ანტვერპენის ქვაფენილიანი ქუჩები, მოდის მაღაზიები და ცოცხალი კაფეები სასიამოვნო უიქენდის გატარებას გპირდებათ. ქალაქს სიცოცხლეს და დინამიკას სძენს პორტი და თანამედროვე ურბანული სივრცე. არ აქვს მნიშვნელობა აქ ხელოვნებისთვის ხართ, საჭმლისთვის თუ უბრალოდ ატმოსფეროში ჩასაძირად, ბელგიის ეს ქალაქი კვირის ბოლოს მშვენივრად გაგატარებინებთ. შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ხუთშაბათს და წახვიდეთ კვირას. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტიდან ანტვერპენის ცენტრალურ სადგურამდე, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს სადგურადაა აღიარებული, მატარებლები სამ გაჩერებაში მიდიან.
ხუთშაბათი
ხუთშაბათს შეგიძლიათ ეწვიოთ ევროპის უძველეს ზოოპარკს და მსოფლიოს უდიდესი ბელგიური შოკოლადის მუზეუმს. ეს ანტვერპენის “ბრილიანტის უბანია”.

პარასკევი
დილა: მიირთვით საუზმე კაფე მანდიში (Caffe Mundi). ის ანტვერპენის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. 5 წუთის სავალ გზაზე მოინახულეთ ღვთისმშობლის კათედრალი (Onze-Lieve-Vrouwekathedraal), უდიდესი გოთიკური სტრუქტურა ვიტრაჟებით და ცნობილი ხელოვნების ნიმუშებით, მათ შორის რუბენსის მხატვრობით.

შუადღე: ლანჩის შემდეგ ჩადით მიწისქვეშეთში (The Ruien). ის ანტვერპენის უნიკალური ადგილია არხებით, ხიდებით და მუზეუმით. შემდეგ გაეშურეთ Het Eilandje-სკენ, რომელიც ძველი პორტის უბანია, ქალაქის ტრენდული არეალი. აქ ყოფილი ქარხნები რესტორნებად, მუზეუმებად და კრეატიულ სივრცეებადაა ქცეული. აქ ნახავთ ანტვერპენის უდიდეს მუზეუმებსაც.

საღამო: გირჩევთ რამდენიმე ბარს ვახშმისა და ღამის გართობისთვის: Antwerpse Brouw Compagnie; Fiskesur, Het Eilandje და Licht Der Dokken.

შაბათი
დილა: დაიწყეთ დღე ბაზრობით: Theaterplein. ყოველ შაბათს დილის 8 საათზე აქ 120 დახლზე ნახავთ თურქულ, მაროკოულ და ხმელთაშუაზღვიურ სამზარეულს, ასევე ბელგიურ პროდუქტებსაც. აქ ქალაქის 4 მთავარი თეატრი მდებარეობს, მათ შორის ბურლა.

შუადღე: დაისვენეთ ბოტანიკურ ბაღებში ლეოპოლდშტრაატზრ (Leopoldstraat), რომელიც ბუნების სამოთხეა. ის 200 წლის წინ გააშენეს. შემდეგ შეგიძლიათ მოინახულოთ MoMu, ქალაქის მოდის მუზეუმი. აქ საერთაშორისო მოდის ბრენდების მაღაზიებსაც იხილავთ.

საღამო: საღამოთი ზუიდის ცოცხალ უბანში გაისეირნეთ. ის სავსეა არტისტული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. აქ ნახავთ სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმს, ფოტომუზეუმებს და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებს.

საღამო: Kronenburgstraat – მშვენიერი ადგილია ვახშმისთვის. ამავე ზუიდის უბანში მდებარეობს კოქტეილის ბარები.

კვირა
დილა: დაიწყეთ მოგზაურობის ბოლო დილა ზურენბორგის დათვალიერებით. ეს უბანი ქალაქის განვითარებას აირეკლავს მე-19 საუკუნიდან დღამდე. მოინახულეთ ამ უბნის მთავარი მოედანი – Dageraadplaats, აქვე შეძლებთ საუზმის მირთმევას.











