ეს აზიური ქვეყანა გამოირჩევა მისტიკითა და ეგზოტიკით. კონტრასტი ანტიკურ წეს-ჩვეულებებსა და ახალ თანამედროვე ტრადიციებს შორის ჩინეთში ჰარმონიულადაა წარმოჩენილი. ჩვენ ამ ქვეყნის საუკეთესო ღირსშესანიშნაობებს გირჩევთ და ჩინეთში ტურს სიამოვნებით დაგიგეგმავთ:

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 766 766 – ნატალია
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი

ჩინეთის დიდი კედელი

ამ ანტიკურ უნიკალურ მონუმენტს ჩინურ კულტურაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის 6000-ზე მეტ კილომეტრზეა გადაჭიმული. დღეს ყველაზე ხშირად მონახულებადი სექციაა ბეიჯინგის სიახლოვეს. მასთან მარტივად მიხვალთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ორგანიზებული ტურებით.

დაკარგული ქალაქი და საიმპერატორო სასახლე, ბეიჯინგი

ჩინეთის უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა, ცნობილი როგორც საიმპერატორო სასახლე, ბეიჯინგის გულში მდებარეობს და ქვეყნის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. ის იმპერატორების პირად რეზიდენციას წარმოადგენდა. სასახლის მუზეუმში სხვადასხვა დინასტიების ნივთები ინახება.

საზაფხულო სასახლე, ბეიჯინგი

ეს ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ძეგლია. სასახლე მე-12 საუკუნეში ააგეს და 2 საუკუნის შემდეგ საიმპერატორო ბაღები დაუმატეს. დღეს ეს ისტორიული შენობა გამოიყენება ტრადიციული ჩინური პერფორმანსებისთვის და ღონისძიებებისთვის.

კრუიზი მდინარე ლიზე, გილინი

ქალაქი გილინი (Guilin) ჩინეთის ერთ-ერთ ულამაზეს ბუნებას წარმოგვიდგენს. ის ცნობილია მდინარით, რომელიც გარშემორტყმულია მთებით და გვთავაზობს ნავის ტურებს. კრუიზით სარგებლობისას დაათვალიერებთ ქვის შთამბეჭდავ ფორმაციებს და გამოქვაბულებს.

Chengdu Research Base, სიჩუანი

ჩინეთში ვიზიტი სრულყოფილი არ იქნება თუ პანდებს არ იხილავთ. მართალია ქვეყნის ზოოპარკებში ამ არაჩვეულებრივ ცხოველებს აუცილებლად ნახავთ, მაგრამ სიჩუანის პანდების მოსავლელი ბაზა საუკეთესო ადგილია. აქ 80-ზე მეტი პანდა მის ბუნებრივ პირობებში ბინადრობს და შეგიძლიათ მათ აქტივობებს დააკვირდეთ.

სუჟუს კლასიკური ბაღები, ჯიანგსუ

Suzhou, Jiangsu – იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაშია შესული და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ბაღია. ეს საოცარი ბაღები მე-11 საუკუნეში შეიქმნა.

როტალას სასახლე, ტიბეტი

ჩინეთის მორიგი ისტორიული ნაგებობა ტიბეტში მდებარეობს. ეს ციხესიმაგრე დალაი ლამას რეზიდენციას წარმოადგენდა და წლების მანძილზე პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო.

შანხაის ბულვარი

The Bund – შანხაის მდინარისპირა ბულვარია, რომელიც 24 მილიონიან ქალაქს მიუყვება.აქ ფრანგული გავლენის მქონე შენობები, კაფე-რესტორნები, გალერეები და მაღაზიებია. ნახავთ არტ დეკოს და რენესანსის სტილის არქიტექტურასაც. ბულვარში მდებარეობს 468 მ. სიმაღლის კოშკურა და “ბედნიერების ბაღიც”.

ლეშანის უზარმაზარი ბუდა, სიჩუანი

Leshan Giant Buddha – “მთა არის ბუდა და ბუდა არის მთა”. სიჩუანში იხილავთ 71 მ. სიმაღლის კლდეში გამოკვეთილ ბუდას, რომელიც მე-8 საუკუნით თარიღდება. იუნესკოს ეს მემკვიდრეობის ძეგლი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილია.

ჰონგ კონგის ცათამბჯენები

მსოფლიოში გამორჩეული ცათამბჯენების ქალაქი – ჰონგკონგი, აუცილებლად გაგაოცებთ მისი ზედხედით. დარწმუნდებით, რომ ვიქტორიას მთიდან, სადაც ფუნიკულიორით მოხვდებით, შთამბეჭდავი ხედები იშლება.

Zhangjiajie National Forest Park, ჰუნანი

აქ მოხვედრისას მიხვდებით თუ რამ შთააგონა ჯეიმს კამერონი გადაეღო ფილმი “ავატარი”. ბუნებრივი საოცრებების გარდა, რომელსაც ორგანიზებული ტურებით დაათვალიერებთ, პარკში დაგხვდებათ ლიფტიც, რომელსაც 50 ადამიანი 326 მეტრზე 2 წუთში აყავს. ასევე, კანიონის ტერიტორიაზე მდებარეობს შუშის ხიდი.