ჩრდილოეთ ესპანეთის ეს საოცრად მწვანე ადგილი ფერადი სათევზაო პორტებით და 200 სანაპიროთი, მეზობელი რეგიონების მსგავსიცაა და მათგან განსხვავებულიც. ასტურიასს “ნამდვილ ესპანეთს” უწოდებენ. ჩვენ ქვეყნის ამ უნიკალურ კუთხეში საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.
1. დალიეთ სიდრი გიჟონში
ასტურიაში ესპანური სიდრის 80% მზადდება: წელიწადში 45 მილიონი ლიტრა. ვაშლს შემოდგომით კრეფენ და ზამთარში ამზადებენ. 600 ბოთლის დამზადებას დაახლოებით 800 კგ ვაშლი სჭირდება. ასტურიის ყველა ქალაქში ბევრი სიდრის ბარია. გიჟონში კი სიდრის ფესტივალიც კი ტარდება, უფასო დაგემოვნებით, ტურებით, მუსიკითა და სიმღერებით.
2. იცურავეთ საოცარ ტორიმბიას სანაპიროზე
ეს ულამაზესი ოქროს ქვიშიანი სანაპირო (Playa de Torimbia) მწვანე მთებითაა გარშემორტყმული და ზაფხულში განსაკუთრებით პოპულარული ხდება. ის საყვარელი მიმართულებაა სერფერებისთვის შემოდგომაზე და ზამთარში.
3. მიირთვით ახალი ზღვის პროდუქტები კადილეროში
ეს კოხტა სათევზაო სოფელი ასტურიას სანაპიროზე, ცნობილია პასტელურ ფერებში შეღებილი სახლებით, რომლებსაც პატარა პორტამდე მივყავართ ვიწრო კუნძულზე. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულობით ძალიან ტურისტულია, აქ სარელაქსაციო ატმოსფერო მაინც სუფევს. დღის განმავლობაში კადილეროს ნაპირებზე მეთევზეების მიერ ახლად დაჭერილ ზღვის პროდუქტებს ადგილობრივ რესტორნებში მოგართმევენ.
4. აღმოაჩინეთ პრე-რომაული არქიტექტურა
ქრისტიანული ევროპიდან მოწყვეტილი მე-8 საუკუნის ასტურია არქიტექტურის უნიკალურ სტილს, პრე-რომაულს მოიცავს. 15 შენობიდან, რომლებიც ასტურიის სამეფოს დროიდან შემორჩნენ, 6 იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
5. დაათვალიერეთ სკულპტურები ოვეოდოში
ოვეიდოს ქუჩებში ფეხით თუ იხეტიალებთ, ბევრ საინტერესო სკულპტურას წააწყდებით. ისინი არამხოლოდ ქუჩებში, არამედ პარკებშიც არიან თავმოყრილნი.
6. დაათვალიერეთ გამოქვაბულის ხელოვნება კუევა დე ტიტო ბასტილოში
ესპანეთის საუკეთესო გამოქვაბულის ხელოვნება, მათ შორის ცხენების გამოსახულებები, რომლებიც ჩვ.წ.-მდე თარიღდებიან, კუევა დე ტიტო ბასტილოშია (Cueva de Tito Bustillo) წარმოდგენილი. ის წყლისპირა ქალაქ რიბადესელაში მდებარეობს. დღიური ვიზიტორების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომაც დაჯავშნეთ წინასწარ.
7. გაყევით ყოფილ სარკინიგზო ხაზს სენდა დელ ოსოში
იქირავეთ ველოსიპედი და გაუყევით ულამაზეს გზას სენდა დელ ოსოში, რიო ტრუბიას მდინარის პირას. საშუალება გექნებათ დატკბეთ ლანდშაფტით და იხილოთ შთამბეჭდავი ფლორა-ფაუნა. გზა თავისუფალია მანქანებისგან.
8. გაისეირნეთ სომიედოს ეროვნულ პარკში
თუ ტბები და მთები გხიბლავთ, იუნესკოს ამ დაცულ ბიოსფეროს ეწვიეთ. შეგიძლიათ შეუერთდეთ გიდის ტურებს და პარკი ველურ პირობებშიც დალაშქროთ, რომლის დროსაც შესაძლოა დათვებსაც დააკვირდეთ შორიდან.