ვიეტნამი ბევრი მოგზაურის საოცნებო მიმართულებაა. აქ გატარებული დრო თქვენთვის მაგიური და დასამახსოვრებელი იქნება. მოინახულებთ განსაკუთრებულ ლანდშაფტს და მიირთმევთ უგემრიელეს კერძებს. ჩვენ აქ სამი დღის გეგმას შემოგთავაზებთ.

დღე 1: ჰანოი

დილა: დაიწყეთ ჰანოის მონახულებით. პირველი გაჩერება უნდა იყოს საკულტო მატარებლის ქუჩა, წვრილი ხეივანი რესტორნებით, სადაც დღის მანძილზე მატარებელი რამდენჯერმე გამოივლის.

შუადღე: შემდეგ მოინახულეთ ჰაო ლოს ციხე, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. მას ფრანგები და ვიეტნამელები იყენებდნენ. იქიდან კი გადაინაცვლეთ სან ჟოზეფის კათედრალში, რომელიც უძველესი გოთიკური ტაძარია ჰანოიში.

დღე 2: ჰოი ანი

შუადღე: ჰოი ანის მოსავლელად შეგიძლიათ ველოსიპედიც იქირაოთ. მოინახულეთ ჩინური საყდარი: “Phúc Kiến”, რომელიც მე-17 საუკუნეში აშენდა და ადგილობრივების თავშეყრის ადგილი იყო. შემდეგ დაათვალიერეთ ხალხური კულტურის მუზეუმი და შეიწავლეთ ადგილობრივი ტრადიციები.

საღამო: მოიარეთ ძველი ქალაქი, აქ შეძლებთ ტყავის ნივთების შეძენასაც, მათ შორის ფეხსაცმელების. შემდეგ კი რომელიმე ბარში მიირთვით გემრიელი კოქტეილი.

დღე 3: ჰო ჩი მინი (HO CHI MINH)

შუადღე: მოინახულეთ ბენ ტანის ბაზრობა, სადაც ავთენტურ ნივთებს შეიძენთ, ასევე ქალაქის ცნობილი ცენტრალური ფოსტის ოფისი და დამოუკიდებლობის სასახლე, სადაც ვიეტნამის პრეზიდენტი ვიეტნამის ომის დასრულებამდე ცხოვრობდა. მოინახულეთ ომის ნაშთების მუზეუმი, რომელიც გვანახებს თუ რა ომის დანაშაულები მოხდა ვიეტნამის ომის პერიოდში.

საღამო: ჰო ჩინი მინიში შეგიძლიათ ვინტაჟური ვესპას ტურებს შეუერთდეთ და ქალაქი ისე მოიაროთ. ასევე, გვიან საღამოს, საიგონის ოპერის სახლში პერფორმანსებს შეგიძლიათ დაესწროთ. იქ უკვე აკრობატები მოგიყვებიან ვიეტნამის ისტორიას. გირჩევთ ფირკინის ბარს, სადაც კარგი სასმელი და ფანტასტიკური საკვებია. ასევე, მშვენიერი ბარია – Lost.