სანაპიროები ბანგკოკის სიახლოვეს სეზონზე საკმაოდ დატვირთულია. თუმცა, სეზონზე თუ არასეზონზე, ისინი საუკეთესო საშუალებაა გაექცეთ ტაილანდის დედაქალაქის ქაოსს. ჩვენ 7 საუკეთესო სანაპიროს წარმოგიდგენთ:
-
Bang Saen
შესაძლოა ეს საუკეთესო სანაპირო არაა, მაგრამ ბანგკოკთან ყველაზე ახლოსაა. ქალაქიდან აქამდე დაახლოებით 1 საათი დაგჭირდებათ, გააჩნია საიდან მიდიხართ. ის ადგილობრივებში უფრო პოპულარულია, ვიდრე ტურისტებში. სანაპიროსთან ბევრი რესტორანი დაგხვდებათ გემრიელი ზღვის პროდუქტების კერძებით. აქ მოსახვედრად გაყევით ავტობუსებს ან მინივენებს ეკამაის ტერმინალიდან (Ekamai Bus Terminal).
-
Koh Laan
კოჰ ლაანი პატაიას სანაპიროსთან მდებარე ერთ-ერთი ყველაზე პატარა კუნძულია. აქ პატაიადან ერთდღიანი ტურით ხშირად ჩამოდიან. კოჰ ლაანს 6 ლამაზი სანაპირო აქვს. აქ დატკბებით სიმშვიდით და პირადი სივრცით. გაყევით ბორანს.
-
Hua Hin
ჰუა ჰინი დატვირთული საკურორტო სანაპიროა, რომელიც პოპულარულია როგორც ადგილობრივებში, ასევე ტურისტებში. აქ “ეგზოტიკური სამოთხე” არ დაგხვდებათ, ის უფრო აქტიური დასვენების ადგილია, საადაც უიქენდები განსაკუთრებით დატვირთულია. ურბანული სანაპიროს კვალობაზე ჰუა ჰინი საოცრად სუფთაა. აქ გოლფის მოედანიცაა მოწყობილი. ბანგკოკიდან შეგიძლიათ გაყვეთ კომფორტულ მატარებელს და გზად ხედებით დატკბეთ.
-
Cha-am
ეს სანაპირო ბანგკოკთან უფრო ახლოსაა ვიდრე ჰუა ჰინი. ახლომდებარე საყდრებს თუ მოინახულებთ, ნუ ეწვევით მათ საცურაო კოსტიუმებში. განსხვავებული გამოცდილებისთვის წადით სანტორინის პარკში, რომელიც პატარა ბერძნულ კუნძულს მოგაგონებთ. ჩაამის სანაპიროზე მოხვდებით ავტობუსით ან ტაქსით.
-
Pranburi
ჰუა ჰინიდან 30 წუთის გზაზე ტაილანდის სანაპირო ზოლის უფრო მეტად წყნარი ადგილი მდებარეობს. სანაპიროზე წვრილი ქვიშა და განსაკუთრებული სისუფთავეა. აქ ღამის ცხოვრებისთვის არ ჩადიან, პრანბური მშვიდი სარელაქსაციო მიმართულებაა. ბანგკოკიდან მოხვდებით ავტობუსით, დაქირავებული მანქანით ან ტაქსით.
-
Koh Samet
ბანგკოკის სიახლოვეს მდებარე სანაპიროები სასიამოვნოა, თუმცა კუნძულები ბევრად სჯობნიან. მაგალითად, კოჰ სამეტი ადვილად მისასვლელი კუნძულია. ის პატარა და მთაგორიანია. აქ უიქენდები სულ დატვირთულია.
-
Koh Chang
ეს არც ისე ახლოსაა ბანგკოკთან, თუმცა მასზე მოხვედრა ცოტა დიდი ხანი გზაში ყოფნად ნამდვილად ღირს. კუნძული საკმარისად დიდია, რომ დააკმაყოფილოს ყველა ბიუჯეტის და მოთხოვნების მქონე მოგზაური. აქაური თეთრი ქვიშა ტაილანდში საუკეთესოა. Lonely Beach – ყველაზე სოციალური სანაპიროა. ტრეტამდე ავტობუსით უნდა მიხვიდეთ, იქიდან კი კუნძულზე ბორნით გადახვალთ.