ლისაბონის ჩრდილოეთით მდებარე პორტო დინამიური ქალაქია ხელოვნების, ფეხბურთის და ღვინის მოყვარულებისთვის. მისი 7 ბრწყინვალე მუზეუმი სწორედ ამ სამ მიმართულებას ეხება.
Museu Nacional Soares dos Reis: საუკეთესო მუზეუმი პორტუგალიური ხელოვნებისთვის
ეს პორტოს ერთ-ერთი საუცხოო ნეოკლასიკური შენობაა. მე-19 საუკუნის სასახლეში მდებარეობს პორტუგალიის უძველესი საჯარო მუზეუმი პორტოს საუკეთესო ხელოვნების კოლექციებით. გარდა აღსანიშნავი არქიტექტურისა, დატკბებით ულამაზესი სკულტპურებით და ნამუშევრებით.
World of Wine: საუკეთესო ღვინის მოყვარულებისთვის
აქ შეისწავლით არამხოლოდ პორტუგალიის ღვინის წარმოებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორაა მასთან დაკავშირებული სხვა ინდუსტრიები. ამ მუზეუმში მდებარეობს 10 რესტორანი და კაფე-ბარი ორიენტირებული სხვადასხვა მენიუზე.
Casa do Infante: საუკეთესო პორტოს ისტორიის გასაცნობად
ამ კედლებს რომ საუბარი შეეძლოთ, მოყვებოდნენ თუ რამდენი რამ გადაიტანეს 14 საუკუნის მანძილზე. გაიგებთ პორტუგალიურ აღმოჩენებზე, საზღვაო ისტორიაზე და პორტუგალიის კოლონიზაციაზე. არ გამოგრჩეთ რომაული მოზაიკის იატაკი.
Museu de Arte Contemporânea de Serralves: საუკეთესო ავანგარდული ხელოვნებისთვის
201 ნომერი ავტობუსით სერალვეს პარკში 30 წუთში მოხვდებით. აქ ფრანგული ბაღები და სერალვეს ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს, პორტუგალიის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე მუზეუმი. გამოფენები რეგულარულად იცვლება.
World of Discoveries: საუკეთესო ბავშვებისთვის
ეს საოცარი მუზეუმი მე-15/მე-16 საუკუნეებში გადაგანაცვლებთ, იმ დროში როცა პორტუგალიელი მკვლევარები აღმოჩენების გასაკეთებლად დაცურავდნენ. იმოგზაურებთ იმ ადგილებში, რეებიც აღმოაჩინეს: ჩრდ. აფრიკაში, ბრაზილიაში, მაკაუსა თუ ინდოეთში.
Museu do Carro Eléctrico: საუკეთესო ტრანსპორტის მოყვარულებისთვის
პორტოს ეს მუზეუმი წარმოგვიდგენს ათობით ტიპის ტრამვაის, მათ შორის მე-19 საუკუნის მოდელს. მუზეუმამდე თუ ტრამვაის პირველი ხაზით მიხვალთ, მდინარის პირას, ლამაზ გზას გაივლით.
FC Porto Museum: საუკეთესო სპორტის გულშემატკივრებისთვის
პორტოს სპორტული მუზეუმი პორტუგალიის საყვარელ საფეხბურთო გუნდებს წარმოგვიდგენს. აქ სპეციალური გამოფენები და ინტერაქციული ეკრანებია, რომლებიც სხვადასხვა ამბავს გვიყვებიან.