ტრუა (Troyes) პატარა ქალაქია მდინარე სენაზე, სადაც ბევრ თავშესაქცევს ნახავთ. აქ ფერადი, შუასაუკუნეების დროინდელი ნახევრად ხის სახლებია.

შენი მეგზური:

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა ✆ 514 895 895 – სოფი

როდის უნდა ეწვიოთ ტრუას? ნებისმიერ დროს. როცა აქ მზიანი ამინდებია და თბილა, ისიამოვნებთ ძველ ქალაქში სეირნობით, რომელიც შემოსაზღვრულია ანტიკური კედლებით. უფრო გრილ ამინდში ეწვიეთ ეკლესიებსა და მუზეუმებს, დააგემოვნეთ ტრუას საფირმო სოსისის კერძი (andouillette de Troyes). ოქტომბრის ბოლოს აქ მუსიკალური ფესტივალი, 6 დღიანი შამპანიურის ღამეები იმართება.

რამდენი დრო უნდა გაატაროთ ტრუაში? 2 ან 3 დღე იდეალურია ამ ქალაქის გამოსაკვლევად. მართალია ის პატარა დასახლებაა, მაგრამ ნახევარ დღეს მხოლოდ საფეხმავლო ქუჩებში სეირნობით გაიყვანთ.

მიაქციეთ ყურადღება შანუანის სახლს (Maison des Chanoines), ემილ ზოლას ქუჩის კუთხეში. ემილ ზოლას ქუჩა მთავარი საფეხმავლო “შოპინგ ქუჩაა”. არ გამოგრჩეთ ყველაზე ვიწრო ქუჩა, რომელსაც “კატების ქუჩა” (ruelle des Chats) ქვია.

სამ დღეში ეწვევით 8 ღირსშესანიშნავ ეკლესიას და 2 მუზეუმს და გექნებათ დრო სავაჭროდაც. ასევე, მოასწრებთ ეწვიოთ სამ ხელოვნურ ტბას ტრუას აღმოსავლეთით (Lac de la Forêt d’Orient). ეს ადგილი სამოთხეა მეთევზეებისთვის, ჩიტებზე დამკვირვებლებისთვის და წყლის სპორტის ენთუზიასტებისთვის.

მარტივია ტრუაში მოხვედრა და იქ მოძრაობა? პარიზიდან აქ 90 წუთიანი 33 ევროს ღირებულების მატარებლით მოხვდებით. დღეში პარიზის რკინიგზის სადგურიდან (Gare de l’Est) ტრუამდე 16 მატარებელი დადის. ტრუას სადგურიდან კი მარტივად მოხვდებით ფეხით ქალაქის გულში. შეგიძლიათ ჩახვიდეთ ნაქირავები ველოსიპედითაც. მატარებლის სადგურზე ვესოლიპედების სახლი (Maison du Vélo) მდებარეობს, საიდანაც ველოსიპედს დღეში 6-დან 15 ევრომდე იქირავებთ.

საუკეთესო აქტივობები ტრუაში: ამ ქალაქში პლანეტის უძველესი ვიტრაჟული ფანჯრების 40% მდებარეობს. ყველაზე ძველი 850 წელს ითვლის. ამიტომაც მოინახულეთ რამდენიმე მაინც.

ტრუაში ბაროკოს გამორჩეული ეკლესიაა წმ პანტალეონის სახელობის ტაძარი (Église St-Pantaléon). ის აღსანიშნავია მისი სიმაღლით, ფერით და ქანდაკებებით. აქ 60-ზე მეტი ქანდაკებაა. შემდეგია სან ჟან-ო-მარშეს (St-Jean-au-marché) ეკლესია, სადაც ინგლისის მეფე ჰენრი მეხუთე საფრანგეთის დედოფალ ქეთრინზე დაქორწინდა.

მოინახულეთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სადაც ნახავთ დეგას, როდენის, გოგენის, მატისეს და სხვების გამოფენებს. აქ ასევე მდებარეობს ხელსაწყოების და ვაჭრობის მუზეუმი (MOPO) 12000 ხელნაკეთი იარაღით მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნეებიდან.