ჰურგადა ეგვიპტის უძველესი და ყველაზე ცნობილი კურორტია. მისმა ფერადმა წყალქვეშა სამყარომ და ზღვის ცხოველთა მრავალფეროვნებამ მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. ის მშვენიერი გადაწყვეტილებაა, როცა ზამთარში მზიან ქვეყანაში, ზღვაზე გსურთ დასვენება.
გამოსცადეთ ჰურგადას სანაპირო ცხოვრება
ჰურგადაში საკურორტო სასტუმროები მთელ სანაპირო ზოლზეა ჩამწკრივებული. საუკეთესო სანაპიროები ქალაქის სამხრეთ ნაწილში, სიგალაში მდებარეობს. არეალები სახელწოდებით: Sahl Hasheesh და Makadi Bay თეთრი ქვიშის სანაპიროებით და საუკეთესო სასტუმროებით გამოირჩევიან.
გაყევით ნავს გიფტუნის კუნძულებამდე
ჰურგადაში ნავით ყველაზე პოპულარული საექსკურსიო მიმართულებაა გიფტუნის კუნძულები. აქაური რიფები და წითელი ზღვის ლამაზი ლანდშაფტები თვალისმომჭრელად ლამაზია. სეზონზე აქ დღეში ათობით ნავი ერთდროულად დადის.
წაყევით კვადროციკლების ტურებს უდაბნოში
ჰურგადაში მორიგი პოპულარული აქტივობაა ჯიპების, კვადროების თუ მოტოციკლების ქირაობა ან გიდი მძღოლების გაყოლა ადგილობრივ უდაბნოში.
დაივინგი გოთა აბუ რამადაში
Gota Abu Ramada – დაივინგის ლოკაციაა მრავალფეროვანი ზღვის ცხოვრებით და ფერადი რიფებით. თუ დაივინგის სწავლა გსურთ, ჰურგადა ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოკაციაა.
მიირთვით ჰურგადას ბულვარში
ჰურგადა მარინა სიგალას ცენტრალური უბნის თანამედროვე დანამატია. მისი გახსნიდან მოყოლებული ის ქალაქის მთავარი სავახშმო მიმართულება გახდა. ესტუმრეთ მას მზის ჩასვლისას და დატკბით ხედებითა და მრავალფეროვანი კერძებით.
გადადით ელ გუნაში
ელ გუნა საკურორტო ქალაქია, ჰურგადადან 27 კილომეტრში და შეგიძლიათ ერთდღიანი ვიზიტის მიზნით ეწვიოთ. ის ცნობილია წყლის სპორტის მრავალფეროვნებით და სკუბა დაივინგით.
შეუერთდით ტურებს “ვახშამი ბედუინებთან”
თუ მსგავსი გამოცდილება ყოველთვის გხიბლავდათ, ჰურგადაში აუცილებლად უნდა გამოსცადოთ. დააგემოვნებთ ეგვიპტურ კერძებს, ივლით აქლემებით, დასხდებით უდაბნოში ხალიჩაზე და აშ.
ჩასხედით წყალქვეშა ნავში
Sindbad Submarine – საშუალებას გაძლევთ წითელი ზღვის წყალქვეშა სამყარო დაათვალიეროთ, ისე რომ არ დასველდეთ. ის წყალში 22 მეტრზე ჩაგიყვანთ. ტურის ხანგრძლივობაა 1 სთ
გაისეირნეთ აქლემებით
1 ან 2 საათიანი ტურებით, შეგიძლიათ გაყვეთ აქლემებს უდაბნოსკენ და კიდევ უფრო შეიგრძნოთ აფრიკული ავთენტური კულტურა.
მოინახულეთ ჰურგადას აკვარიუმი
თუ დაივინგისგან თავს იკავებთ, მაშინ თევზები აკვარიუმში მოინახულეთ. აქ წითელი ზღვის წყალქვეშა სამყარო მთელი დიდებულებითაა წარმოდგენილი.