გაზაფხული ტაილანდში განსხვავებული და უნიკალურია. წლის ამ დროს ამინდი ზაფხულს წააგავს და ამ დროს ქვეყანა ყველაზე მშრალი და თბილია. ამიტომაც შენი მეგზური გაზაფხულის სეზონისთვის აქ მოგზაურობას საუკეთესოდ დაგიგემავთ:
მარტი
1. კო ლიპე
საუკეთესო სანაპიროები
როცა ტემპერატურა იზრდება, ეს პატარა კუნძული მშვენიერი გასაქცევი ხდება. აქ თეთრი ქვიშის სანაპიროები, ფერადი კლდის რიფები და ლამაზი სანაპიროებია. მარტი ამცირებს ხალმრავლობას და ნაპირზე ადგილის პოვნაც მარტივდება. კო ლიპეს მშვიდი წყალი წყლის სპორტის მოყვარულთათვის მშვენიერი ადგილია. შეგიძლიათ ეწვიოთ სნორკელინგის ლოკაციებსაც: კო ადანგს, კო უსენს და კო კრას.

2. სანგკლაბური
ფარული ისტორია
Sangkhlaburi – სასაზღვრო ქალაქია, სადაც სხვადასხვა კულტურის და წარმომავლობის საზოგადოება საუკუნეების მანძილზე მშვიდად თანაარსებობს. დამსვენებლები აქ მშვიდ ცხოვრებას იპოვნიან, ლამაზ ბუნებას და უნიკალურ ძეგლებს მოინახულებენ. გადადით ტაილანდის ყველაზე გრძელ ხის ხიდზე, რომლის სიგრძეც 447 მეტრია და დაათვალიერეთ ძველი საყდრები.

3. კო პაიამი
უმანქანო კუნძული
მას შემდეგ, რაც ეს ადგილი ფილმის კადრებში ხშირად ხვდება, მოგზაურები ამ ხელშეუხებელი ბუნების საოცარ კუნძულზე აქტიურად მიეშურებიან. აქ არ დაგხვდებათ განვითარებული ინფრასტრუქტურა და ელექტროობაც და ინტერნეტიც შეზღუდულია. თუმცა, სწორედ ესაა მისი შარმიც. მთავარ სანაპიროებზე თვალისმომჭრელ მზის ჩასვლებს იხილავთ. თუ ციფრული დეტოქსი გსურთ, ეს სამოთხე თქვენთვისაა.

აპრილი
4. ბანგკოკი
გემრიელი საკვები და ღამის ცხოვრება
სონგკრანს, ანუ ტაილანდურ ახალ წელს, 13-15 აპრილს აღნიშავენ და ამ დროს ბანგკოკს დიდი წვეულებები მოიცავს. სავაჭრო ცენტრები საკმარისადაა გაგრილებული, ადგილობრივი ბაზრობები დიდხანსაა ღია, ჩაინათაუნში კი ღამით გემრიელად ივახშმებთ. ბანგკოკის რესტორნები აპრილში განახლებულ მენიუს გვთავაზობენ, სეზონური პროდუქტებით.

5. ჩიანგ მეი
ბანგკოკთან ერთად, სონგკრანს ჩიანგ მეიშიც დიდი ხალისით გამოსცდით. ტაილანდის სიდიდით რიგით მეორე ქალაქი დღესასწაულს მთელი კვირის მანძილზე აღნიშნავს. 12 აპრილიდან 16 აპრილამდე ძველი ქალაქი ადგილობრივებისა და მოგზაურების შეკრების ადგილად იქცევა. დაესწრებით აღლუმებს და ცერემონიებს. აპრილში აქ დააგემოვნებთ ახალ ადგილობრივ ხილს და ბოსტნეულს.

6. ფუკეთი და სიმილანის კუნძულები
საუკეთესო დაივინგისთვის
ფუკეთი იდეალური აპრილის მიმართულებაა. ამ თვეში აქ მშრალი კლიმატი, მშვიდი ზღვა და უღრუბლო ცაა. ასევე, არ ახასიათებს წვიმა. ფუკეთთან ერთად გადახვალთ სიმილანის კუნძულებზე, სადაც დაივინგის ლოკაციები და საზღვაო პარკია. აპრილი ბოლო თვეა, როცა დაივინგის შანსი გექნებათ. სეზონი შემდეგ ოქტომბერში იხსნება.

მაისი
7. გალფის კუნძულები
მაისში ანდამანის სანაპიროს ზაფხულის შტორმები მოიცავს, მაგრამ ტაილანდის ყურეში, კო სამუი, კო ფან-განი და კო ტაო მშრალი რჩება. სეზონი დასრულებულია, სასტუმროს ფასები დაცემულია და შეგიძლიათ იდილიური სანაპირო დასვენება მოიწყოთ. გალფის სამივე კუნძულს სხვადასხვა მახასიათებლები აქვს. კო სამუი “თეთრი ლოტუსის” მსგავს სასტუმროებს აერთიანებს, მეზობელი კო ფანგანი მთვარის წვეულებების გამო არასდროს ცარიელდება; ყველაზე პატარა კო ტაო კი დაივინგისთვისაა ხელსაყრელი.

8. ისანი
საუკეთესო მწვანე ლანდშაფტებისთვის
მაისში ფერმერები დასარგავი სეზონისთვის ემზადებიან. ჩრდილო ტაილანდისთვის ეს ყველაზე კარგი დროა ადგილობრივი რიტმის შესაგრძნობად. აღსანიშნავია მაისის ფესტივალი “ბან ბენგ ფეი”. რომელიც წარმოგვიდგენს სასიამოვნო მუსიკას და აღლუმებს.

9. რეიონგი და ჩანტჰაბური
ტაილანდის სანაპიროები მაისში ცარიელდება, თუმცა რაიონგი (Rayong) და ჩანტაბური (Chanthaburi) წყნარ სანაპირო ზოლს, კულტურას და გემრიელ საკვებს გვთავაზობენ. მაისის ბოლოს აქ ხილის ფესტივალი ტარდება და ახალ ჯანსაღ ტროპიკულ ხილს დააგემოვნებთ. მეზობელი ჩანტჰაბური ტაილანდის ყველაზე ისტორიული მიმართულებაა, რომელსაც ფრანგული, ჩინური და ვიეტნამური გავლენები აქვს.











