ლაიფციგსა და პოსტდამს შორის გერმანიის კიდევ ერთი მშვენიერი ქალაქი – ვიტენბერგი მდებარეობს, პროტესტანული რეფორმაციის ლიდერის, მარტინ ლუთერის დაბადების ადგილი. რელიგიური პილიგრიმების და ისტორიის ენთუზიასტებისთვის აქ მოგზაურობა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. ვიტენბერგი დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ.
ლუთერჰაუსის მუზეუმი
Lutherhaus Museum: თავდაპირველად აშენდა როგორც მონასტერი და ლუთერის ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენდა შუა საუკუნეებში. დღეს, იუნესკოს ეს დაცული ძეგლი მუზეუმია, რომელიც პროტესტანტიზმის რეფორმაციას ეძღვნება. აქ ინახება ლუთერანული ბიბლიაც, დათარიღებული 1534 წლით.

მელანშტონის სახლი
Melanchthon House: კიდევ ერთი ჰუმანისტი და რეფორმები, რომელიც ცხოვრობდა ვიტენბერგში და მარტინ ლუთერის კარგი მეგობარი იყო, ფილიპ მელანშტონია. მისი ყოფილი სახლი მუზეუმად იქცა, რომელიც ისტორიულ არტეფაქტებს აერთიანებს.

სასახლის ეკლესია
Castle Church ვიტენბერგში აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია მისი არქიტექტურული და ისტორიული მნიშვნელობის გამო. მარტინ ლუთერმა თავისი 95 თეზისი სწორედ ამ ეკლესიაზე გამოაკრა 1517 წელს. მართალია კარების ორიგინალი ვერსია განადგურებულია, მაგრამ სიტყვები ახალ კარებზე მაინცაა დატანილი. აქ არიან დასაფლავებულები ლუთერი და მელანშტონი.

Hundertwasserschule
ეს არის სკოლა, რომელიც არტისტმა ჰანდერვასერმა დააპროექტა. მან შენობა ხელოვნების ნიმუშად აქცია. ხელოვნების და არქიტექტურის მოყვარულები მოიხიბლებიან ცოცხალი ფერებით და საინტერესო ფორმებით. ხელმისაწვდომია გიდის ტურები.

წმ. მარიამის ეკლესია
სასახლის ეკლესია ვიტენბერგის ერთადერთი ღირსშესანიშნავი ტაძარი არაა. წმ მარიამის ეკლესიაში დაიწერა ჯვარი მატინ ლუთერმა. მისი ორი ულამაზესი გუმბათი ქალაქის ცენტრზე დომინირებს.

კრანახის სახლი
Cranach House – აქ ცნობილმა მწერალმა ლუკას კრანახმა თავისი ცხოვრების 45 წელი გაატარა. ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ რეზიდენცია და მისი არაჩვეულებრივი ეზო.

დესაუ-ვორლიცის სამეფო ბაღი
გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბაღი (Garden Kingdom of Dessau-Wörlitz) ვიტენბერგიდან ნახევარი საათის გზაზეა და იუნეკოს დაცულ ტერიტორიადაა აღიარებული. აქ ულამაზესი ტბები, ყვავილები და სასახლეა. მე-18 საუკუნეში, როცა ის გაშენდა, პირველი ინგლისური სტილის პარკი იყო მთელი ევროპის კონტინენტზე. აქ ერთ დღეს სასიამოვნოდ გაიყვანთ.

ბრაუჰაუს ვიტენბერგი
თუ ლუდის და გერმანული საჭმელის მოყვარული ხართ, ეს ლუდსახარში თქვენთვისაა. Brauhaus Wittenberg საყვარელი ადგილია ტრადიციული გერმანული კერძების მისართმევად ადგილზე დამზადებულ-ჩამოსხმულ ლუდთან ერთად.
პანორამა – Luther 1517
მარტინ ლუთერის რევოლუციური აქტის 500 წლის იუბილის აღსანიშნავად, არტისტმა იადეგარ ასისიმ 360 გრადუსიანი პანორამა ინსტალაცია შექმნა, რომელიც რეფორმატორის ცხოვრების სცენებს მოიცავს. ვიზიტორებს შეუძლიათ ავიდნენ გადმოსახედ პლატფორმაზე და უზარმაზარ ხელოვნების ნიმუშს გადმოხედონ.

მთავარი მოედანი ლუთერშტადტი
Lutherstadt – ვიტენბერგის მთავარი ცენტრია, საყვარელი ადგილი ადგილობრივებისთვისაც. აქ შეიძენთ ფერმერების პროდუქციას, ისაუბრებთ ყავაზე და მიირთმევთ რამე გემრიელს. დააკვირდით ულამაზეს შადრევანს და მერიის გოთიკურ ფასადს.











