლი მისი მეშვეობით. ტრადიციის თანახმად, თუ ნილოსის წყალს მოსვამთ, აუცილებლად დაბრუნდებით უკან ეგვიპტეში. მას მეთევზეებიც შემოგთავაზებენ.

11. თუ კაიროს კარგად გაცნობა გსურთ, აქ ცოტა მეტი დროის გატარება მოგიწევთ

1 და 2 დღე კაიროსთვის საკმარისი არაა. თუ ამ ადგილის შესწავლა მართლა გინდათ, 1 კვირა მაინც უნდა დარჩეთ. ეს ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკაა სავსე საინტერესო ისტორიებით.