დანიის დედაქალაქი ერთ-ერთი გამორჩეული ევროპული ქალაქია. აქ ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია თუ რას წაიღებთ. ნოემბერი და დეკემბერი იდეალურია ქალაქის მუზეუმების და კულტურული ღირსშესანიშნაობების გამოსაკვლევად. ამ დროს სასტუმროების ფასებიც ეცემა. მაისიდან სექტემბრამდე პერიოდი კი საუკეთესოა მზიანი დღეებისთვის და კოქტეილებისთვის. მაგრამ, რომელი სეზონიც არ უნდა გადაწყვიტოთ კოპენჰაგენში ვიზიტისთვის, იქიდან დაბრუნებისას მისი კიდევ ერთხელ მონახულების სურვილი აუცილებლად გექნებათ.

შენი მეგზური: 

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი

ზამთარი კოპენჰაგენში: ციმციმა ქუჩები

ზამთარში მოკლე დღეები და ცივი ტემპერატურაა, რასაც დანიელები განათებებით ანეიტრალებენ. კოპენჰაგენს საშობაო ატმოსფერო ძალიან უხდება. დეკორაციები დედაქალაქს სულ სხვა ხიბლს სძენს. ტივოლის ბაღები მაგიურ ზამთრის ჯადოსნურ სამყაროდ იქცევა, 60-ზე მეტი დახლით. აღმოაჩენთ სანტას სახლსა და მის ირმებს. იანვარში, კოპენჰაგენის სინათლის ფესტივალი წარმოგვიდგენს უნიკალურ ნეონის სკულპტურებს, რომლებიც ქალაქს ანათებენ. დაასვენეთ დაღლილი კუნთები ქალაქის სპა დაწესებულებში, ისარგებლეთ თერმული აბანოებით და მიიღეთ სკანდინავიური გამაჯანსაღებელი გამოცდილება.

გაზაფხული კოპენჰაგენში: პიკნიკების სეზონი

გაზაფხულს მოაქვს უფრო გრძელი დღეები და მეტი დრო ქალაქის ბუნების და ღია სივრცეების გამოსაკვლევად. მარტი ჯერ კიდევ გრილია, მაგრამ მაისში ტემპერატურა საგრძნობლად იწევს და ნავსადგურსა და პარკებს მცხუნვარე მზე ადგება. შეიძინეთ გემრიელი ცომეული და ნამცხვრები კოპენჰაგენის საცხობებში და გაისეირნეთ დანიის დედაქალაქის რეკრეაციულ ზონებში, სადაც ყვავილები ხარობს. ერთ-ერთი საუკეთესოა მეფის ბაღი, რომელიც დანიის უძველესი სამეფო ბაღია როზენბორგის ციხესიმაგრესთან. საცხობებიდან კი გირჩევთ: Apotek 57 ან Andersen & Maillard. შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულის მიწურული კოპენჰაგენში ვიზიტის საუკეთესო დროა. ამ დროს ადგილობრივებიც ტკბებიან მზით და გემრიელი სასმლით პარკებში და ბანაობენ საჯარო ღია აუზებში.

ზაფხული კოპენჰაგენში: ხალხმრავლობა

ზაფხული კიდევ უფრო კარგი სეზონია მათთვის, ვისაც ვიტამინი “D”-ს და კულტურის კომბინაციის მიღება სურს. ივლისი კოპენჰაგენში ყველაზე მზიანი თვეა მთელი წლის მანძილზე. ამ დროს გარე კაფე-ბარები სიცოცხლითაა სავსე და წყლისპირა სანაპიროებზე ადგილობრივები და ტურისტები რუჯს იღებენ. ამ დროს ტარდება აქ მუსიკალური ფესტივალებიც.

შემოდგომა კოპენჰაგენში

შემოდგომაც მშვენიერი სეზონია ამ ულამაზესი ქალაქის გამოსაკვლევად. მანტოებითა და კაშნეებით შემოსილი დანიელები მშვიდად ზიან კოპენჰაგენის კაფეებში და დადიან ველოსიპედებით. მუზეუმები მსოფლიო გამოფენებს მასპინძლობენ და ამავდროულად ზაფხულის ხალხმრავლობა ქრება. შემოდგომა იდეალური სეზონია ფეხით სასეირნოდ. ასევე, კარგი პერიოდია საშოპინგოდ.