ვალენსიას ლაჟვარდოვანი ცისფერი ცა ყველა აქ ჩამოსულ მოგზაურს ხიბლავს. ესპანეთის სიდიდით რიგით მესამე ქალაქში თანამედროვე არქიტექტურა და გოთიკური მონუმენტები ერთმანეთს ერწყმიან. აქ დაისვენებთ სანაპიროზე, დადგებით დაფაზე ოკეანის მშვიდ ტალღებში და თავს პარკებშიც განიტვირთავთ. მისი ელეგანტური მოედნებით და ბუნებრივი სილამაზით, ვალენსია ბევრს შთააგონებს. “შენი მეგზურის” ტურ-ოპერატორები მზად არიან აქ სრულფასოვანი დასვენება დაგიგეგმონ.

ტურიას ბაღები/Jardin del Turia

ტურიას ბაღები გრძელი მწვანე სამოთხეა, ესპანეთის უდიდესი ურბანული პარკი. ის სავსეა ლიმნის ხეებით და გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით. მცენარეებს შორის გაკვალულია საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები.

ქალაქის სანაპიროები

ვალენსიას ყველაზე პოპულარული სანაპირო, პლაია ელ კაბანალი (Playa El Cabañal) ყვითელ ქვიშიან სანაპიროს ერწყმის ძველ სათევზაო უბანში. დაათვალიერეთ ულამაზესი სახლები და ადგილობრივი ბაზრობა.

ლა დევესა/La Devesa

ვალენსიის ეს ღია რეკრეაციული ზონაა განმარტოებული სანაპიროა ვალენსიის სამხრეთით, ნაკლები იმპრასტრუქტურით. აქ მხოლოდ ფეხით შეძლებთ მოხვედრას. გაყევით 25 ნომერ ავტობუსს პორტა დე ლა მარიდან ალბუფეირამდე და 20 წუთის მანძილზე ფიჭვის ხეებს შორის გაივლით. წაიღეთ თან საპიკნიკო ნივთები.

ბოტანიკური ბაღი/Jardín Botánico

ქალაქის ცენტრის მშვიდ კუთხეში მდებარე ვალენსიის ბოტანიკურ ბაღს დიდი ისტორია აქვს, რომელიც მე-16 საუკუნიდან იწყება. ეს ერთგვარი ოაზისია შუშის სათბურით, იდეალური სასეირნოდ.

ოკეანოგრაფია და ბიოპარკი/Bioparc & Oceanográfic

2008 წელს გახსნილი ბიოპარკი უზარმაზარი ზოოპარკია, სადაც ტრადიციული ღობეები და გალიები ქვებით და ტბებითაა ჩანაცვლებული. აქ ნახავთ აფრიკულ სავანას და მისის კაფის ტერასიდან დაინახავთ ჟირაფებსაც.

აქ მდებარეობს ესპანეთის ყველაზე ცნობილი აკვარიუმიც. ნახავთ ზვიგენებს, რომლებიც საფეხმავლო გვირაბში, ვიზიტორებთან ერთად დაცურავენ.

ცენტრალური პარკი/Parque Central

ვალენსიის ცენტრალური პარკი მწვანე სივრცეა ადგილობრივი ფლორა-ფაუნით და თანამედროვე ინსტალაციებით. ის იდეალურია პიკნიკისთვის. ზაფხულის სიცხეში მის შადრევნებში გრილდებიან, ხოლო დაბადების დღეებს ჩრდილიან ადგილებში აღნიშნავენ.