ტაილანდი უნიკალური და სარელაქსაციო მიმართულებაა, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი, როდესაც თაფლობისთვისთვის ადგილს ვარჩევთ. რომანტიკული მოგზაურობის დაგეგმვაში ჩვენი 10-დღიანი გეგმა დაგეხმარებათ. ამ ლოკაციებს თუ ესტუმრებით, ქვეყნის ყველაზე პოპულარულ და ფანტასტიკურ ადგილებს გამოიკვლევთ.

დღე 1

იქანავეთ საქანელაზე კოჰ პიპის სანაპიროზე

ფუკეთში ჩაფრენის შემდეგ, პირველი დღე Koh Phi Phi-ზე დაგეგმეთ, სადაც ერთდღიან ტურებზე დიდი ალბათობით თქვენს სასტუმროშიც ექნებათ ინფორმაცია. მისი რომანტიკული სანაპირო გამოირჩევა საქანელებითა და ჰამაკებით მთელ ზოლზე.

დღე 2

სანაპირო დღე ფუკეთზე მზის ჩასვლით

მეორე დღეს გაეშურეთ ფუკეთის სანაპიროზე. პატონგი ხალხმრავალი სანაპიროა, სურინი უფრო მშვიდი ალტერნატივაა, სადაც სიყწნარით ისიამოვნებთ, ფუკეთში რომელი სანაპიროც არ უნდა აირჩიოთ, საკვები ობიექტები ყველგან დაგხვდებათ. საღამოს საათებში პატონგს გირჩევთ, რათა სანაპირო ღამის ცხოვრებაც გამოსცადოთ.

დღე 3

ისეირნეთ წყალში ბორნებით

წადით ნავით ერთდღიან ტურზე. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი, ქუდი და ყველა საჭირო ნივთი ღია წყალში რამდენიმე საათით ყოფნისთვის. ბორნებით შეგიძლიათ კუნძულიდან კუნძულზე გადახვიდეთ. ტურები მოიცავენ რამდენიმე ადგილის ერთ დღეში დათვალიერებას.

დღე 4

ძველი უბანი

საუზმის შემდეგ წადით ძველ ფუკეთში. ქალაქის ამ უბნის დათვალიერებისთვის 2 საათი დაგჭირდებათ. შემდეგ ეწვიეთ ქალაქის რომელიმე რესტორანს და შუადღის შემდეგ საცურაოდ გაეშურეთ. აღსანიშნავია, რომ ფუკეთის კუნძულზე ბევრი რომანტიკული ვახშმისთვის შესაფერისი კაფე-ბარია.

დღე 5–6

შოპინგ ცენტრი პატონგში

შემდეგი 2 დღე დაისვენეთ ახლომდებარე სანაპიროზე ან სასტუმროს აუზთან. შოპინგისთვის კი ეწვიეთ პატონგის სავაჭრო ცენტრს: Jungceylon Mall.

დღე 7-8

კრაბი

დილით ადრიანად წადით კრაბიზე. ამისათვის ჯერ უნდა ჩახვიდეთ აო ნანგში (Ao Nang), შემდეგ კი ნავზე გადაჯდეთ და 15 წუთში რეილეის სანაპიროზე აღმოჩნდებით. კრაბი ნაკლებად პოპულარული მიმართულებაა ტაილანდში, ამიტომაც ის განსაკუთრებით რომანტიკული და ლამაზია. დიდი კლდეები და სუფთა წყალი მშვიდ ატმოსფეროს ქმნის წყვილებისთვის. დარჩით რომელიმე სასტუმროში 1 ღამით. Railay Beach-ზე ქირავდება სანაპირო სახლებიც.

დღე 8-9

სამუი

ტაილანდის პოპულარული თაფლობისთვის მიმართულებაა: Koh Samui. ამ დიდ კუნძულზე ბევრი სანაპირო იყრის თავს ქოქოსის ხეებითა და მთებით. აქ მდებარეობს ეროვნული პარკიც. სამუიში ყველა ბიუჯეტის მოგზაურები რჩებიან, მათ შორის მოლაშქრეებიც. დაგხვდებათ გამაჯანსაღებელი იოგა და სპა ცენტრები.

დღე 10

ბანგკოკი

ბოლო დღეს კი ბანგკოკში გაემგზავრეთ და თაფლობისთვე ტაილანდის დედაქალაქის მონახულებით დაასრულეთ. აქ ანტიკური საყდრები და ბევრი საინტერესო სანახაობაა, რომლებიც ნამდვილად ღირს გამოსაკვლევად.