რა ვნახოთ

საუკეთესო აქტივობები კეიპტაუნში

კეიპტაუნს გარე აქტივობების მრავალფეროვნების კუთხით საამაყო რეპუტაცია აქვს. ბოლო წლებში აქ მაღალ დონეზე ავიდა გასტრონომიაც. ჩვენ სამხრეთ აფრიკაში წაგიძღვებით:

ხედი მთიდან: Table Mountain

“მთა ზღვაში” ასე უწოდებენ მთას, რომელიც კეიპტაუნში მდებარეობს და ოკეანეს გადმოჰყურებს. აქ საბაგიროთი ან სალაშქრო ბილიკით მოხვდებით. რიგში რომ არ მოგიწიოთ დგომა, შეიძინეთ ბილეთი ონლაინ. საბაგირო ძლიერი ქარის შემთხვევაში იკეტება, მაგრამ ბილეთი მოქმედია 7 დღის მანძილზე.

დააგემოვნეთ კეიპთაუნის ღვინო

კეიპტაუნის კლიმატი იდეალურია ყურძნის მოსაყვანად. ამიტომაც, აქ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ღვინის ინდუსტრიაა.

შეუერთდით ხალხს წყლისპირას

V&A Waterfront – წარმოგიდგენთ მაღაზიებს, ბარ-რესტორნებს, კინოს და მუზეუმებს. ნავსადგურის არეალი ბონდის ფილმის ატმოსფეროს ქმნის. აქ ნავები და ხალხი სასიამოვნო გარემოს ქმნიან. ისარგებლეთ საფეხმავლო ხიდით, ვიქტორიასა და ალფრედის აუზებს შორის.

კეიპის ნახევარკუნძული

Cape Peninsula – მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი სანაპირო ზოლია. აქ ნახავთ შუქურას, ლაგუნებს, თეთრ სანაპიროს და კაფეებს.

კეიპის ბუნების ნაკრძალი

დედაქალაქიდან 1 საათის გზაზე მდებარე ეს ბუნების ნაკრძალი (Cape Point) ბუნების მორიგ თვალწარმტაც მრავალფეროვნებას აღმოგაჩენინებთ.

გაისეირნეთ ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

Kirstenbosch National Botanical Garden – მსოფლიოს ერთ-ერთი უნიკალური ბოტანიკური ბაღია, იუნესკოს მიერ დაცული ტერიტორია. აქ ტყეების ბიომრავალფეროვნებაა წარმოდგენილი.

სანაპიროები

აქ ყველა ტიპის სანაპიროა მოწყობილი, მათ შორის მდებარეობს ნუდისტური სანაპიროც. Boulders Beach-ზე შეგიძლიათ იცურაოთ აფრიკულ პინგვინებთან ერთად.

ქალაქი

ვუდსტოკი და ობსერვატორია საუკეთესო უბნებია კრეატიული და ფერადი ატმოსფეროს შესაგრძნობად. აქ ნახავთ დიზაინერების მაღაზიებს და ვინტაჟურ აუთლეტებს.

ღამის ცხოვრება

თუ ცეკვა და დალევა გსურთ, გაატარეთ საღამო ბრის ქუჩაზე. აქ კეიპტაუნის საუკეთესო ბარ-რესტორნები დაგხვდებათ. ყოველი თვის პირველ ხუთშაბათს აქ გალერეები და მაღაზიები გვიანობამდეა ღია.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

მსოფლიომსოფლიო
მსოფლიო19 მაი 2026

7 საუკეთესო მიმართულება მსოფლიოში ბრწყინვალე ლუდისთვის

ლუდის მოყვარულთათვის: პრაღა, საპორო, ტალინი, ფრანკონია, ბელგრადი, კეიპთაუნი და კუალა ლამპური. 7 ქალაქი საუკეთესო ლუდსახარშებითა და ბარებით.

აფრიკააფრიკა
აფრიკა13 იან 2026

სად უნდა წახვიდეთ თუ აფრიკაში საფარის მონახულებას პირველად გეგმავთ

ბოცვანა, კენია, ნამიბია, ტანზანია და სამხრეთ აფრიკა: სად წავიდეთ პირველ აფრიკულ საფარიზე, რომელი პარკები ავირჩიოთ და რა სეზონში.

სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკა25 ივნ 2025

რა უნდა იცოდეთ კეიპტაუნში მოგზაურობამდე

რამდენი დღე დაგჭირდებათ, უბერი აეროპორტიდან, ცვალებადი ამინდი, ჩაის ფული, მაიმუნები და ლაშქრობა მაგიდის მთაზე: რჩევები კეიპტაუნისთვის.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე