სამხრეთ კავკასიის ამ პოპულარულ ქვეყანას “კონტრასტების მიწას” უწოდებენ. აზერბაიჯანი ანტიკური ისტორიული იმპერიების ქვეყანაა, ნავთობის მსხვილი მწარმოებელი და ფორმულა 1-ს მასპინძელი. მის კოსმოპოლიტურ დედაქალაქ ბაქოში დატკბებით თანამედროვე არქიტექტურით და კასპიის ზღვის სანაპიროთი. ჩვენ მის მოსანახულებლად საუკეთესო ერთ კვირას დაგიგეგმავთ.

დღე 1: გასაოცარი ბაქო

აზერბაიჯანის მთავარი აეროპორტი: ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტია და ის ბაქოს ძველი ქალაქიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს. ავტობუსები ქალაქისკენ ყოველ ნახევარ საათში დადიან. შეგიძლიათ გაყვეთ მეტროსაც. პირველ რიგში მოინახულეთ ბაქოს იუნესკოს სტატუსის მატარებელი ძველი უბანი; შედით შირვანშაჰის სასახლეში, ადით ქალწულის კოშკზე და ეწვიეთ ნაზიმის საფეხმავლო ქუჩას.

შემდეგ გაუყევით წყლისპირა ბულვარს. შეგიძლიათ ახვიდეთ ეშმაკის ბორბალზე, ეწვიოთ კასპიის წყლისპირა მოლს და მოინახულოთ ხალიჩები აზერბაიჯანის ხალიჩის მუზეუმში. გაისეირნეთ მინი-ვენეციაში, სადაც იხილავთ ვენეციურ გონდოლებს ხელოვნურ არხებში.

მოინახულეთ ჰეიდარ ალიევის ცენტრი და ბაქოს მუზეუმები თუ გალერეები. დაასრულეთ დღე ფუნიკულიორით და ადით ჰაილენდ პარკში ქალაქზე ხედებისთვის.

დღე 2: მშვიდი სოფელი ლაჰიჯი

ბაქოდან ლაჰიჯისკენ (Lahij) გაემართეთ. მის ქვაფენილია ქუჩებში ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები მდებარეობს. შეგიძლიათ დალაშქროთ გარშემო მთებიც, ეწვიოთ ისტორიის მუზეუმს და ზავაროს მეჩეთს.

დღე 3: შეკის მემკვიდრეობა

ლაჰიჯიდან გადაინაცვლეთ შეკიში. ის აზერბაიჯანის ერთ-ერთი მომხიბვლელი ქალაქია, ტყითა და მთებით. ის საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს. კავკასიის მთების ფერდობებზე და მდინარე გურჯანას ნაპირებზე მდებარე ქალაქი შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. აქ გაეცნობით აბრეშუმის გზის ისტორიას და მოინახულებთ შეკის მმართველების შთამბეჭდავ სასახლეს. მისი ძველი უბანი იუნესკოს აღიარებული მემკვიდრეობის ძეგლია.

დღე 4: ისტორიული ქალაქი განჯა

განჯა აზერბაიჯანის სიდიდით რიგით მესამე ქალაქია. შთამბეჭდავია ცენტრალური მოედანი ფილარმონიის შენობით. აქ გაისეირნებთ აზერბაიჯანის ერთ-ერთ უდიდეს პარკში, რომელიც ჰაიდერ ალიევის სახლეს ატარებს. დაათვალიერეთ ნეოკლასიკური შენობები, ანტიკური მეჩეთები და ისტორიული ჰამამები.

დღე 5-6: ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი ლანკარანის და ჰირკანის ეროვნულ პარკებში

კასპიის სანაპიროზე მდებარე ლანკარანში სუბტროპიკული გარემოა, ჩაიძირებით აზერბაიჯანულ ჩაის კულტურაში და ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას იხილავთ.

დღე 7: ქობუსტანის ნაკრძალი

ბაქოსკენ დასაბრუნებელ გზაზე მოინახულეთ ქობუსტანის ნაკრძალი, სადაც კედლებზე ანტიკური ნახატების კოლექცია დაგხვდებათ. აქ მდებარეობს გამოქვაბულებიც, ბაქოდან 1 საათის გზაზე.