ზღვა და კუნძულები

საუკეთესო აქტივობები ფეთჰიეში: თურქეთის ფირუზისფერ სანაპიროზე

ფეთჰიე (Fethiye) თურქეთის ფირუზისფერი სანაპიროა, რომელიც ამ ქვეყანაში მოგზაურობისას არ უნდა გამოტოვოთ. ჩვენ მისი აუცილებლად მონახულებისთვის მიზეზებს გაგიმხელთ.

  • პეპლის ხეობის გადმოსახედზე ასვლა

ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ხედი, რაც შეიძლება ცხოვრებაში იხილოთ, Butterfly Valley Viewpoint-დან მოსჩანს. თვითონ პეპლის ხეობას როგორც წესი ნავით ნახუხლობენ და მის თეთრ სანაპიროს სტუმრობენ. თუმცა, შეგიძლიათ ახვიდეთ გადმოსახედზე და ამ ბუნების სილამაზით ზევიდანაც დატკბეთ. ქალაქ ოლუდენიზიდან იქამდე 15 წუთის სამანქანო გზაა.

  • პარაპლანით ხტომა 1960 მეტრიდან

ფეთჰიეში ბევრი სწორედაც რომ ფრენისთვის ჩადის. აქ ბევრი კომპანია გვთავაზობს პარაპლანით ხტომის გამოცდილებას. შესაბამისი ინსტრუქციების მიღების შემდეგ, ბაბადაგის მთაზე აგიყვანენ და ინსტრუქტორთან ერთად პეპლის ხევს და კურორტს ზევიდან გადმოხედავთ.

  • ფეთჰიეს ძველი ქალაქის დათვალიერება

ფეთჰიეს ძველი ქალაქი მშვენიერი სივრცეა სანაპიროებს მიღმა ურბანული არეალიც რომ დაათვალიეროთ. აქ შოპინგის საშუალებაც გექნებათ ქოლგების ქუჩაზე და თევზის ბაზრობაზე. ამიტომაც, გემრიელადაც ისადილებთ.

  • შოპინგი და სანაპიროზე დასვენება ოლუდენიზში

Oludeniz – 20 წუთის სავალ გზაზეა ფეთჰიედან. აქ არაჩვეულებრივი ბულვარი, ფართო სანაპირო გასარუჯად და იაფი ბრენდ მაღაზიებია.

  • საკლიკენტის ხეობის ხილვა

Saklikent Gorge 300 მ. სიმაღლის და 18 კმ სიგრძის კანიონია, მსოფლიოში ყველაზე ღრმა. მისი სახელწოდება ნიშნავს დამალულ ქალაქს. არაა საჭირო გაიაროთ სრული 18 კილომეტრი, მოკლე გასეირნებაც დაგანახებთ მის ღირსშესანიშნაობებს. წყალი საოცრად სუფთაა, რადგანაც აქ მთებიდან დამდნარი სითხე ჩამოედინება.

  • ლისიანის ქვის სამარხებით აღფრთოვანება

Lycian Rock Tombs – ქვაში გამოთლილი სამარხებია, რომლებსაც ფეთჰიეს ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან მოკრავთ თვალს. აქ მოხვედრა მარტივია, უბრალოდ წადით რესტორნისკენ: Kings Garden და მის წინ შესასვლელს დაინახავთ. აიარეთ 200 კიბის საფეხური და დააკვირდით სამარხებს ახლოდან. შესვლის ღირებულებაა 1.50 $.

სად უნდა მიირთვათ ფეთჰიეში?

  • Nazilli Pide Salonu
  • Sundial Restaurant
  • Jade Terrace
  • თევზის ბაზრობა

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

თურქეთითურქეთი
თურქეთი17 აპრ 2026

ტაო კლარჯეთი და კაბადოკია: დაუვიწყარი ტური

ტური ტაო-კლარჯეთსა და კაბადოკიაში: ერუშეთის უღელტეხილი, ბანას კათედრალი, გორემი, დერინქუიუ და ურგუპი. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

ავსტრალიაავსტრალია
ავსტრალია7 აპრ 2026

10 მიმართულება ბორნით დაუვიწყარი ხედებისთვის

10 ბორანი საუკეთესო ხედებით: ჰონგ კონგის სტარ ფერი, სან ფრანცისკო, სიდნეი, ნიუ-იორკი, ბოსფორი სტამბოლში, ზადარი, აუკლენდი და პორტოფინო.

თურქეთითურქეთი
თურქეთი19 დეკ 2025

სტამბოლი

ბოსფორი ევროპასა და აზიას შორის, მეჩეთები მზის ჩასვლისას, ძველი ქუჩები, ბაზრები და ჩაი პატარა ჭიქებში: სტამბოლის განწყობა ერთ ჩანაწერში.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე