თუ ქორწინება შემოდგომით გქონდათ და თაფლობისთვე ზამთარში გიწევთ, ნუ დაელოდებით ზაფხულს, რადგანაც ამ სეზონზეც შეძლებთ მოიწყოთ ზაფხულიც და დაუვიწყარი თავგადასავლებიც.

ომანი

საუკეთესოა ისტორიული ძეგლების აღმოსაჩენად. ზამთარი ომანში ვიზიტისთვის შესაფერისი დროა, რადგანაც ტემპერატურა ამ დროს 20 გრადუსს უტოლდება და ფირუზისფერ წყალშ ბანაობა ისევ შესაძლებელია. სანაპიროებზე დასვენების გარდა, მოინახულებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს, მათ შორის ბაჰლას ციხესიმაგრეს და მისტიკურ ნანგრევებს.

ფერნანდო დე ნორონჰა, ბრაზილია

ეს ადგილი ბუნების მოყვარულებისთვისაა. იუნესკოს სიაში შესული არქიპელაგი: ფერნანდო დე ნორონჰა ბრაზილიის საუკეთესო სანაპიროებს, სერფინგის და დაივინგის შესაძლებლობასგვთავაზობს. პოპულარული ადგილია ზღვის კუების და დელფინების სანახავადაც. შეგიძლიათ დაკავდეთ სნორკელინგით და მოინახულოთ წყალქვეშა გამოქვაბულები. თებერვალში თუ ესტუმრებით, შეგიძლიათ რიოს კარნავალსაც მოკრათ თვალი.

დომინიკა

თუ კარიბის ზღვაში გსურთ დასვენება, აირჩიეთ დომინიკის რესპუბლიკა. ეს კუნძული ულამაზეს ბუნებას წარმოგვიდგენს და იდეალურია წყვილების განმარტოებისთვის. შეგიძლიათ დალაშქროთ პიტონის ეროვნული პარკი და დაათვალიეროთ ჯუნგლები, ჩანჩქერები, ქაფქაფა ტბა და ცხელი წყაროები.

ტანზანია

ტანზანია საუკეთესოა ველური საფარისთვის. აქ შეგიძიათ დატკბეთ როგორც სანაპიროებით, ასევე ბუნებით და საფარის ცხოველებით. სერენგეტის ეროვნულ პარკში ჟირაფები, ჰიპოპოტამები და 500-ზე მეტი სახეობის ჩიტი ბინადრობს. მოინახულეთ კილიმანჯარო და დაისვენეთ ზანზიბარის სანაპიროებზე.

კამბოჯა

სამხრეთ აზია ყველაზე ბიუჯეტურ თაფლობისთვის მიმართულებად ითვლება. ერთ-ერთი საუკეთესოა კამბოჯა. მოინახულეთ ანგკორის ანტიკური საყდრები, კუნძულები და მოიწყვეთ დეტოქსი ინტერნეტისგან.

საო ტომე და პრინციპი

პოპულარული მაურიტიუსის და სეიშელების ნაცვლად, აირჩიეთ ნაკლებად ცნობილი საო ტომე და პრინციპი. ის აფრიკის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს და ცნობილია პორტუგალიური კოლონიალური არქიტექტურით, მიტოვებული სანაპიროებით, დრამატული მწვერვალებით და სალაშქრო ბილიკებით.

მალდივები

მალდივებს მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროების ადგილს უწოდებენ, რომანტიკული მოგზაურობის შესაძლებლობას, ამიტომაც ის ხშირად ასოცირდება თაფლობისთვესთან. აქ დეკემბრის თვეში შეგიძლიათ წამოწვეთ თეთრ ქვიშაზე, დაკავდეთ სნორკელინგით მწვანე ლაგუნებში და იცურაოთ პალმებს შორის. ამ დროს წვიმის შანსი ძალიან დაბალია.

დუბაი

დუბაი შექმნილია იმისთვის, რომ ვიზიტორები განსაკუთრებული შთაბეჭდილების ქვეშ მოაქციოს. უზარმაზარი სავაჭრო ცენტრებით, გასაოცარი წყლის პარკებით და რბილი ქვიშით ცნობილი მომავლის ქალაქი წყვილებს განსხვავებულ დასვენებას პირდება, როგორც სარელაქსაციოს, ასევე ფიზიკურად აქტიურს. ამინდის კუთხით, დეკემბერი საუკეთესო თვეა დუბაიში ჩასასვლელად.