რომს უამრავი ღირსშესანიშნაობა აქვს და იტალიის დედაქალაქში დრო ნამდვილად სწრაფად, მაგრამ დატვირთულად გადის. როცა რომს რამდენიმე დღით სტუმრობ, არაა მოულოდნელი, რომ ქალაქის ისტორია თავბრუს დაგახვევთ. ჩვენ ხუთი დღის საუკეთესო ორგანიზებას გთავაზობთ.

დღე 1

ორიენტირება

პირველ დღეს აუცილებელია ქალაქში ორიენტირება მოახდინოთ და გაარკვიოთ დეტალები, რაც თქვენ ცხოვრებას უფრო მარტივს გახდის. გაისეირნეთ სასტუმროს სიახლოვეს, დაათვალიერეთ მაღაზიები და კაფეები. შეიძინეთ Roma Pass, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას 72 საათით უზრუნველყოფს, ასევე სხვადასხვა ღრისშენიშნაობებზე განიჭებთ ურიგოდ შესვლის უპირატესობას და გჩუქნით ფასდაკლებებს. თუ საკვების მოყვარული ხართ, ჩაეწერეთ საჭმლის ტურებზე, რომლებიც მოიცავს ლანჩს, სადილს და ქალაქის საუკეთესო სამზარეულოებზე რეკომენდაციებს გაძლევთ.

დღე 2:

ანტიკური რომი

რომს 3000 წლიანი ისტორია აქვს, რომლის გამოსაკვლევადაც რამდენიმე დღე ნამდვილად არ გეყოფათ. დაიწყეთ პალატინის მთის მონახულებით, ადგილის, სადაც რომულუსმა ქალაქი დაარსა. აქედან გაისეირნეთ ქალაქის ანტიკურ ცენტრში, რომაულ ფორუმზე, ბოლოს კი კოლიზეუმით დაასრულეთ. დატვირთული დღის შემდეგ, მონტის უბანს შეავლეთ თვალი, სადაც მოკირწყლული ქუჩები, ღვინის ბარები და პიცერიებია.

დღე 3

ვატიკანი

დაიწყეთ ვატიკანის მუზეუმით – დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ და თავი აარიდეთ გრძელ რიგებს. აქ ყველაზე მთავარი სიქსტის კაპელაა, რომელიც ვატიკანის დათვალიერებისას სულ ბოლოს შემოგეგებებათ. გზად კი უამრავ შთამაგონებელ ფრესკას და სკულპტურას იხილავთ. ლანჩისთვის პრატის გამზირზე გადადით, ხოლო შუადღე წმ. პეტრეს ბაზილიკით განარძეთ, მსოფლიოში უდიდესი ეკლესიით. თუ მის გუმბათზე ახვალთ, მთელ ქალაქს დაინახავთ. საღამოს, მდინარის ნაპირს ტრასტევერემდე გაუყევით და დღე რაიმე გემრიელი სასმლით დაასრულეთ.

დღე 4

ცენტრო სტორიკო

რომის ისტორიული ცენტრი ყველა კუთხეში სიურპრიზებს გიმზადებთ. ეცადეთ დაიკარგოთ ლამაზ შენობებსა და პიაცებზე. გაყევით ესპანურ კიბეებს ტრევის შადრევნამდე, ჩაუარეთ პანთეონს პიაცა ნავონამდე და კამპო დე ფიორიმდე. ასევე, ესტუმრეთ ქალაქის უფრო წყნარ ნაწილებს: ებრაულ გეტოს, ეკლესიებს: სანტა მატია დელ პოპოლოს და სანტა მარია სოპრა მინერვას. ისადილეთ რომის ტერასულ რესტორნებში საოცარ ხედებზე.


არკო დელი კამპო დე ფიორისთან

დღე 5

ეწვიეთ პატარა ღირსშესანიშნაობებს

რომი ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანს დააინტერესებს მუზეუმებითა და ღირსშესანიშნაობებით. ისტორიის მოყვარულები კაპიტოლინს ან ეროვნულ რომაულ მუზეუმს უნდა ეწვიონ ან გაყვნენ მატარებელს ოსტია ანტიკამდე, სადაც უძველესი პორტია. მათ, ვისაც სიმშვიდე სურს, ქალაქის საჯარო პარკებში უნდა გაისეირნონ და პიკნიკი მოიწყონ ან ქალაქის სიახლოვეს ქრისტიანული კატაკომბები მოინახულონ. საღამოს, სან ლორენცოს, პიგნეტოს ან ტესტაჩიოს უბნებს ეწვიეთ, სადაც ტრადიციულ იტალიურ საჭმელს დააგემოვნებთ.


კაიუსის პირამიდა