პარიზი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია ბარებითა და ღამის კლუბებით, განსაკუთრებით კი კაბარეების უნიკალური არჩევანით. შენი მეგზური 10 საუკეთესო მათგანს გირჩევთ:
მულინ რუჟი (Moulin Rouge)
თეატრი
ყველაზე ცნობილი პარიზული კაბარე მულენ რუჟია. ის 1889 წლიდან ფუნქციონირებს და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური შესრულების სტილი აქვს. მისი შოუები მოიცავს 80 საერთაშორისო არტისტს, 1000 -ზე მეტი სახის კოსტიუმს; რომლებსაც პარიზის ატელიებში ამზადებენ და გიგანტურ აკვარიუმს. ეს ყველაფერი გამორჩეული საუნდრეკების ფონზე, სტუმრებს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.

პარადის ლათინა (Paradis Latin)
თეატრი
პარიზის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ეს თეატრი გუსტავ ეიფელს ეკუთვნის. პარადის ლათინას კაბარეს მითიური სტატუსი აქვს. ის მომხმარებლებს სასიამოვნო ბაღს სთავაზობს, სადაც მომხიბვლელი მოცეკვავეები თქვენს ყურადღებას მიიპყრობენ. მოიცავს თანამედროვე ბალეტს, ფრანგულ კანკანს და სხვადასხვა პერფორმანსებს.

La Nouvelle Eve
თეატრი
პარიზული კაბარეს სცენის კიდევ ერთი ვეტერანი, La Nouvelle Eve ოფიციალურად 1898 წელს გაიხსნა. მისი ცნობილი შოუ “Paris je t’aime” აქ 2010 წლიდან იდგმება. შოუ გამოხატავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ედიტ პიაფს.

Au Lapin Agile
მუსიკალური ჰოლი
მონმარტრის მთას თუ გადაჭრით და საკრე კიორს გაივლით, ამ არაჩვეულებრივ ადგილს აღმოაჩენთ. ის პარიზის ერთ-ერთი უძველესი და უსაყვარლესი კაბარეა. მისი შოუები, სიმღერები, მუსიკა, პოეზია, ფოლკლორი, ფრანგული შანსონები და ედიტ პიაფის კლასიკა აუდიტორიას მუდამ ატყვევებს. ეს მყუდრო სივრცე ნამდვილი ძველებური კაბარეს განსახიერებაა.

Le Crazy Horse
თეატრი
ეს ლეგენდარული კაბარე გლამურს წარმოგვიდგენს. მისი ერთ-ერთი ცნობილი შოუ 90 წუთის განმავლობაში კაბარეს 65 წლის ისტორიას წარმოგვიდგენს. საკულტო ქასტი მაყურებელთან ერთად დაუვიწყარი ემოციების შექმნას ემსახურება. აქ 1920-იანი წლების დაუვიწყარი სული ცოცხლდება.

Le Lido
თეატრი
ლიდოში ერთად შერწყმული სცენა, კოსტიუმები და ქორეოგრაფია საფრანგეთის დედაქალაქის დიდებას წარმოგვიდგენს. ის ფანტასტიკურ მოგზაურობას გვპირდება პარიზში. კაბარე ექსტრავაგანტური ქუდებითა და კოსტუმებითაც გამოირჩევა, რომლებზეც პრესტიჟული დიზაინერები მუშაობენ.

Aux Trois Mailletz
რესტორანი
კიდევ ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ფრანგული რესტორანი შაუსაუკუნეების მარანში მდებარეობს, ლათინური უბნის გულში. 1950 წლიდან მოყოლებული ეს რესტორანი და კლუბი ტრადიციული ჯაზის მოყვარულების ფავორიტი მიმართულება იყო. მისი უნიკალური კაბარე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Le Zèbre de Belleville
თეატრი
პარიზის მორიგ საკულტო და ქაოტურ უბანში მდებარე “ბელევილის ზებრა” ცირკის სტილში მორთული კაბარეა, რომელიც 1945 წელს გაიხსნა. შოუს წარმოგვიდგენენ: ილუზიონისტი; მოცეკვავე; მომღერალი და საჰაერო აკრობატი.

Cabaret César Palace Paris
ბარი; გასტროპაბი
ამ ბარის კაბარე შოუ სტუმრებს მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში ანაცვლებს და მაშინდელი პარიზული უბნის, მონპარნასის ცხოვრებას აზიარებს. ამ დროს პიკასო, შაგალი და მატისე პარიზის ამ არეალს სახლს უწოდებდნენ. მომღერლები და სატირული კომედიანტები თქვენს გართობაზე და გახალისებაზე ზრუნავენ.

Le Divan du Monde et Madame Arthur
თეატრი
ამ თეატრის სახლი 1946 წლის სიმღერიდან მომდინარეობს, რომელიც პოპულარულ არტისტს ივეტ გილბერტს ეკუთვნის. აქ კლასიკური და თანამედროვე ფრანგული მუსიკის ლაივ შესრულებებს მოისმენთ, ტუჩის მოძრაობის ტექნიკით. მისი ენერგიული შოუები პარიზის ღამის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.











