შვეიცარიაში ბავშვებისთვის სათავგადასავლო მოგზაურობის მოწყობა საინტერესო გამოცდილება იქნება. ჯერ მხოლოდ ციურიხის და ჟენევას აეროპორტში ჩასვლისას მიხვდებით თუ რატომაა ეს ქვეყანა ბავშვებისთვის განკუთვნილი, რადგანაც იქ სათამაშო სივრცეები დაგხვდებათ.
შვეიცარიის რომელი ნაწილია საუკეთესო ბავშვებისთვის? გარე და სათავგადასავლო აქტივობებისთვის განიხილეთ ვალე ან გრაუბუნდენი. ზაფხულშიც და ზამთარში აქ სამთო აქტივობებით დაკავდებით: თბილ სეზონზე ლაშქრობით, კაიაკით თუ ველოსიპედით, ხოლო ცივ სეზონზე სრიალით. ჟენევის ტბის რეგიონი იდეალურია თინეიჯერებისთვის. აქ ნახავთ ჩაპლინის სამყაროს და ოლიმპიურ მუზეუმს.
ეწვიეთ შოკოლადის ქარხანას
შოკოლადის ქარხანაში ტურით გაიგებთ თუ როგორ მზადდება მსოფლიოს უგემრიელესი შოკოლადი და თავადაც მორთავთ საკუთარ შოკოლადს. მოინახულეთ ციურიხის შოკოლადის სახლი ( Zurich’s Lindt Home of Chocolate), შოკოლარიუმი (Chocolarium) და ბროკის სახლი (St Gallen and Broc’s Maison Cailler). ასევე, მონტროდან გაყევით შოკოლადის მატარებელს.

წადით სასრიალოდ საოჯახო კურორტებზე
შვეიცარიაში ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობა მის მთებში ზამთრის სპორტით დაკავებაა. გირჩევთ კურორტებს: დავოსი, ინტერლაკენი და გრინდევალდი, სადაც 3-8 წლის ბავშვები დამოუკიდებლადაც დგანან ტობოგანზე.

იცურავეთ ველურ ბუნებაში
ბერნსა და ბაზელს შორის თუ შვეიცარიულ ალპებში, ზაფხულში ბევრი სუფთა, ზურმუხტისფერი ტბაა, სადაც შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად იცუროთ და დაკავდეთ წყლის სპორტით.

მიიღეთ ადრენალინი ზიპლაინზე
გადაუფრინეთ გრინდელვალდს ზიპლაინით. პოპულარულია ბანჯი ჯამფინგიც მის ხეობებში. ადრენალინის მოყვარულ ბავშვებს ეს აქტივობა განსაკუთრებით მოეწონებათ. ევროპის უმაღლესი მატარებლის სადგური: Jungfraujoch (ზღვის დონიდან 3454 მეტრზე და მატერჰორნის მყინვარი ულამაზესი პანორამებით დაგაჯილდოვებთ.

გაყევით ტალღას
იცოდით რომ შვეიცარიაშიც შეგიძლიათ სერფინგით დაკავება? ალაია სიონში და ოანა ლუცერნში ხელოვნურ ტალღებს გვთავაზობს. მაისიდან აგვისტომდე შეუერთდებით მდინარის სერფერებსაც რეუსზე.

რჩევები ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას: იაიღეთ შვეიცარიული წლიური სამგზავრო ბარათი 50% ფასდაკლებებით (Swiss Half Fare Card) ან 3-15 დღიანი ბარათი (Swiss Pass) სპეციალურად მშობლებისთვის.










