პრაიანო ამალფის სანაპიროს პატარა ქალაქია გაშენებული ქვის კლდეებზე, სადაც საოცარი სილამაზე და ცხოვრების მშვიდი ტემპი დაგხვდებათ. მოგზაურები ხშირად აკითხავენ მის სანაპიროებს და კლდეების ქვეშ უზრმუხტისფერ წყალში ცურვით ტკბებიან. აღმოაჩინეთ ულამაზესი ხედები საუკუნოვანი ეკლესიებიდან და კლდისპირა რესტორნებიდან. Აქ ბევრი ფარული გამოქვაბული და საოცარი კუნძულიცაა.

სან-ჯენაროს ეკლესია/Church of San Gennaro

ეს მე-15 საუკუნის ეკლესია ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ერთადერთი ბაროკოს არქიტექტურის მქონე ნაგებობაა ამალფის სანაპიროზე. კათედრალი რამდენჯერმე აღადგინეს. მის წინ მდებარე პიაცაზე ხშირად ტარდება კონცერტები, ფესტივალები და სპორტული ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სან დომენიკოს ფესტივალი ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში. ამ დროს, მოედანი ათასობით სანთლით ივსება.

მისამართი: Via S. Gennaro, 1

მარინა დი პრაიას სანაპირო/Marina di Praia beach

ეს მეთევზის სულის მქონე პატარა სანაპირო შესაძლოა პატარაა, მაგრამ საკმაოდ დრამატული ლანდშაფტით გამოირჩევა. დატკბით ზღვის ულამაზესი ხედებით ამ მშვიდ სანაპიროზე. ის შუასაუკუნეებიდან მოყოლებული სეზონზე სულ დატვირთულია. მაშინ აქ ადგილობრივი მეთევზები აქტიურად აწესრიგებდნენ საკუთარ ნავებს.

კაპრის კუნძული/Capri Island

კაპრის კუნძული ცნობილია იახტებით მოჭედილი ნაპირით, რომელიც ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა და ვარსკვლავებში ცნობილია როგორც გლამურული დასვენების მიმართულება. რამდენიმე იახტა ტურებსაც გვთავაზობს ნახევარი ან ერთი სრული დღით. გამოიკვლიეთ კუნძულის სალაშქრო ბილიკები, გამოქვაბულები, ქვის უცნაური ფორმაციები და მოინახულეთ ცნობილი – Blue Grotto.

ფურორის ფიორდები/Furore Fiord

თუ გრძელ კიბეებს აივლით, რომელსაც ზღვიდან სოფელ ფურორში მივყავართ, საოცარი სილამაზის მქონე ფიორდებს იხილავთ. პრაიანოდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფურორი არტისტების ახდენილი ოცნებაა შთაგონების მისაღებად. მეთევზეების ძველი სახლები დღეს ღია ცის ქვეშ მუზეუმებია.

“ღმერთების ნაკვალევი”/Footpath of the Gods

გაისეირნეთ სალაშქრო ბილიკზე სახელად “ღმერთების ნაკვალევი” ბრწყინვალე პანორამული ხედებით რომ დატკბეთ. ეს 7 კილომეტრიანი გზაა მთებში, პოზიტანოს სიახლოვეს.

ტორე ა მარე/Torre a Mare

შუასაუკუნეების ეს თავდაცვითი კოშკი ზღვის ხედებით, დღეს სახელოვნებო სტუდიაა. აქ გაეცნობით ადგილობრივ ხელოვნებას და კულტურას. ტორე ა მარე პაოლო სანდულის სტუდია იყო, რომლის ნახატებმა და სკულპტურებმა მისი ინტერიერი მორთეს.

ამალფის სანაპირო/Amalfi Coast

აღმოაჩინეთ იდილიური კუნძულები და ფარული გამოქვაბულები ამალფის ნავით მონახულებისას. პრაიანოში ბევრ შესაბამის ტურს შემოგთავაზებენ კუნძულით რომ დატკბეთ.

მიირთვით ზღვის პროდუქტები ზღვის ხედით

ეს სათევზაო სოფელი კლდეებით, რომელიც ხმელთაშუა ზღვას გადმოჰყურებს, პრაიანო საუკეთესო ადგილია ზღვის ხედების ფონზე ახალი ზღვის პროდუქტებით რომ დატკბეთ. Da Armandino -ერთ-ერთი საუკეთესოა მეგობრული სერვისით და ლოკაციით.

გავიტელა/Gavitella

გავიტელას ამალფის სანაპიროზე ერთ-ერთ საუკეთესო ნაპირს უწოდებენ მზის ჩასვლის სანახავად. ეს მშვენიერი ადგილია სარელაქსაციოდ დამღლელი დღის შემდეგ. დატკბით პოზიტანოს და კუნძულების ხედებით. ამ სანაპიროზე მოსახვედრად აყევით კიბეს პიაცა სან ჯენაროს სიახლოვეს ან გაყევით ნავს მარინა დი პრაიას სანაპიროდან.

კლუბი აფრიკანა/Africana Famous Club

ეს წყლისპირა გამოქვაბული ღამის კლუბად აქციეს, სადაც დაუვიწყარ საღამოს გაატარებთ. კლუბი ღიაა მხოლოდ ზაფხულის თვეებში და ხშირად გვთავაზობს წვეულებებსაც. აქ ნამყოფია ჟაკლინ კენედიც.

მისამართი: Via Terramare, 2