მაგიური მონუმენტებით და გემრიელი კერძებით ცნობილი იტალიის დედაქალაქი ოჯახებისთვის იდეალური სამოგზაურო ადგილია. ამასთან, იტალიელებს ბავშვები ძალიან უყვართ.

როდისაა საუკეთესო დრო რომში ბავშვებთან ერთად სამოგზაუროდ?

რომში მოგზაურობა ბავშვებისთვისაც ისეთივე სახალისოა, როგორც ზრდასრულებისთვის, მაგრამ გაითვალისწინეთ კლიმატი და ტურისტული სეზონები. ბავშვები მოარიდეთ ძალიან ცხელ და გადატვირთულ პერიოდებს. მაგალითად, ივლისს და აგვისტოს, როცა ტემპერატირა 30 გრადუსს აღწევს და ყველგან რიგებია. ეწვიეთ უფრო მშვიდ და იაფ სეზონებზე, გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

რითი მოიხიბლებიან ბავშვები რომში ვიზიტისას?

ოჯახური გამოცდილებები აქ მუზეუმებისა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების გარშემო ერთიანდება, მაგრამ ლეგენდები გლადიატორებსა და გმირებზე, ნანგრევებს ფანტასტიკურ სათამაშო სივრცედ აქცევს. აღსანიშნავია ტექნოლოგიური განვითარებაც: ბევრ ძეგლს გააჩნია აპლიკაცია, ინტერაქციული ვიზუალი და VR მხარდაჭერა, რათა ისტორიამ აქ სიცოცხლე შეიძინოს. ღირსშესანიშნაობების მიღმა აქ აღმოაჩენთ პარკებს და მიწისქვეშა საგანძურს, ასევე გემრიელ საკვებს, რაც მოიცავს ჟელატოს და პიცას, რაც ბავშვებს ძალიან უყვართ. რესტორნებში მოითხოვეთ ბავშვის პორცია.

საუკეთესო ადგილები ბავშვებისთვის

რომის ისტორიულ გულში, ცენტრო სტორიკოზე ბევრი ტოპ ღირსშესანიშნაობაა, ასევე, უამრავი ჟელატოს მაღაზია და თან წასაღები პიცა. მაგრამ, რომის სხვა უბნების დათვალიერებაც ღირს. რომში მოძრაობა ავტობუსით, ტრამვაით და მეტროთი ძალიან მარტივია და 10 წლამდე ბავშვები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდაც მგზავრობენ. Villa Borghese-ის გარშემო არსებული არეალი ოჯახებისთვის ტოპ ლოკაციაა, აქ ქალაქის ზოოპარკი, პატარა ტბა და ბევრი საპიკნიკე სივრცე მდებარეობს. ვატიკანში ადით სან პეტრეს გუმბათზე, საიდანაც ხედით პატარებიც დატკბებიან. ვია აპია ანტიკა კი კატაკომბების აღმოსაჩენად მშვენიერი ადგილია.

ტოპ 5 ადგილი რომში ბავშვებთან ერთად

ვილა ბორგესის მწვანე სივრცეები

ნეოკლასიკური ვილის (Villa Borghese Pinciana) გარშემო არაჩვეულებრივი პარკი მდებარეობს ღია მოედნებით და მინიატურული მატარებლით. შესაძლებელია ველოსიპედის ქირაობაც. რომის ზოოპარკი, ბიოპარკოც აქვეა.

რომის საბავშვო მუზეუმი

რომის ბავშვებისთვის მიძღვნილი მუზეუმი (Museo dei Bambini di Roma) 12 წლამდე ბავშვებისთვისაა. აქ ფერადი, ინტერაქციული გამოფენებია სახალისო თემატიკაზე. ასევე, უფასო სათამაშო პარკი.

კოლიზეუმის ანტიკური დიდება

კოლიზეუმი ბავშვებთან ერთად აუცილებლად შიგნიდან უნდა მოინახულოთ. იხილავთ გალიებს, სადაც ლომები იყვნენ შეფარებულნი, მიწისქვეშა გვირაბებს და საინტერესო ატმოსფეროს. შეიძინეთ ბილეთები ონლაინ, რათა ადგილზე რიგებს აცდეთ. ეწვიეთ ან დილით ადრე ან შუადღის შემდეგ. ამოყავით საათნახევარი მის დასათვალიერებლად.

სიმართლის ტესტი ბოკა დელა ვერიტაში

ლეგენდის თანახმად, თუ ამ მონუმენტის წინ ტყუილს იტყვით, ის ეცდება თითები მოგაჭამოთ. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არაა, მაგრამ ბავშვებს უყვართ მისი გამოცდა.

ვესპას ტური

რომში კომპანია ვესპას გასეირნების სერვისი აქვს. ისინი საშუალებას გაძლევენ მოთავსდეთ მისაბმელებში და მძღოლები ქალაქს მოგატარებენ.