რჩევები და ბიუჯეტიზღვა და კუნძულები

როგორ მოხვდებით ბანგკოკთან მდებარე 7 სანაპიროზე მატარებლით

თუ ბანგკოკში ყოფნისას სიცხეს გსურთ გაექცეთ, ქალაქის ცენტრიდან გაყევით მატარებელს და ტაილანდის ყურისკენ გასწიეთ.

1. მატარებლის სადგური**: Khao Phra Bat**

ბანგკოკიდან მოგზაურობის დრო**: 3** სთ

ამ სადგურიდან მინიავტობუსებით შეგიძლიათ მიხვიდეთ ბანგ საენის (Bang Saen) და ვონაპას (Wonnapha) სანაპიროებზე. ისინი როგორც წესი მშვიდი ნაპირებია. ბანგკოკიდან მატარებელი დილის 7 საათზე გადის, ხოლო უკან შუადღის 3 საათზე ბრუნდება, ასე რომ 3 საათი გექნებათ სანაპიროზე დასასვენებლად.

2. მატარებლის სადგური**: Pattaya Station**

ბანგკოკიდან მოგზაურობის დრო**: 3** სთ 30 წთ

პატაია წვეულებების ადგილია. აქ სიმშვიდისთვის ჯომტიენის (Jomtien) სანაპირო უნდა მონახოთ. შეგიძლიათ მიირთვათ ყავა კაფე პატაიაზე, მცურავ პლატფორმაზე ოკეანეში. აქედან სწრაფი ნავით 15 წუთში კო ლანზე, ტაილანდის ერთ-ერთ ლამაზ ნაპირზე აღმოჩნდებით. ბანგკოკიდან მატარებელი დილის 7 საათზე გადის.

3. მატარებლის სადგური**: Cha-am Station**

ბანგკოკიდან მოგზაურობის დრო**: 4** სთ

ეს პატარა და წყნარი სანაპირო დასახლება მშვენიერი ადგილია სრული რელაქსაციის მისაღებად. მიირთვით გემრიელი ზღვის პროდუქტები. რკინიგზის სადგურიდან ჩა-ამის სანაპიროზე (Cha-am Beach) ფეხით მოხვდებით და ბევრი რესტორანიც შემოგხვდებათ. მატარებელი ყოველდღე ამ მიმართულებით დილის 10-ის 20 წუთზე გადის.

4. მატარებლის სადგური**: Hua Hin Station**

ბანგკოკიდან მოგზაურობის დრო**: 4** სთ 30 წთ

ადგილობრივები ამ სანაპირო დასახლებას “პენსიაზე გასვლის შემდგომ საცხოვრებელს” უწოდებენ. აქ ისეთი მშვიდი ატმოსფეროა, თითქოს დრო გაჩერდა. ძველი რკინიგზის სადგური დღეს ვინტაჟური ძეგლია, ხოლო ახალი მის მიმდებარედ ააშენეს. მატარებელი ყოველდღე ამ მიმართულებით დილის 10-ის 20 წუთზე გადის.

5. მატარებლის სადგური**: Utapao Station**

ბანგკოკიდან მოგზაურობის დრო**: 4** სთ 30 წთ

კო სამაე სანი კუნძულია, რომელიდ ადგილობრივებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის დაუსახლებელია და მასზე ნავები ყოველდღე დადიან. ბანგკოკიდან მატარებლები ყოველი დილის 7 საათზე გადიან.

6. მატარებლის სადგური**: Chuk Samet Station**

ბანგკოკიდან მოგზაურობის დრო**: 4** სთ 50 წთ

ამ სადგურიდან ნანგ რამის სანაპიროზე (Nang Ram Beach) და მის პატარა მეზობელზე, ნანგ რონგის სანაპიროზე (Nang Rong Beach) გადახვალთ. სანაპიროებზე ძირითადი ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ, მათ შორის ჩრდილიანი საპიკნიკე ადგილები. ტაილანდის სხვა სანაპიროებისგან განსხვავებით, ეს ორი ხმაურიანი ბარებით არ გამოირჩევა. ბანგკოკიდან მატარებლები ყოველი დილის 7 საათზე გადიან.

7. მატარებლის სადგური**: Ban Krut Station**

ბანგკოკიდან მოგზაურობის დრო**: 7** სთ

ამ სადგურის სიახლოვეს კი მშვიდ სათევზაო სოფელს აღმოაჩენთ, ხშირ ტყეებში. დაგხვდებათ ულამაზესი საყდარი და სალაშქრო ბილიკები. ტაილანდის ეს ნაწილი ფართოდ ცნობილი არაა. ბანგკოკიდან მატარებლები ყოველი დილის 7 საათზე გადიან.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი13 ივლ 2026

აზიის 10 საუკეთესო მიმართულება ისტორიის მოყვარულებისთვის

კიოტო, აგრა, ლუანგ პრაბანგი, ჰოი ანი, ბუხარა და ლჰასა: აზიის 10 ქალაქი ისტორიის მოყვარულთათვის, უძველესი ტაძრებით, სასახლეებით და იუნესკოს ძეგლებით.

ტაილანდიტაილანდი
ტაილანდი15 მარ 2026

ტაილანდის საუკეთესო მიმართულებები გაზაფხულისთვის

სად წავიდეთ ტაილანდში მარტში, აპრილსა და მაისში: კო ლიპე, კო პაიამი, ბანგკოკი, ჩიანგ მეი, ფუკეთი და სიმილანის კუნძულები, ისანი და სხვა მიმართულებები.

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი6 თებ 2026

10 საუკეთესო სანაპირო მიმართულება ზამთარში, იქ სადაც მზე სულ ანათებს

სად წავიდეთ ზამთარში მზისა და ზღვისთვის: მალდივები, ფუკეთი, დანანგი, კანკუნი, ესაუირა და სხვა სანაპირო მიმართულებები მზიანი საათებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე