გდანსკი პოლონეთის ფერადი და რომანტიკული საპორტო ქალაქია, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის დიდი ნაწილი განადგურდა, მაგრამ შემდეგ ის მოძლიერდა და იმაზე უკეთესი გახდა ვიდრე მანამდე. გაატარეთ დღეები პასტელური შეფერილობის სახლების გარემოცვაში, ქვაფენილიან გამზირებზე და ადით ქალაქის კოშკურებზე.

დღე 1: გდანსკის ძველი ქალაქი

გდანსკის შარმი მის პატარა ზომაშია. ძველ ქალაქს ფეხით ადვილად მოივლით და მთავარი ღირსშესანიშნაობები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა.

  • პივნას ქუჩა

დაიწყეთ დღე პივნას ქუჩაზე (Piwna Street), გაისეირნეთ მის ქვაფენილიან გამზირზე, მოსვით ყავა კაფეში და ეწვიეთ სუვენირების მაღაზიას. ეს იდეალური ადგილია გარე რესტორანში რომ დასხდეთ და ზაფხულში ულამაზესი არქიტექტურით დატკბეთ. დააგემოვნეთ პოლონური დამპლინგები.

  • წმ. მარიამის ბაზილიკა

პივნას ქუჩაზე მთავარი ღირსშესანიშნაობაა მარიას ბაზილიკა: უდიდესი აგურის ეკლესია მსოფლიოში. ის იმდენად დიდია, რომ შიგნით 25000 ადამიანს იტევს. შესვლა უფასოა. იხილეთ ცნობილი ასტრონომიული საათი და თუ 400 კიბის საფეხურს აივლით, ქალაქზე ხედებითაც დატკბებით. კოშკზე ასვლის ღირებულებაა 10 პოლონური ზლოტი.

  • სამეფო სამლოცველოს შადრევანი

შემდეგ გაეშურეთ სამეფო სამლოცველოსკენ და მის წინ დაინახავთ ამ შადრევანს. მას “ოთხი კვარტლის შადრევანს” უწოდებენ, რადგანაც სწორედ ამ ადგილას ხვდება გდანსკის 4 ძველი კვარტალი ერთმანეთს. ზაფხულის ცხელ დღეებში აქ გამვლელები გრილდებიან კიდეც.

  • მარიაცკას ქუჩა

გდანსკი ცნობილია სამკაულის წარმოებით და მარიაცკას ქუჩაც სამკაულის მაღაზიების და გალერეების ჰაბია. ისიც მოყვა მეორე მსოფლიო ომის დაბომბვებში, თუმცა მისი პირვანდელი დიდებულება წარმატებით აღიდგინა. არქიტექტურა უნიკალური და შთამბეჭდავია.

  • დლუგას ქუჩა

გდანსკის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა ულამაზეს სახლებს აერთიანებს და ქუჩის არტისტების და მუსიკოსების თავშეყრის ადგილია. ეს ცოცხალი გამზირი ქალაქის გულია და გდანსკში აუცილებლად უნდა ნახოთ. გააგრძელეთ სეირნობა დლუგი ტარგის ქუჩაზე, სადაც ქალაქის მთავარი ბაზრობა იმართებოდა. დააკვირდით ულამაზეს არქიტექტურას.

  • ნეპტუნის შადრევანი

დლუგი ტარგის ქუჩის ბოლოში მწვანე ჭიშკარში გაივლით და მწვანე შთამბეჭდავი ხიდით მდინარეს გადაკვეთავთ. სულ მალე გდანსკის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ქანდაკება შემოგეგებებათ: ნეპტუნი, ზღვის ღმერთი.

  • არტუსის სასამართლო

შადრევანთან დაინახავთ ულამაზეს შენობას, რომელიც დღეს გდანსკის ისტორიის მუზეუმის ნაწილია. თეთრი აგურის ფასადით და სხვადასხვა ფერის დეტალით დამშვენებული ეს ნაგებობა საკმაოდ ფოტოგენურ ფონს ქმნის. ნეპტუნის შადრევნის სიახლოვეს მერიის შენობასაც იპოვნით, რომელზეც შეგიძლიათ ახვიდეთ და მოედანს გადმოხედოთ.

  • მდინარე მოთლოვა და წმ. სამების ხიდი

გდანსკში მდინარე მოთლოვა მიედინება და ბალტიის ზღვას უერთდება. მდინარის პირას მდებარე საყვარელი ბულვარი სავსეა რესტორნებით და ნავებით. შეგიძლიათ შეუერთდეთ კაიაკის ტურებს მდინარეზე და ქალაქს სხვა მხრიდან შეხედოთ. საფეხმავლო ხიდი ხანდახან იხსნება რათა გემები გაატაროს.

  • გდანსკის ამწე (Zuraw)

წინ მორიგი საკულტო სიმბოლო შემოგეგებებათ: ეს შენობა ერთ დროს პორტის ამწე იყო და გემებისგან ტვირთის ამოტანას ანხორციელებდა. ომის დროს, გდანსკის სხვა შენობების მსგავსად, ის განადგურდა, მაგრამ შემდეგ ეროვნულ საზღვაო მუზეუმად გადაკეთდა.

თუ მოგშივდათ მიირთვით რამე გემრიელი პიცის რესტორანში: Ostro. ვეგეტარიანელებისთვის კიდევ ერთი ალტერნატივაა აზიური საკვებით ინსპირირებული Manna 68.

დღე 2: გდანსკის მიღმა

წაყევით ავტობუსს, ტრამვაის ან წყლის ბორანს ბალტიის სანაპიროზე.

  • Westerplatte

ჯერ ეწვიეთ ფენომენალურ მემორიალს, რომელიც ბალტიის ზღვაში მდებარე ნახევარკუნძულზე მდებარეობს. სწორედ აქ მოხდა მეორე მსოფლიო ომის პირველი ბრძოლა. დღეს აქ მემორიალი დგას და ისტორიას გვამცნობს. გაყევით 106 ავტობუსს ან F5 ნომერ წყლის ტრამვაის.

  • ვისტულას ციხესიმაგრე

უკანა გზაზე კიდევ ერთი შთამბეჭდავი ძეგლი Wisloujscie Fortress მოინახულეთ. აქ 106 ნომერი ავტობუსით ან F5 ნომერი წყლის ტრამვაით მოხვდებით. ინტერიერში შესვლა ფასიანია.

  • სოპოტი

გდანსკიდან სულ რაღაც 20 წუთის სავალ გზაზე კი წყლისპირა დასახლება სოპოტში აღმოჩნდებით. ის ცნობილია მისი სანაპიროებით.

საუკეთესო რესტორნები გდანსკში:

  • Lao Thai
  • Ostro (იტალიური)
  • Guga Sweet & Spicy (ვეგანური)
  • Familia Bistro Garbary
  • Machina Eats and Beats
  • MANNA 68
  • Dom Sushi