ესპანეთის სამხრეთში მდებარე ანდალუსია ესპანეთის ოქროს ხანის რელიქვიებს ინახავს. კრისტოფერ კოლუმბმა თავისი მოგზაურობა სწორედ ქალაქ ჰუელვას სიახლოვეს მდებარე სოფლიდან დაიწყო. დღეს ჰუელვა საყვარელი ქალაქია მშვიდი სანაპიროებით და მდიდარი ისტორიით. თუ ანდალუსიაში მოგზაურობთ, განსაკუთრებით სევილიაში, ჰუელვას რამდენიმე დღე აუცილებლად უნდა დაუთმოთ.
1. გამოიკვლიეთ ჰუელვას მუზეუმი
ქალაქის გულში მდებარე მუზეუმი ვიზიტორებს ანდალუსიური ისტორიის შესწავლას ჰპირდება ანტიკური დროიდან თანამედროვეობამდე. არქეოლოგიური საგანძურების მიღმა აქ ნახავთ ესპანური ხელოვნების ნიმუშებს და დროებით გამოფენებს. მუზეუმში შესვლა უფასოა, მაგრამ ის დაკეტილია ორშაბათობით.
2. გამოსცადეთ ქალაქის გულისცემა პლაზა დე ლას მონიაში
Plaza de las Monjas – ეს მოედანი თანამედროვე და ტრადიციული არქიტექტურის მქონე შენობებითაა გარშემორტყმული. აქ სარელაქსაციო ატმოსფერო იქმნება, რადგანაც ადამიანები შადრევანთან და კაფე-ბარებში ისვენებენ. აქ ხშირად ტარდება ფესტივალები და ღონისძიებები.
3. შეისწავლეთ კოლუმბის ისტორია სამონასტრო კომპლექსში
Santuario De Nuestra Señora de la Cinta – ეს კომპლექსი ცენტრიდან 3 კილომეტრში მდებარეობს და კოლუმბის მოგზაურობის შესახებ გვიყვება. ეს ეკლესია პილიგრიმული ლოკაცია იყო, განსაკუთრებით მეზღვაურებისთვის. იქ მისასვლელად გაყევით 6 ნომერ ავტობუსს ჰუელვადან.
4. მიირთვით ჩოკოსი ჰუელვაში
chocos პოპულარული ანდალუსიური თევზის კერძია, რომელსაც ბარებსა და რესტორნებში მიირთმევთ.
5. მეტი ისტორია კოლუმბზე პალოს დე ლა ფრონტერაში
Palos de la Frontera – პატარა ქალაქია, საიდანაც კოლუმბი დაიძრა. დაათვალიერეთ ის ადგილები, სადაც დიდი მოგზაური და მისი მეზღვაურები დადიოდნენ და გემზე მუშაობდნენ.
6. იხილეთ კოლუმბის მონუმენტი
Columbus at Punta del Sebo – სანაოსნო აღმოჩენების საპატივცემულო მონუმენტი ამერიკელ სკულპტორს ეკუთვნის. ის ჰუელვას ცენტრიდან 5 კილომეტრში მდებარეობს და მასთან მხოლოდ ადგილობრივი ავტობუსით მოხვდებით. ულამაზესია მზის ჩასვლისას.
7. დაისვენეთ კოსტა დე ლა ლუზის სანაპიროებზე
გაატარეთ დრო ჰუელვას საოცნებო სანაპიროებზე, სადაც ძირითადად ადგილობრივები დადიან. საუკეთესო მათგანებია: Playa de la Gaviota და Playa Central.
8. დატკბით ბუნებით დონანას ეროვნულ პარკში
Doñana National Park – ჰუელვადან 1 საათის გზაზე მდებარეობს და ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეროვნული პარკია, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. გაყევით ვიზიტორთა ბილიკს და აღმოაჩინეთ ველური ბუნება. მოინახულებთ ფლამინგოებსაც.