ზღვა და კუნძულები

ვილა ფრანკა დო კამპო – პორტუგალიის საოცარი ფორმის კუნძული

პორტუგალიის ეს პატარა ფენომენალური კუნძული სამოთხეა ყველასთვის, ვინც მას ეწვევა. ის ამავე სახელწოდების ქალაქის, ვილა ფრანკა დო კამპოს მოპირდაპირედ მდებარეობს წყალში და წრის ფორმის ბუნებრივ ლაგუნას წარმოადგენს. მას “პრინცესას ბეჭდსაც” უწოდებენ.

ლაგუნას კრისტალივით სუფთა წყალი და საოცარი სანაპირო იდეალურია საცურაოდ, სნორკელინგისა და დაივინგისთვის. ვილა ფრანკა დო კამპო (Vila Franca do Campo) ბრწყინვალე ადგილია ერთდღიანი ვიზიტისთვის. ის ყველაზე ხშირად მონახულებადი კუნძულია საო მიგელში, აზორეში.

ეს კუნძული ანტიკური წყალქვეშა ვულკანის შედეგად შეიქმნა და მისი უმაღლესი წერტილია ზღვის დონიდან 62 მეტრი. ამ მრგვალი ლაგუნას ტურისტული სეზონია ზაფხული – ივნისიდან ოქტომბრამდე. წლის სხვა პერიოდში კუნძული დაკეტილია.

ამ წყლებში 24 უნიკალური სახეობის თევზია დარეგისტრირებული და თევზაობა თუ წყალმცენარეების მოწყვეტა მკაცრადაა აკრძალული. ვილა ფრანკა დო კამპოზე ბორნები დადიან, რომელთა ღირებულებაა 10 ევრო. შეზღუდვაა ტურისტების რაოდენობაზე. კუნძულის მდიდარი ფლორის და ფაუნის შენარჩუნების მიზნით, აქ ერთდროულად 200 ადამიანზე მეტს არ უშვებენ.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

აშშაშშ
აშშ21 აგვ 2026

5 ქალაქი, რომელიც ყველაზე ბედნიერ სამოგზაურო მიმართულებად დასახელდა ამინდის და მწვანე სივრცეების გათვალისწინებით

ლისაბონი, ჰელსინკი, ორლანდო, ათენი და ედინბურგი: 5 ქალაქი, სადაც მზიანი ამინდი, პარკები და მწვანე სივრცეები მოგზაურს განწყობას აუმჯობესებს.

პორტუგალიაპორტუგალია
პორტუგალია21 აგვ 2026

სილვესი – ალგარვეს შუა საუკუნეების ულამაზესი ქალაქი

რა ვნახოთ სილვესში, ალგარვეში: წითელი ქვის ციხესიმაგრე, საკათედრო ტაძარი, არქეოლოგიური მუზეუმი, პონტე რომანა და აგვისტოს შუასაუკუნეების ბაზრობა.

ავსტრალიაავსტრალია
ავსტრალია20 აგვ 2026

10 საუკეთესო ადგილი დელფინებთან ერთად საცურაოდ

სად ვიცუროთ დელფინებთან: აზორის კუნძულები, ფერნანდუ-დი-ნორონია, გალაპაგოსი, კაიკოურა, მარსა-ალამი და კიდევ 5 ადგილი, ტურებისა და სეზონის რჩევებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე