ნეაპოლში გემრიელად ჭამა ძალიან უყვართ. სამხრეთ იტალიის ამ ქალაქში პიცა მარგარიტას ისევე გემრიელად მიირთმევენ, როგორც ამას ჯულია რობერტსი აკეთებს ფილმში “ჭამე, ილოცე, შეიყვარე”. ხმაურიანი ნეაპოლი სეზონურ ბოსტნეულს, ზღვის პროდუქტებს, მოცარელას და სხვა ინგრედიენტებს ქუჩის კვების დახლებზე ფართოდ გვთავაზობს. აქ იტალიური სამზარეულოს საკუთარი წესები აქვთ. ჩვენ რამდენიმე გამორჩეულ ადგილს გირჩევთ:
1. Concettina Ai Tre Santi
ამ პიცერიაში ოლივების ოჯახი პიცის ცომს 70 წელზე მეტია აცხობს. მაგრამ, ახალგაზრდა კირო ოლივამ მისი ოჯახის ბიზნესი განსაკუთრებით პოპულარული გახადა. დღეს La Sanità გურმანების ჰაბია. დააგემოვნეთ პიცა ადგილობრივ ლუდთან ან ღვინოსთან ერთად და განიცადეთ ნეაპოლიტანური სამოთხე დედამიწაზე.
2. Tandem
აქ ექსტრაორდინალურად მდიდრულ რაგუ ნაპოლეტანოს ყოველდღე დააგემოვნებთ: ხორცს ტომატის სოუსში. ქალაქის ტრადიციის მიხედვით, მიღებულია, რომ ის მხოლოდ კვირა დღეს მიირთვან. ტანდემის საავტორო სოუსი პასტაზე განსაკუთრებით მადისაღმძვრელია.
3. Antica Pizza Fritta di Zia Esterina Sorbillo
გემრიელი ლანჩის ეს ადგილი უნიკალურ პიცებს გვთავაზობს ცივ ლუდთან ერთად. მისი მფლობელი ჯინო სორბილო დეიდის მიერ გადმოცემულ რეცეპტს იყენებს და აცხობს პიცებს იდეალურს ბახუსისთვის: ფუმფულას, მსუბუქს და რიკოტას ან პროვოლას ყველით.
4. Cibi Cotti “Nonna Anna”
თუ იტალიელი ბებია არ გყავთ, ამ ლეგენდარულ ადგილას აუცილებლად წარმოიდგენთ, რომ სადილს იტალიელი ბებო გიმზადებთ. აქ ლანჩს გარშემო არსებული სამსახურებიდან გამოსული თანამშრომლებიც მიირთმევენ. რეცეპტები ნეაპოლიტანელ თბილ და კეთილ ბებოს, ანნა პაპალარდოს ეკუთვნის, რომელიც აქ წლები მუშაობდა იქამდე, სანამ 2017 წელს არ გარდაიცვალა. მისი შვილები და ძმისშვილები ტრადიციას აგრძელებენ.
5. 50 Kalò
ამ კაფეში არსებული 25 პიცის სახეობა განსაკუთრებული მეთოდებითაა დამზადებული. ინგრედიენტები ორგანული და ნატურალურია, ინტერიერი კი მომხიბვლელი და კომფორტული სადილისთვის ან ვახშმისთვის მისაკითხად.
6. Pizzeria Gino Sorbillo
ნეაპოლის ისტორიულ ცენტრში სეინობისას, ამ ლეგენდარულ პიცერიას აუცილებლად უნდა მიაკითხოთ. მას “იდეალურ ნეაპოლიტანურ პიცასაც” კი უწოდებენ. დიდმა რიგმა მის დაგემოვნებაზე უარი არ გათქმევინოთ.
7. Osteria della Mattonella
ესპანურ უბანში სიენობისას შეიარეთ მამა ანტუანეტასთან, მასიმოსთან და ფატიმასთან. აქ ვინტაჟური ფოტოები, მუსიკალური ინსტრუმენტები, უძველესი კალეიდოსკოპი და სახლური ატმოსფერო დაგხვდებათ. მენიუ მოიცავს სუპებს, პასტას, ზღვის პროდუქტების სალათას და აშ.
8. Palazzo Petrucci
ნეაპოლიტანური სამზარეულო ამ რესტორნის შეფის, ლინო სკარალოს სისხლშია. მისი წყლისპირა თანამედროვე რესტორანი მერჯელინადან 10 წუთის ფეხით სავალზეა და რომანტიკულ ატმოსფეროს და ხედებს გთავაზობთ.
9. Friggitoria Vomero
ეს ნეაპოლის ერთ-ერთი ცნობილი ქუჩის კვების ობიექტია, სადაც ყველაფერი უგემრიელესია: სპაგეტი, პიცა, კარტოფილის კერძები თუ ტკბილეული.
10. Mimì alla Ferrovia
თუ ძველებურ ნეაპოლში გსურთ ჩაიძიროთ, ამ ელეგანტურ ადგილს მიაკითხეთ, სადაც დეკორაციები და დეტალები ბევრ რამეს ამბობენ. 1944 წლის შემდეგ, აქაური ტრადიციული ნეაპოლიტანური მენიუ და გემოები საერთოდ არ შეცვლილა.