იაპონური სამზარეულო მთელ მსოფლიოში გამორჩეულია. ტოკიოში ჩასვლისას დააგემოვნეთ ტრადიციული კერძები და გაეცანით იაპონიის მდიდარ საკვებ კულტურას.

1. სუში

ტოკიოში სუში აუცილებლად უნდა გასინჯოთ, მითუმეტეს თუ ის ძალიან გიყვართ. ჩვენ გირჩევთ Manten Sushi-ს. აქ მეგობრული ატმოსფერო, მაღალი ხარისხის სუში და მისაღები ფასებია. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ონლაინ. აღსანიშნავია, რომ აქ არა მხოლოდ სუში, არამედ ზღვის პროდუქტების უამრავი კერძი მზადდება.

2. იაკიტორი/Yakitori

იაკიტორი ქათამია გრილზე, წვრილად დაჭრილი ხორცით. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მის მისართმევად არის: Abe-chan, პატარა რესტორანი ისტორიულ უბანში. მაგიდაზე მისაყოლებლად 7 სუნელს დაგახვედრებენ. სასმელებიდან ყველაზე მეტად ამ კერძს ლუდი უხდება.

3. რამენი

რამენი ეს არის თასში მორთმეული ქათმის და სეზონური ბოსტნეულის ნუდლსი, რომელიც ჩინეთიდანაა წარმოშობით, თუმცა იაპონიამ საკუთარი ხელწერა შემატა. ტოკიოში მას ბევრგან დააგემოვნებთ, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესოა – Ginza Kagari, ფარული ბარი მშვიდ საფეხმავლო ქუჩაზე.

4. ტენდონი/Tendon

ტენდონი უნიკალური იაპონური კერძია, ბრინჯის თასი ტემპურათი. მიირთვით ის Ginza Tendon Ramen Hageten-ში, რომლის ინტერიერიც ძალიან ავთენტურია. აქ კერძის თანხა სპეციალურ აპარატში უნდა გადაიხადოთ და მიღებული ბილეთი ბარის თანამშრომელს მისცეთ.

5. სობა ნუდლსი/Soba buckwheat noodles

სობა “გაციებული ნუდლსია”, რომელიც ბამბუკის ჯამში მოაქვთ სპეციალური სოიოს სოუსით. აქ მას ხმაურიანად მიირთმევენ, რადგანაც ეს ტრადიციული პრაქტიკაა. ჩვენ მის მირთმევას გირჩევთ Kanda Matsuya-ში, რომლის ინტერიერშიც უკან წარსულში გადაინაცვლებთ.

6. პიცა

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ტოკიოში გასაოცარი პიცერიებია და გემოები კლასიკურ მარგარიტას ძალიან შორს სცდება. მაგალითად, დაფიქრდით ტერიაკის პიცაზე. ჩვენ გირჩევთ Ebisu Marumo-ს, რომელიც მსოფლიოს 10 საუკეთესო პიცერიის სიაშია შესული. შეგიძლიათ დაჯავშნოთ მათი საიტიდან.

7. სუკიაკი და შაბუ შაბუ/Sukiyaki & shabu shabu

ეს ორი ყველაზე ცნობილი საქონლის ხორცის კერძებია. სუკიაკი თხლად დაჭრილი, ტკბილ სოიოს სოუსში დამარინადებული კერძია სოკოთი. შაბუ შაბუ კი კიდევ უფრო წვრილ ნაჭრებად დაჭრილი ხორცი ბოსტნეულით, რომელიც ცხელ თასში მზადდება კრემის მიქსტურით. საუკეთესო ადგილად ითვლება  – Imahan. ლანჩის დროს ბევრად იაფია.

8. ონიგირი/Onigiri

ეს იაპონიის იდეალური კომფორტის შემქმნელი საკვებია. ეს არის ბრინჯის ბურთულები შევსებული სხვადასვა შიგთავსით და შემდეგ სპეციალურად გადახვეული. ჩვენ გირჩევთ Manma-ს, სადაც ონიგირის 50 წელია რაც ამზადებენ. ის აქ ორჯერ დიდი ზომისაა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას.

9. ტონკაცუ/Tonkatsu

ეს არის შემწვარი ღორის ხორცი დაჭრილი პატარა ნაჭრებად და ადვილად მისართმევი ჯოხებით. ის პოპულარული საკვებია ქუჩაში და მეტროსადგურებზე ქაღალდის ყუთებით. ყველაზე პოპულარული ადგილი მის მისართმევად არის: Maisen Aoyama.

10. უდონი/Udon

უდონი თხელი ნუდლსია, რომელსაც დიდ ჯამში მოგართმევენ. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია Ningyocho Taniya. აქ მას სახლში ამზადებენ და რესტორნის ფანჯარაში ათავსებენ. თუ ცხარე გიყვართ, შეუკვეთეთ ის ყველით.