რა ვნახოთ

საუკეთესო აქტივობები და სანახაობები საფრანგეთის ქალაქ რენეში

ბრიტანიის დედაქალაქი, ულამაზესი რენე ჩრდილოეთ საფრანგეთის კულტურის შესაცნობად მშვენიერი ადგილია. მისი ისტორია რომაული ერიდან მოდის და აქ ბევრი საინტერესო მონუმენტი, მუზეუმი, ლამაზი პარკი და ამაღელვებელი ეკლესიაა. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს და სანახაობებს გირჩევთ.

პარკი – Parc du Thabor

რენეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ამ პარკის დიზაინი მე-19 საუკუნეში შეიქმნა ყოფილი ბენედიქტის სააბატოს ადგილზე. ის აერთიანებს ფრანგულ ბაღს, ინგლისურ ბაღს, ვარდების ბაღს, ბოტანიკურ ბაღს, სათბურს, შადრევნებს… ამ იდილიურ სიმშვიდეში სასიამოვნოდ ისეირნებთ ცენტრის ქაოსის და ხმაურის მიღმა.

ციხესიმაგრე და კოშკი – Duchesne Tower

მესამე საუკუნის რენეს ციხესიმაგრის კედლებში, შუა საუკუნეებით დათარიღებული კოშკი მდებარეობს. ყოფილი საარტილერიო ცენტრის გვერდით მდებარე ეს კოშკი ერთ დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქალაქის დაცვაში.

ბრიტანიის პარლამენტი

ანტიკური რეჟიმის საკულტო სიმბოლო – ბრიტანიის პარლამენტი 1554 წელს დაარსდა და სასამართლო ფუნქციას ასრულებდა. ამ არაჩვეულებრივ შენობაში პარლამენტი 1655 წელს გადმოვიდა და თავის ფუნქციას 1790 წლის ფრანგულ რევოლუციამდე ასრულებდა. დღეს აქ რენეს სააპელაციო სასამართლოა, სადაც ტურები გიდების თანხლებით ეწყობა.

მოედანი – La Place des Lices

რენეს ცენტრიდან ჩრდილოეთით მდებარე ეს ცოცხალი მოედანი სავსეა ბრეტონის არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშებით. ყოველ შაბათ დილას აქ დიდი ბაზრობები ეწყობა. დაარსებიდან დღემდე ის საფრანგეთის რიგით მეორე უდიდესი ბაზრობაა, სადაც ასობით მეწარმე მთელი რეგიონიდან ჩამოდის. აქ დააგემოვნებთ ცნობილ სიდრას, მარილიან კარაქს, რეინეტის ვაშლებს და აშ.

ეკლესია – Cathédrale St-Pierre

ნეოკლასიკური არქიტექტურის ეს შესანიშნავი ნიმუში მე-19 საუკუნეში ააგეს, მაგრამ ამ ადგილის ისტორია მე-6 საუკუნიდან იწყება. წმ. პიერის კათედრალი ნამდვილად ღირს მონახულებად. მისი გასაოცარი ექსტერიერი ისეთივე გასაოცარ ინტერიერს მალავს, განსაკუთრებით მოგხიბლავთ ჭერის დეკორი.

ცენტრი – Les Champs Libres

რენეს გულში მდებარე ეს ცენტრი თანამედროვე არქიტექტურის მშვენიერი ნიმუშია. ეს კულტურის ჰაბი აერთიანებს ცენტრალურ ბიბლიოთეკას, ბრიტანიის მუზეუმს და სამეცნიერო ცენტრს, მათ შორის პლანეტარიუმს. წლის განმავლობაში აქ დროებითი გამოფენები ხშირად იმართება.

ეს უნიკალური ადგილია ფოტოგრაფიის და ხელოვნების მოყვარულთათვის. მის სივრცეებში საშუალება ეძლევათ გამოფინონ საკუთარი ნამუშევრები როგორც პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ასევე მოყვარულებს.

სახვითი ხელოვნების მუზეუმი – Musée des Beaux-Arts

ფრანგული რევოლუციის დროს დაარსებული მუზეუმი მდიდარი ისტორიით გამოირჩევა. აქ ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები დაგხვდებათ. დაიწყებული ანტიკური ეგვიპტის ნიმუშებიდან დამთავრებული თანამედროვე ხელოვნების კოლექციებით. აქ იხილავთ ლეონდარდო და ვინჩის და რემბრანტის ჩანხატებსაც.

ტაძარი – L’Eglise Notre Dame en Saint-Melaine

მშვიდი ტაბორის პარკის მიმდებარედ მდებარე ეს ეკლესია რენესთვის კულტურულად მნიშვნელოვანი ძეგლია. შენობა არქიტექტურულად ძალიან საინტერესო კონსტრუქციაა, რადგანაც წარმოადგენს რომაული, გოთკური და ნეოკლასიკური სტილის შერწყმას. ინტერიერი არანაკლებ შთამბეჭდავია თავისი მე-15 საუკუნის ქრისტეს ნათლობის ფრესკით.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი16 ოქტ 2026

რა ადგილები უნდა მოვინახულოთ საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე

ისტორიული ნავსადგურებით, მშვიდი კუნძულებით, სერფინგის ნაპირებით და საოცარი ზღვის პროდუქტებით გამორჩეული ფრანგული ატლანტიკის სანაპირო ნამდვილად საინტერესო მოგზაურობას…

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი16 აგვ 2026

7 საუკეთესო ადგილი ცენტრალურ საფრანგეთში

ბურჟი, ობინი-სიურ-ნერი, ობუსონი, მულენი და ბურკ-ან-ბრესი: 7 ქალაქი ცენტრალურ საფრანგეთში გოთიკით, გობელენებით და ისტორიით.

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი6 ივლ 2026

ტოპ აქტივობები ლანგედოკ-რუსილონში, საფრანგეთში

რა გავაკეთოთ ლანგედოკ-რუსილონში: კარკასონე, სეტეს ყურეები, მონსეგიურის ციხესიმაგრე, სევენის ორთქლმავალი მატარებელი და ბამბუკების ბაღი.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე