სუმბაზე ინდონეზიის პოპულარული კუნძულიდან, ბალიდან საათზე ნაკლები დრო სჭირდება ფრენას. როდის უნდა ეწვიოთ მას? მშრალი სეზონებია მაისსა და ოქტომბერს შორის. ამ დროს ცა ლურჯია, მზე კაშკაშებს და ტალღები იდეალურ პირობებს ქმნიან სერფინგისთვის. იცოდეთ, რომ ეს პერიოდი პიკი სეზონია კუნძულზე.

რა დრო უნდა გაატაროთ სუმბაზე? დაგეგმეთ სულ ცოტა 3 დღე. სუმბას კუნძული ორჯერ დიდია ვიდრე ბალი. პირველ დღეს აღმოაჩენთ ადგილობრივ სანაპიროებს, შემდეგ მოინახულებთ ჩანჩქერებს და ბოლოს ტრადიციულ სოფლებს ანტიკური კულტურით.

მარტივია სუმბაზე მოძრაობა? კუნძულზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია და მოიცავს ავტობუსებსა და მინივენებს. როგორც წესი დადის ცოტა რაოდენობით და ხშირად სავსეა. უმჯობესია თუ დაჯავშნით მანქანას ან მოპედს.

რას გააკეთებთ სუმბაზე?

ეწვევით ადგილობრივ სოფელს

სუმბაზე ვიზიტი არ იქნება სრულყოფილი თუ ტრადიციულ სოფელს არ ეწვევით და კუნძულის უნიკალურ, ავთენტურ ცხოვრების სტილს არ გაეცნობით. დაიწყეთ კამპუნგ რატენგაროთი, სუმბას უძველესი დასახლებული სოფლით. აქ 300-ზე მეტი მეგალითური სამარხია, რომლებიც საუკუნეებს ითვლიან. კიდევ ერთი პოპულარული სოფელია კამპუნგ პრაიჯინგი, ტრადიციული სუბმას ქოხებით. ორივე სოფელში შეიძენთ ავთენტურ სუვენირებს.

იცურავებთ ფირუზისფერ ლაგუნაში

ვიიკურის ან ვაიკურის ლაგუნა სუმბაზე აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. შეგიძლიათ ეწვიოთ გადმოსახედ პლატფორმასაც, საიდანაც ინდოეთის ოკეანეზე იშლება ხედები. ადგილზე შეგიძლიათ მიირთვათ ახალთახალი ქოქოსის წვენი.

დალაშქრავთ ჩანჩქერებს

სუმბა სავსეა დიდი და პატარა ჩანჩქერებით, რომლებსაც ყოველთვის მოკლე დისტანციაზე აღმოაჩენთ თქვენგან. ყველაზე ცნობილია ლაპოპუ, თავისი ბამბუკის ხიდით, საიდანაც ბრწყინვალე ბუნების ხედი იშლება. მეორე ბრწყინვალე ჩანჩქერი კი არის – მატაიანგუ.

მოივლით სანაპიროებს

სუმბაზე ბევრი არაჩვეულებრივი სანაპიროა. მათ შორის ტოპ სანაპიროა პანტაი მანდორაკი, ოქროსფერი ქვიშით და მშვიდი წყლით, რომელიც იდეალურია საცურაოდ. სამხრეთ ნაწილში კი გირჩევთ პანტაი ტარიმბანგს, რომელიც კუნძულის საუკეთესო სერფინგ მიმართულებაა.