არლს ანტიკური ისტორია აქვს, აქ ერთ დროს გლადიატორების ბრძოლები იმართებოდა. ღია ცის ქვეშ არსებული ამფითეატრი დღესაც აგრძელებს მსხვილი ღონისძიებების მასპინძლობას. არლი ცნობილია ხელოვნების ისტორიასთან კავშირითაც. აქ ბევრი შთამბეჭდავი ხელოვნების მუზეუმია. არ აქვს მნიშვნელობა არლს უიქენდზე ეწვევით თუ დიდხანს გაჩერდებით, ჩვენ საფრანგეთის ამ ულამაზესი ქალაქის შეგრძნებისთვის საუკეთესო აქტივობებს გთავაზობთ.
1. ეწვიეთ ვინსენტ ვან გოგის ფონდს და მუზეუმს
არლში ჩასვლისას ეს აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია, როგორც ხელოვნების ნიმუშების, ასევე არქიტექტურის გამო. აქ მუდმივი კოლექციები არაა განთავსებული და წლის მანძილზე ორჯერ იცვლება. თუმცა, თემატიკა ყოველთვის ვან გოგთანაა კავშირში და იმპრესიონისტი მხატვრის მინიმუმ 1 შედევრს წარმოგვიდგენს. ღიაა 10-დან 6 საათამდე.

2. უმზირეთ ვარსკვლავებიან ღამეს მდინარე რონის გადასახედზე
არლში შეგიძლიათ ეწვიოთ ადგილებს, რომლებიც ვან გოგის ცნობილ ნამუშევრებზეა გამოსახული. ასეთია მაგალითად 1888 წლის “ვარსკვლავებიანი ღამე მდინარე რონიზე”, რომელიც პარიზის ორსეს მუზეუმშია გამოფენილი. მხატვარმა ის სწორედ აქ, მდინარე რონის ნაპირებზე დახატა.

3. შეაფასეთ რომაული ეპოქის არლის არენა
რომაული აღორძინების ხანაში, ყველა მნიშვნელოვან ქალაქს თავისი ამფითეატრი ჰქონდა, სადაც გლადიატორები ვიზიტორებს ართობდნენ. დღევანდელ დღემდე ცოტა მათგანი შემოგვრჩა, მათ შორისაა არლის კოლიზეუმი (Les Arènes d’Arles). ის 136 მ სიგრძის და 21 მ სიმაღლისაა და 20 ათასზე მეტ მაყურებელს იტევდა.

4. დაესწარით კონცერტს ანტიკურ თეატრში
კოლიზეუმთან ახლოს, ანტიკური თეატრი მდებარეობს, რომელიც რომაელმა იმპერატორმა, ავგუსტუსმა ჩვ.წ-მდე პირველ საუკუნეშ ააგო. დღეს ის არლის ერთ-ერთი მთავარი ადგილია ღონისძიებებისთვის და კონცერტებისთვის. ანტიკური რომაული თაღები მაგიურ ატმოსფეროს ქმნიან.

5. მოინახულეთ სან-ტროფიმის ტაძარი
ეს რომაული სტილის ტაძარი (St-Trophime), რომელიც მე-5 საუკუნეში ბაზილიკად აშენდა, ტაძრის სახე მე-12/მე-15 საუკუნეებში მიიღო და რომაული სტილის არქიტექტურის შედევრადაა აღიარებული.

6. გაატარეთ შუადღე ლუმაში
2021 წელს არლი ახალ თანამედროვე ხელოვნების ცენტრს შეეგება. LUMA – ინოვაციური ძეგლია, სადაც ხელოვნების სტუდიოებს და გამოფენებს აღმოაჩენთ. ის ღიაა ყოველდღე დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე, სამშაბათის გარდა. გაყევით ენვიას ავტობუსის პირველ ხაზს მატარებლის სადგურიდან.

7. გაიგეთ ადგილობრივი ისტორია არლის ანტიკურ მუზეუმში
არლის ანტიკური მუზეუმი ადრეულ ქრისტიანულ არტეფაქტებს წარმოგვიდგენს, მათ შორის მოზაიკას. აქ თვალსაჩინოა არლის კომერციული და საზღვაო მნიშვნელობის კვალი ანტიკურ სამყაროზე. 2025 წლის აპრილი/ნოემბრის პერიოდში მუზეუმი დაკეტილი იქნება.

8. იხილეთ დიდი თანამედროვე არტისტები რეატუს მუზეუმში
ეს 150 წლის ხელოვნების მუზეუმი (Musée Réattu) მე-15 საუკუნის შენობაში მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ გარედან ძველებური ჩანს, შიგნით თანამედროვე არტისტების ნამუშევრებს მასპინძლობს. აქ ასევე ნახავთ პიკასოს სკეტჩებს.

9. გაიგეთ რეგიონის კულტურული ისტორია არლატენის მუზეუმში
არლის ეთნოგრაფიული მუზეუმი (Museon Arlaten) 1889 წელს დაარსდა და რეგიონის კულტურას წარმოგვიდგენს. მისი გამოკვლევა მულტიმედიური აპლიკაციით შეგიძლიათ, რომელიც ნამუშევრების და არტეფაქტების საიდუმლოებებს გაგაცნობთ. ყოველი თვის პირველ კვირა დღეს მუზეუმი უფასოა.

10. მიირთვით ყავა “ვან გოგის ნახატში” ფორუმის მოედანზე
არლის სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური ცხოვრება მის ფორუმზე ტრიალებდა. მოედანი (Place du Forum) დღესაც სიცოცხლითაა სავსე. აქ იპოვნით იმ ცნობილ ყვითელ კაფეს, რომელიც ვან გოგმა დახატა.

11. მოინახულეთ ფლამინგოები კამარგეში
არლის ცენტრს თუ გაცდებით, ქალაქიდან 40 კილომეტრში ულამაზესი ბუნება (Camargue) დაგხვდებათ, სადაც მშვენიერ ფლამინგოებს მოკრავთ თვალს.

12. ერთდღიანი ტური სოფელში
არლთან ერთი ულამაზესი, კლდოვანი სოფელი მდებარეობს ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით და ანტიკური სახლებით. ეს – Les Baux-de-Provence-ია. ეს დრამატული დასახლება მეათე საუკუნით თარიღდება. არლიდან აქ 35 წუთში აღმოჩნდებით. შეგიძლიათ გაყვეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.











