ლატვია მრავალფეროვანი კულტურის ქვეყანაა საუკუნეების ისტორიული ტრადიციებით. სუვენირები, რომლებიც ამ მემკვიდრეობას ასახავენ, სილამაზეს და სარგებელს აერთიანებენ. წაიღეთ ლატვიის ნაწილი თან ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს და არჩევანი შეაჩერეთ ამ სუვენირებზე:
ქარვა
ლატვიაში მოგზაურობისას გაგაოცებთ ძვირფასი ქვის, ქარვის რაოდენობა. რიგაში უამრავი მაღაზია ყიდის მისგან დამზადებულ სხვადასხვა სამკაულს. შეარჩიეთ ქარვის ნივთები თქვენთვის ან საყვარელი ადამიანებისთვის. სასურველი მოდელების შესაძენად დაათვალიერეთ გარე მოვაჭრეები და მაღაზიები.
ქსოვილი
ლატვიაში ქსოვილების დიდი არჩევანია, მათ შორის ნატურალური ტილოები. შეარჩიეთ შალი ზამთრისთვის ან მსუბუქი შარფები სანაპიროსთვის. ეწვიეთ Hobbywool-ის მსგავს მაღაზიებს ქსოვილისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთებისთვის.
შავი ბალზამი
ცნობილი ლატვიური შავი მცენარეული სასმელი სამედიცინო საშუალებაცაა ნახველისთვის, სისუსტისთვის ან უბრალოდ სიფხიზლისთვის. თუმცა ორიგინალი ვერსია 45% სპირტს შეიცავს. ის აუცილებლად უნდა დააგემოვნონ ამ ქვეყნის ვიზიტორებმა. შეგიძლიათ მიირთვათ ბარ-რესტორნებში ან შეიძინოთ სასმლის მაღაზიებში და თქვენს ქვეყანაში წაიღოთ. შავი ბალზამის გარდა, ლატვიაში აწარმოებენ საკუთარ არაყს, ღვინოს და ბრენდის.
ხელთათმანები
ტრადიციული გზით მოქსოვილი ხელთათმანები ლატვიიდან წასვლისას ერთ-ერთი საუკეთესო სამახსოვრო სუვენირია. ისინი ზაფხულშიც იყიდება, მაგრამ საშობაო ბაზრობებზე განსაკუთრებით გამოსადეგარი შენაძენია.
ტრადიციული სამკაული
ლატვიაში სამკაული საინტერესო სუვენირადაა ქცეული. წარმოდგენილი ფორმები არქეოლოგიურ ნანგრევებში ნაპოვნი სამკაულის ადაპტაციაა თანამედროვე მოდაში და ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი მეტალებისგან ამზადებენ. ეწვიეთ Baltu Rotas-ს, წმ პეტრეს ეკლესიასთან, სადაც ვერცხლის, ოქროს და ბრინჯაოს სამკაულის დიდი არჩევანი დაგხვდებათ, ისტორიულ ლატვიურ მოტივებზე.
ტყავის ნივთები
ლატვიაში ტყავზე მუშაობა ძალიან უყვართ. მისი საშუალებით ამზადებენ წიგნებს, სამაჯურებს, პასპორტის ჩასადებებს, საფულეებს, ხელჩანთებს და სხვა ნივთებს იმ ვიზიტორებისთვის, რომლებსაც სურთ თან წაიღონ სუვენირი, რომელსაც დიდხანს გამოიყენებენ.
საკვები პროდუქტები
ლატვიის ადგილობრივი საკვები პროდუქცია ძირითადად მოიცავს შავ პურს, სახლში მომზადებულ ყველს, თაფლს, შოკოლადს და ტკბილეულს. ლატვიური ჩაი ბრწყინვალე საჩუქარია: გზაში არ ფუჭდება და ბიუჯეტურია.
კერამიკა და ფაიფური
ლატვიელი თიხის არტისტები ელეგანტურ ნივთებს ქმნიან: ლარნაკებს, ჭურჭელს, ფიგურებს და ეს ნივთები ნებისმიერ ოთახს დაამშვენებენ. ლუდის ჭიქა, ყავის ჭიქების ნაკრები, უცნაური ფორმის ჯამი, ტრადიციული ორნამენტებით მორთული ლარნაკი – აქ მრავალფეროვან კერამიკის და ფაიფურის ნივთებს აღმოაჩენთ. ამ მასალებით მზადდება რიგას ცნობილი ღირსშესანიშნაობების მინიატურული ვერსიებიც.