სტამბოლის საუკუნოვანი ისტორიის მქონე თანამედროვე ქუჩები თავისთავად უკვე მუზეუმს ქმნიან. მაგრამ, ამ ქალაქის ნაგებობების შიგნითაც მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები ინახება. შენმა მეგზურმა საუკეთესოები შეგირჩიათ:
1. ტოპკაპის სასახლე / Topkapı Palace
ტოპკაპი ოტომანის მმართველი სულთანების სასახლე იყო და ფერადი ფილებით, საოცარი მარმარილოს დეკორით და ორიგინალური სარკეებით გამოირჩევა. შთამბეჭდავი არქიტექტურის გარდა, აქ ბრწყინვალე კოლექციებიც დაგხვდებათ, მათ შორის იარაღები.
2. სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი / İstanbul Archaeology Museum
ისტორიის მოყვარულებისთვის, ეს სტამბოლში სანახავი საუკეთესო მუზეუმია. კომპლექსი აერთიანებს სხვადასხვა ცივილიზაციების ექსტრაორდინალურ რელიქვიებს.
3. თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი / Museum of Turkish and Islamic Arts
აქ კალიგრაფიის, კერამიკის, მანუსკრიპტების და თაღების საოცარი კოლექციაა. მე-16 საუკუნის სასახლეში მდებარე მუზეუმი მე-8/მე-19 საუკუნის არტეფაქტებს ინახავს და გვაჩვენებს თუ როგორ განვითარდა ისლამური ხელოვნება წლების მანძილზე.
4. კარის მეჩეთი / Kariye Mosque
თუ ბიზანტიური რელიგიის ხელოვნების ნიმუშები გაინტერესებთ, ამ მე-11 საუკუნის მეჩეთს უნდა ეწვიოთ. კედლები, ჭერი და თაღი მსოფლიოს საუკეთესო ბიზანტიური ერის მოზაიკებით და ფრესკებითაა მორთული.
5. პერას მუზეუმი / Pera Museum
ქაოტურ ისტიკლალ კადესის სიახლოვეს, უეცრად სიმწვანეს და სიმშვიდეს აღმოაჩენთ. პერას მუზეუმი მდიდარია მე-17/მე-20 საუკუნის მხატვრული ნიმუშებით. აქ ევროპელი და თურქი არტისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი.
6. სტამბოლი მოდერნი / İstanbul Modern
ეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თურქი ტალანტების აღმოჩენის ადგილია. აქ ხშირად ტარდება კინო ჩვენებები, შეგიძლიათ დასხდეთ კაფე-რესტორანში ან ივაჭროთ მის მაღაზიაში.
7. ტექსტილის მუზეუმი / Vehbi Koç Büyükdere Evi
ეს ორსართულია სახლი ხელნაკეთი საქმიანობის თურქულ ტრადიციებს ეძღვნება. აქ ნახავთ ხალიჩების კოლექციას, საკერავ მოწყობილობებს და სხვა.
8. ზეირეკ ჰამამის მუზეუმი / Zeyrek Çinili Hamam Museum
ეს მდიდრული აბაზანების მუზეუმი ტრადიციული ჰამამის, თურქული აბანოების რიტუალს და ტრადიციებს ეძღვნება. არ გამოგრჩეთ მიწისქვეშა ცისტერნები, რომლებსაც უფასოდ ეწვევით.
9. რაჰმის მუზეუმი / Rahmi M Koç Museum
აქ თვითმფრინავები, მატარებლები და ავტომობილები დაგხვდებათ, ყველაფერი რაც ტრანსპორტის ინდუსტრიას ეძღვნება. კოლექცია მოიცავს კლასიკურ მანქანებსაც და თურქი ლიდერების მფლობელობაში შემავალ გემებსაც ბოთლებში.
10. უმანკოების მუზეუმი / Museum of Innocence
ეს მუზეუმი ნობელიანტი მწერლის, ორფან ფამუქის ნაწარმოების სახლეს ატარებს. ეს წიგნი რომც არ გქონდეთ წაკითხული, მაინც ისიამოვნებთ აქ წარმოდგენილი ანტიკური ნივთებით.
მუზეუმების ბარათი/MuseumPass İstanbul: სტამბოლის საყოველთაო მუზეუმის ბარათი საშუალებას გვაძლევს 105 ევროდ ვეწვიოთ 13 მუზეუმს 5 დღის მანძილზე. თუმცა, თუ შეძენას დააპირებთ, აუცილებლად გაეცანით მუზეუმების სიას. მისი საშუალებით ბილეთების რიგში დგომა არ მოგიწევთ. შეიძენთ როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ.