N16 – იაპონიის ჯგუფური ტური – ეკონომ პაკეტი

__

მარშრუტიტოკიო – კიოტო – კამაკურა – ბამბუკების ტყე – ოსაკა – ნარა

 

დღე 1 / 22-23 ნოემბერი / თბილისი – ტოკიო

22 ნოემბერი გავემგზავრებით თბილისიდან 14:50-ზე, ტოკიოში ვიქნებით ადგილობრივი დროით 11:55-ზე (23 ნოემბერი), დაგვხვდება ტრანსფერი და გავემგზავრებით სასტუმროში. ნომრებში განთავსების და ცოტაოდენი დასვენების შემდეგ მსურველებს შეგვძილია საღამოხანს დავაგემოვნოთ ტრადიციული იაპონური სამზარეულო, ან/და შეგვიძლია გავისეირნოთ აკიჰაბარას „ელექტრონიკის უბანში“, რომელიც ცნობილია მაღაზიებითა და ანიმე–კულტურით.

ღამისთევა სასტუმროში

 

დღე 2 / 24 ნოემბერი / ტოკიოს ქალაქის საფეხმავლო ექსკურსია

  • ტოკიოს კოშკი — ეიფელის კოშკით შთაგონებული ტელეანძა; ცნობილია ღამის განათებით და ტოკიოს პანორამული ხედებით.
  • ასაკუსა — ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული უბანი; ინარჩუნებს „ძველი ედოს“ ატმოსფეროს, ტრადიციული ქუჩებითა და სუვენირების მაღაზიებით.
  • კამინარიმონი — ასაკუსას სიმბოლო; უზარმაზარი წითელი ფარანი ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო-ლოკაციაა.
  • სენსო-ჯი — ტოკიოს უძველესი და ყველაზე პოპულარული ბუდისტური ტაძარი; ცნობილია საკმევლის რიტუალებით და ნაკამისეს სავაჭრო ქუჩით.
  • ასაკუსას სალოცავი — მშვიდი შინტოისტური სალოცავი სენსო-ჯის გვერდით; განსაკუთრებით ცნობილია სანჯა მაცურის ფესტივალით.
  • შინჯუკუ — ტოკიოს ყველაზე ენერგიული რაიონი; ცნობილია ცათამბჯენებით, უზარმაზარი მიწისქვეშა სავაჭრო სივრცეებით, ნეონებით და ღამის ცხოვრებით.

ღამისთევა ტოკიოში

 

დღე 3 / 25 ნოემბერი  / კამაკურა

  • ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ — კამაკურას მთავარი შინტოისტური კომპლექსი; ცნობილია ტრადიციული კარიბჭეებით, ტბორებით და სამურაების ეპოქის ისტორიით.
  • კოტოკუ-ინი — აქ მდებარეობს კამაკურას ცნობილი დიდი ბრინჯაოს ბუდა (დაიბუცუ); უნიკალურია იმით, რომ ღია ცის ქვეშ დგას.
  • ჰასე-დერა — ულამაზესი ბუდისტური ტაძარი ბაღებითა და ზღვის ხედებით; ცნობილია კანონის მრავალმკლავიანი ქანდაკებით და ჰორტენზიების სეზონით.
  • კომაჩი-დორი — კამაკურას მთავარი ტურისტული ქუჩა; სავსეა ქუჩის საკვებით, სუვენირების მაღაზიებით და ტრადიციული იაპონური ტკბილეულით.
    ღამისთევა ტოკიოში

 

დღე 4 / 26 ნოემბერი  / ტოკიოს საფეხმავლო ექსკურსია

  • გინზა — ტოკიოს ყველაზე ელეგანტური სავაჭრო უბანი; ცნობილია ლუქს-ბრენდებით, თანამედროვე არქიტექტურით და დახვეწილი ატმოსფეროთი.
  • ტოკიოს კოშკი — ეიფელის კოშკით შთაგონებული ტელეანძა; ცნობილია ღამის განათებით და ტოკიოს პანორამული ხედებით.
  • ციფრული ხელოვნების მუზეუმი — ცნობილია სინათლის ინსტალაციებით, მოძრავი პროექციებით და სრულად განსახვავებული გამოცდილებით.
  • ტაკეშიტას ქუჩა — ახალგაზრდული მოდისა და ქუჩის კულტურის ცენტრი; ცნობილია ფერადი კაფეებითა და ექსტრავაგანტური სტილით.
  • შიბუია — ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი უბანი; ცნობილია ნეონებით, შოპინგით და ახალგაზრდული ენერგიით.
  • შიბუიას გადასასვლელი — მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქვეითთა გადასასვლელი; ერთდროულად ასობით ადამიანი კვეთს ქუჩას.
  • ჰაჩიკოს ქანდაკება — ერთგული ძაღლის სიმბოლო; ტოკიოში ყველაზე პოპულარული შეხვედრის ადგილი.
    ღამისთევა ტოკიოში

დღე 5 / 27 ნოემბერი  / ტოკიო-კიოტო

დილაადრიან სწრაფი მატარებლით გავემგზავრებით ტოკიოდან კიოტოში, სასტუმროში ბარგის დავტოვების შემდგომ ვისადილებთ და შემდგომ გვექნება ქალაქის მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია: კიომიძუ-დერას ტაძარი, კიომიძუ შორო (ზარის სამრეკლო), ნინენზაკა და სანენზაკას ქუჩები, იასაკას სალოცავი, გიონი – გეიშების და გეიკოების უბანი, ჰანამიკოჯის ქუჩა (ხის მაჩიას სახლები)

ღამისთევა კიოტოში

დღე  6 / 28 ნოემბერი  / არაშიამას ბამბუკების ტყე და ნარა – ირმების პარკი

  • არაშიამას ბამბუკის ტყე — ბამბუკის მაღალი კორომებით ცნობილი საფეხმავლო ბილიკი; ქმნის მშვიდ და თითქმის ჯადოსნურ ატმოსფეროს.
  • ტენრიუ-ჯი — ზენ-ბუდისტური ტაძარი UNESCO-ს სიაში; ცნობილია ულამაზესი იაპონური ბაღებითა და არაშიამას ხედებით.
  • ნარას პარკი — ცნობილი თავისუფლად მოსიარულე ირმებით; ირმები ქალაქის სიმბოლოდ და წმინდა არსებებად მიიჩნევა.
  • ტოდაი-ჯი — იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუდისტური ტაძარი; ისტორიულად ძლიერი ბუდისტური ცენტრი იყო.
  • დიდი ბუდას დარბაზი — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხის ტაძრის ნაგებობა; შიგნით განთავსებულია გიგანტური ბრინჯაოს ბუდას ქანდაკება.

ღამისთევა კიოტოში

 

დღე 7 / 29 ნოემბერი / თავისუფალი დღე კიოტოში

  • კიოტო — თავისუფალი დღე ძველი იაპონიის ატმოსფეროში; ჩაის სახლები, შოპინგი და მშვიდი გასეირნება ისტორიულ ქუჩებში.

ღამისთევა კიოტოში

 

დღე 8 / 30 ნოემბერი / კიოტო – ოსაკა და გამოფრენა

  • ოსაკას ციხე — ოსაკას მთავარი ისტორიული სიმბოლო; ცნობილია სამურაების ეპოქის ისტორიით და ქალაქის პანორამული ხედებით.
  • ოსაკას ციხის პარკი — ფართო მწვანე სივრცე ციხის გარშემო; პოპულარულია ბაღებში, არხების პირას და საკურების სეზონზე გასეირნებისთვის.

სწრაფი მატარებლით გადასვლა ოსაკას აეროპორტისკენ, ფრენა ოსაკადან 17:55-ზე, თბილისში ვიქნებით 1 დეკემბერს 13:20 ზე

 

მოგზაურობის პერიოდი 22-30 ნოემბერი

სრული საგზურის ღირებულება ერთ ადამიანზე შეადგენს 7 850 ლარს, ორ ადგილიან ნომერში
ერთ ადგილიანი ნომრის არჩევის შემთხვევაში ტურის ღირებულება გაიზრდება 1680 ლარით


ღირებულებაში შედის: 

🟣 ფრენა: კატარის ავიახაზებით: თბილისი – დოჰა – ტოკიო და ოსაკა – დოჰა – თბილისი
🟣 ბარგი: 7კგ. ხელბარგი და  25კგ. ჩასაბარებელი ბარგი
🟣 განთავსება 23-30 ნოემბერი  4 ღამე ტოკიოში და 3 ღამე კიოტოში
🟣 საუზმე


ტრანსფერები:
🟣 ტოკიოს აეროპორტიდან სასტუმრომდე
🟣 ტოკიოს სასტუმროდან ტოკიოს სადგურამდე
🟣 კიოტოს სადგურიდან კიოტოს სასტუმრომდე
🟣 კიოტოს სასტუმროდან ოსაკას აეროპორტამდე

ბილეთები:
🟣 ციფრული ხელოვნების მუზეუმი
🟣 ტოკიოს „სქაითრი“
🟣 ნიჯოს ციხე
🟣 ოსაკას ციხე სიმაგრე
🟣 ტოდაი-ჯის ტაძარი და დიდი ბუდა
🟣 კინკაკუ-ჯი
🟣 კოტოკუ-ინის ტაძარი (დიდი ბუდა)
🟣 დიდი ბუდას შიგნით შესვლა
🟣 ჰასე დერას ტაძარი
🟣 ენგაკუ-ჯის ტაძარი
🟣 კიომიძუ დერას ტაძარი
🟣 ტენრიუ-ჯი ტაძარი

ავტობუსი / მეტრო / მატარებელი
🟣 სწრაფი მატარებელი (შინკანსენი) – ტოკიო-კიოტო
🟣 გასვლითი ექსკურსიების დროს გამოყენებული ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი
🟣 შიდა ექსკურსიების დროს გამოყენებული ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი

სხვადასხვა:
🟣 სამოგზაურო დაზღვევა
🟣 სავიზო მომსახურება
🟣 სეუკას ბარათი
🟣 ქალაქის მოსაკრებელი (ტოკიოსა და კიოტოში)

მეგზური / გიდი

ტურის დასაჯავშნად ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ✆ 514 895 895 – სოფი / wa.me/995514895895
ან გვესტუმრე ოფისში:  თბილისი, ქუჩიშვილის 12