კოპენჰაგენში ბევრი მრავალფეროვანი შესაძლებლობაა, რომ აღმოაჩინოთ და დააგემოვნოთ – øl (ლუდის დანიური სახელწოდება). მიკრო ლუდსახარშებიდან დანიურ კლასიკურ ბრენდებამდე, ამ სკანდინავიის ქალაქში მოიპოვება ლუდი, რომელიც ყველა ამ სასმლის მოყვარულს შეუყვარდება.

BRUS

მისამართი: Guldbergsgade 29

კოპენჰაგენის ძველ ქარხანაში მდებარე ეს ბარი არაჩვეულებრივ კერძებს, ლუდს და გართობას გვთავაზობს. მიკრო წარმოების ლუდებზე ფოკუსირებული ბარი 13 სხვადასხვა გემოს აერთიანებს და სასიამოვნო აღმოჩენაა ლუდის ენთუზიასტებისთვის. თვეში ერთხელ სპეციალური დასაგემოვნებელი ტურებიც ეწყობა. ბარ-რესტორანი ღიაა ყოველდღე და შეგიძლიათ სასმელი წასაღებადაც შეიძნოთ მათ მაღაზიაში.

Carlsberg Brewery

მისამართი: Ny Carlsberg Vej 100

დანიის უდიდესი ლუდსახარში კარლსბერგი ლუდს 1845 წლიდან აწარმოებს. კლასიკური კარლსბერგის გარდა აქ ტრადიციულ პილსნერს და სხვა უამრავ ბრენდსაც დააგემოვნებთ. დაგემოვნების ტურები ყოველდღე იმართება.

Tuborg

მისამართი: Dessaus Blvd. 4

1880 წელს გახსნილი ტუბორგი კოპენჰაგენის უძველესი ლუდსახარშია. კარლსბერგთან დამყარებული თანამშრომლობის შემდეგ, 1970 წლიდან, ისინი მსოფლიოში ლუდის გამორჩეული ექსპორტიორები არიან. თუ ქალაქში ნოემბრის პირველ პარასკევს მოხვდებით, გაგიმართლათ! ამ დროს აქ ტუბორგის საშობაო ლუდის ფესტივალი იმართება. თუ ლუდის მანქანა შეგხვდებათ, უფასო ლუდსაც გამოკრავთ ხელს.

Nørrebro Bryghus

მისამართი: Ryesgade 3

ნორებროს უბნის გულში მდებარე ეს თანამედროვე ლუდსახარში საკუთარ უნიკალურ ლუდს აწარმოებს, ინსპირირებულს ბელგიიდან, გერმანიიდან და აშშ-დან სკანდინავიური აქცენტით. მათ რესტორანში ტრადიციული დანიური სამზარეულო დაგხვდებათ.

Mikkeller & Friends

მისამართი: Stefansgade 35, KLD

ეს ლუდსახარში კი კოლაბორაციების მეშვეობით შექმნილ ლუდებს წარმოგვიდგენს. კომპანიას კრაფტ ლუდების უზარმაზარი ბარი აქვს. აქ საფირმო არაყსაც დააგემოვნებთ. თუ კოპენჰაგენში მაისში მოხვდებით, დაესწარით მიკელერის ლუდის დღესასწაულს, სადაც უამრავი სახეობის ლუდს გასინჯავთ.

Ølsnedkeren

მისამართი: Griffenfeldsgade 52

ეს ბარი იდეალური გაჩერებაა ულამაზესი კოპენჰაგენის დათვალიერების გრძელი დღის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, ეს ლუდსახარში საინტერესო გემოებს გვთავაზობს. ეკლექტური ინტერიერი და მისაღები ფასებიც აღსანიშნავია.

WarPigs Brewpub

მისამართი: Flæsketorvet 25-37

თუ ამერიკული ჩამოსასხმელი ლუდი გიყვართ, ამ ბარს მიაკითხეთ. აქ ტეხასური სტილის ბარბექიუს და ამერიკულ და დანიურ ლუდს მიირთმევთ. ვესტებროს გულში მდებარე ბარი 22 ორიგინალი სახეობის ლუდს გვთავაზობს.