კეიპტაუნს გარე აქტივობების მრავალფეროვნების კუთხით საამაყო რეპუტაცია აქვს. ბოლო წლებში აქ მაღალ დონეზე ავიდა გასტრონომიაც. ჩვენ სამხრეთ აფრიკაში წაგიძღვებით:

ხედი მთიდან: Table Mountain

“მთა ზღვაში” ასე უწოდებენ მთას, რომელიც კეიპტაუნში მდებარეობს და ოკეანეს გადმოჰყურებს. აქ საბაგიროთი ან სალაშქრო ბილიკით მოხვდებით. რიგში რომ არ მოგიწიოთ დგომა, შეიძინეთ ბილეთი ონლაინ. საბაგირო ძლიერი ქარის შემთხვევაში იკეტება, მაგრამ ბილეთი მოქმედია 7 დღის მანძილზე.

დააგემოვნეთ კეიპთაუნის ღვინო

კეიპტაუნის კლიმატი იდეალურია ყურძნის მოსაყვანად. ამიტომაც, აქ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ღვინის ინდუსტრიაა.

შეუერთდით ხალხს წყლისპირას

V&A Waterfront – წარმოგიდგენთ მაღაზიებს, ბარ-რესტორნებს, კინოს და მუზეუმებს. ნავსადგურის არეალი ბონდის ფილმის ატმოსფეროს ქმნის. აქ ნავები და ხალხი სასიამოვნო გარემოს ქმნიან. ისარგებლეთ საფეხმავლო ხიდით, ვიქტორიასა და ალფრედის აუზებს შორის.

კეიპის ნახევარკუნძული

Cape Peninsula – მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი სანაპირო ზოლია. აქ ნახავთ შუქურას, ლაგუნებს, თეთრ სანაპიროს და კაფეებს.

კეიპის ბუნების ნაკრძალი

დედაქალაქიდან 1 საათის გზაზე მდებარე ეს ბუნების ნაკრძალი (Cape Point) ბუნების მორიგ თვალწარმტაც მრავალფეროვნებას აღმოგაჩენინებთ.

გაისეირნეთ ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

Kirstenbosch National Botanical Garden – მსოფლიოს ერთ-ერთი უნიკალური ბოტანიკური ბაღია, იუნესკოს მიერ დაცული ტერიტორია. აქ ტყეების ბიომრავალფეროვნებაა წარმოდგენილი.

სანაპიროები

აქ ყველა ტიპის სანაპიროა მოწყობილი, მათ შორის მდებარეობს ნუდისტური სანაპიროც. Boulders Beach-ზე შეგიძლიათ იცურაოთ აფრიკულ პინგვინებთან ერთად.

ქალაქი

ვუდსტოკი და ობსერვატორია საუკეთესო უბნებია კრეატიული და ფერადი ატმოსფეროს შესაგრძნობად. აქ ნახავთ დიზაინერების მაღაზიებს და ვინტაჟურ აუთლეტებს.

ღამის ცხოვრება

თუ ცეკვა და დალევა გსურთ, გაატარეთ საღამო ბრის ქუჩაზე. აქ კეიპტაუნის საუკეთესო ბარ-რესტორნები დაგხვდებათ. ყოველი თვის პირველ ხუთშაბათს აქ გალერეები და მაღაზიები გვიანობამდეა ღია.