აფრიკაში ბევრი ლამაზი მიმართულებაა, ჯერ კიდევ აღმოსაჩენი. ეს არის კონტინენტი უამრავი საოცარი ადგილით, სადაც დაუვიწყარ არდადეგებს მოიწყობთ. აფრიკა მალავს ფარულ მარგალიტებსაც, ქვიშიანი ნაპირებით, ტროპიკული ამინდით და სუნთქვაშემკვრელი ხედებით. ცენტრალური აფრიკის დასავლეთ სანაპირო ზოლთან ორი პატარა კუნძული მდებარეობს: საო ტომე და პრინციპი. პრინციპი არის კუნძული ფოტოგენური სანაპიროებით და ხშირი ჯუნგლებით და ის იდეალური ადგილია სხვადასხვა აქტივობებისთვის, მათ შორის სნორკელინგისა და ჩიტებზე დაკვირვებისთვის. კუნძულის პრაია ბანანას სანაპიროზე გადაღებულია ცნობილი “ბაკარდის” რეკლამა.

საო ტომე და პრინციპი განსაკუთრებით სამოთხეა მათთვის, ვისაც დასვენება დეკემბრიდან მარტამდე პერიოდში სურს, რათა სიცივეს გაექცეს. ეს ტროპიკული სამოთხე თავგადასავლების, კულტურის და რელაქსაციის უნიკალური მიქსია. საო ტომე უფრო დიდი კუნძულია მრავალფეროვანი კულტურით, კოლონიალური ისტორიით და ხმაურით. პრინციპი კი უფრო მშვიდ გასაქცევს გვთავაზობს. არ აქვს მნიშვნელობა სა ტომეს ცოცხალი ბაზრობების და ვულკანური ლანდშაფტების გამოკვლევა გსურთ, თუ პრინციპის ხელშეუხებელი სილამაზის, ორივე კუნძული ყველა ტიპის მოგზაურს ასიამოვნებს.

ზამთრის სეზონზე საო ტომესა და პრინციპის კუნძულებზე მზიანი ცა, თბილი ტემპერატურა და უამრავი შესაძლებლობაა, რათა კუნძულის ბუნებით დატკბეთ. დალაშქრეთ ტყეები, მიმართეთ სნორკელინგს კრისტალივით სუფთა წყალში, დააკვირდით ველურ ბუნებას. აქ ყველაფერი მუდამ მწვანეა. მშვიდი წყლები კი იდეალურია კაიკისა და წყლის აქტივობებისთვის. აქ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და ლამაზი ნაპირებია. თუ ბუნება გიყვართ, ეწვიეთ ობოს ეროვნულ პარკს, რომელიც მდიდარია ბიომრავალფეროვნებით. აქ 700-ზე მეტი მცენარის სახეობაა. საო ტომესა და პრინციპზე იხილავთ წყლის კუებსაც.

ყველაფერთან ერთად, აქ გასტრონომიაც განვითარებულია. კუნძულზე აფრიკული, პორტუგალიური და კრეოლური გავლენები ერწყმის ერთმანეთს. ადგილობრივი კერძებიდან ცნობილია კალულუ, რომელიც თევზით მზადდება და აუცილებლად დასაგემოვნებელია შოკოლადი, რომელსაც ადგილობრივი კაკაოსგან ამზადებენ.

ამ კუნძულების მონახულება წარმოუდგენელი ფანტაზიური ოცნებაა, ახდენილი რეალობაში. დაგეგემეთ მოგზაყრობა ტროპიკულ სამოთხეში შენს მეგზურთან ერთად.