გერმანიის ქალაქ შვერინს “ტბების მიწას” უწოდებენ. მათგან უდიდესია შვერინის ტბა, რომელიც წყლის სპორტის ენთუზიასტებში ძალიან პოპულარულია. აქ თევზაობენ, კაიაკით სეირნობენ და ცურაობენ. შეგიძლიათ გამოიკვლიოთ შვერინის ისტორიული არეალი ფეხით და დატკბეთ სეირნობით.
შვერინის ციხესიმაგრე
შვერინის ციხესიმაგრე მე-19 საუკუნის არქიტექტურის გასაოცარი ნიმუშია არამხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში. მოგაჯადოვებთ არამხოლოდ მდიდარი ექტერიერი, არამედ ინტერიერიც ელეგანტური ოთახებით. მის ორანჟერეაში კი სასიამოვნო კაფე დაგხვდებათ.
მისამართი: Lennéstraße 1

შვერინის სასახლის ბაღები (Schlossgarten)
შვერინის სასახლეში ულამაზეს ბაღებს აღმოაჩენთ პატარა გუბურებით და ტბებით. აქ ინგლისური და იტალიური სტილის ტერასული ბაღებიც დაგხვდებათ და სათბური. მისი ორანჟერეა უნიკალური არქიტექტურული ნიმუშია. დალიეთ ჩაი სასახლის კაფეში.
მისამართი: Lennéstraße 1

შვერინის ეროვნული მუზეუმი
მეკლენბურგის თეატრის წინ, შვერინის ეროვნული მუზეუმის ორი შენობა მდებარეობს: მთავარი ჰაუპტაუსი აგებული მე-19 საუკუნეში, ნეოკლასიკურ სტილში და თანამედროვე, რომელიც 2016 წელს აშენდა. აქ გამოიკვლევთ ძველი და ახალი ოსტატების ნამუშევრებს. ხელმისაწვდომია გიდის ტურები.
მისამართი: Alter Garten 3

შვერინის კათედრალი
შვერინის კათედრალი ქალაქის უძველესი შენობაა, რომელიც მე-12 საუკუნეში აშენდა. ის ამავდროულად ქალაქის უმაღლესი ნაგებობაცაა და მისი კოშკურა გარშემო არეალს გადმოჰყურებს. შუა საუკუნეების დროს ის ცნობილი პილიგრიმული მიმართულება იყო ევროპაში. საჯაროდ კათედრალი ღიაა დილის 11 საათიდან შუადღის 2 საათამდე. ამ დროს შეძლებთ 118 მ. სიმაღლის კოშკზე ასვლასაც.
მისამართი: Am Dom 4

შვერინის მარკეტპლაცი
შვერინის კათედრალში ვიზიტის შემდეგ, ფეხით გაისეირნეთ შვერინის ისტორიულ ბაზრობის მოედანზე – Schwerin Marktplatz. მიირთვით გემრიელი ყავა და ლანჩი. ქალაქის ეს ულამაზესი მოედანი საინტერესოა გამოსაკვლევად. მე-17 საუკუნის შენობებთან ერთად იხილავთ თანამედროვე არქიტექტურასაც.
მისამართი: Puschkinstraße

შვერინის ტბა
შვერინის ტბა სხვა პატარა ტბებთან ერთად ულამაზეს არეალს ქმნის გარშემო მთებითა და თვალწარმტაცი ლანდშაფტით. აქ შესაძლებელია ცურვა და ნებისმიერი წყლის სპორტით დაკავება, სეირნობა, ლაშქრობა და ველოსიპედით სიარული. შეგიძლიათ იქირაოთ ნავიც.

გუსტროუს სასახლე
ქალაქგარეთ მდებარე ეს სასახლე გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რენესანსის დროინდელი სასახლეა. Güstrow Palace მე-17 საუკუნეში აშენდა და იტალიურ და ფრანგულ გავლენებს განიცდის. ინტერიერი განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჭერით, კედლის მხატვრობით და ძველი ავეჯით. გაისეირნეთ სასახლის ბაღში.
მისამართი: Franz-Parr-Platz 1

ლუდვიგშლასტის სასახლე
Ludwigslust Palace შვერინის სახმრეთით 38 კილომეტრში მდებარეობს. ის 1724 წელს აშენდა და პრინც ლუდვიგის სანადირო სასახლეს წარმოადგენდა. დღეს აქ ძვირფასი ხელოვნების ნიმუშები ინახება: ნახატები, ავეჯი, დეკორის ნივთები. განსაკუთრებულია უზარმაზარი “ოქროს დარბაზი” კრისტალის ჭაღებით და სარკეებიანი კედლებით. სასახლის გარშემო აქაც დიდი და ლამაზი ბაღებია. ასევე, კაფეც.
მისამართი: Schlossfreiheit 1

რკინიგზის და ტექნოლოგიების მუზეუმი
არამარტო ბავშვებს, არამედ დიდებსაც ძალიან უყვართ მატარებლები. შვერინის მატარებლის სადგურზე მეკლენბურგის მუზეუმი მდებარეობს, რომელიც საინტერესო სანახაობას გვთავაზობს. აქ ისტორიული ვაგონები და ორთქმავლებია განთავსებული, ასევე 100 წლის ავტომობილები.
მისამართი: Zum Bahnhof 13

შვერინის ზოოპარკი
შვერინის ზოოპარკში 1800-ზე მეტი ცხოველი ბინადრობს და მთელი ოჯახისთვის სასიამოვნო განსატვირთი სივრცეა. აქ ბევრი აქტივობის განხორციელებაა შესაძლებელი.
მისამართი: An der Crivitzer Chaussee 1

ეთნოგრაფიული მუზეუმი
შვერინის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა ეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი. აქ ბევრი ისტორიული შენობაა განთავსებული, მათ შორის სკოლის და ფერმის ნაგებობები.
მისამართი: Alte Crivitzer Landstraße 13











